მოიძებნა 668043 ჩანაწერი
128581.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
შესაბამისად, დომინირებული მდგომარეობა და მონოპოლიური მდგომარეობა არ წარმოადგენს შინაარსობრივად იდენტურ ცნებებს და არ უნდა იქნეს გაზიარებული ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ „მონოპოლიური მდგომარეობის” სინონიმია „დომინირებული მდგომარეობა”.
Accordingly, a dominant position and a monopolistic position do not represent identical concepts, and the notion expressed in scholarly works that "monopolistic position" and "dominant position" are synonymous, should be rejected.
128582.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ამასთან, ნათელია, რომ დომინირებული მდგომარეობის (უფრო ფართო ცნება, რომელიც მოიცავს მონოპოლიურ მდგომარეობასაც) დასაშვებობა თავისთავად გულისხმობს მონოპოლიური მდგომარეობის დასაშვებობასაც.
Furthermore, it is clear that permitting a dominant position (which is a broader concept including a monopolistic position) implies the permissibility of a monopolistic position in itself.
128583.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
როგორც აღინიშნა, ევროკავშირის კონკურენციის სამართლის მსგავსად, ქართული კონკურენციის კანონმდებლობაც კრძალავს არა საკუთრად დომინირებული მდგომარეობის ფლობას, არამედ მის ბოროტად გამოყენებას.
As previously stated, similar to EU competition law, the Georgian legislation on competition also prohibits not the possession of a dominant position, but its abuse.
128584.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ევროპული და ქართული კონკურენციის სამართლის მსგავსი მიდგომა განპირობებულია კონკურენციის არსითა თუ მისი კონკრეტული მახასიათებლებით.
European and Georgian competition law approach is conditioned upon the concept of competition and its specific characteristics.
128585.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კონკურენციის პროცესში შესაძლებელია, რომ რომელიმე ეკონომიკურმა აგენტმა შესაბამის ბაზარზე მოიპოვოს მნიშვნელოვანი უპირატესობა და ჯანსაღი კონკურენციის შედეგად მხოლოდ თვითონ დარჩეს ბაზარზე მოქმედ სუბიექტად.
Free competition makes it possible for an undertaking to gain significant advantage on a market, and as a result of the healthy competition remain as a sole active entity in the market.
128586.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კონკურენციის სამართლის მეცნიერებაში გაბატონებული მოსაზრების მიხედვით, „შეჯიბრი არსებობს იმისთვის, რომ ის მოიგონ“ და კანონიც „პატიოსან გამარჯვებულებს არ სჯის“.
According to the dominant approach in the sciences of competition law, "competition exists for it to be won" and the law "does not punish an honest winner".
128587.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ამდენად, კონკრეტული ეკონომიკური აგენტის საბაზრო პოზიციების განმტკიცება და მისი საბაზრო წილის ზრდა ჯანსაღი კონკურენციის თანმდევ მოვლენად უნდა იქნეს მიჩნეული.
Therefore, strengthening market position and increase in market share by a specific undertaking should be considered a concurrent event of a healthy competition.
128588.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ეკონომიკური აგენტების მხრიდან „გამარჯვებისკენ“ სწორედ მსგავსი სწრაფვა წარმოადგენს კონკურენციის ხარისხის ზრდის განმაპირობებელ ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს.
Such a drive for "victory" from undertakings represents one of the determining factors for the growth of the quality of competition.
128589.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
აქედან გამომდინარე, მონოპოლია თავისთავად ვერ იქნება აკრძალული, ვინაიდან ამ სახის აკრძალვა ეკონომიკურ აგენტებში ნაწილობრივ ან სრულად აღმოფხვრის მეტოქეობის სტიმულს და ამ გზით საფუძველს გამოაცლის ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესს.
Accordingly, monopoly itself cannot be prohibited, considering that such prevention will partially or fully eliminate the incentive for rivalry and subsequently inhibit the processes of establishing and developing healthy competition.
128590.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
სწორედ ამიტომ არ აკეთებს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი არანაირ მითითებას მონოპოლიის აკრძალვაზე და ქვეყნის ძირითადი კანონი არ კრძალავს შესაბამის ბაზრებზე მონოპოლიის არსებობის შესაძლებლობას.
For this exact reason, article 26 (4) of the Constitution does not instruct the prevention of a monopoly and the country’s fundamental law does not prohibit the possibility of a monopoly in the relevant market.
128591.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მონოპოლიის დასაშვებობა არ ნიშნავს, რომ მონოპოლია წარმოადგენს თავისუფალი კონკურენციისა და ღია ეკონომიკის განვითარებისთვის სასურველ მდგომარეობას.
Permitting a monopoly does not indicate that it represents a desirable condition for developing free competition and an open economy.
128592.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
როგორც ზემოთ აღინიშნა, კონსტიტუციის მე-6 მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, ქვეყნის შესაბამის ბაზრებზე უზრუნველყოს ეფექტიანი კონკურენციის ჩამოყალიბება.
As mentioned above, article 6 of the Constitution obliges the county to ensure the establishment of effective competition in the relevant markets.
128593.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კონკრეტულ ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის არსებობა კი გამორიცხავს ამ ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის ჩამოყალიბებას იმდენად, რამდენადაც მონოპოლია სრულყოფილი კონკურენციის საპირისპირო თეორიულ უკიდურესობას წარმოადგენს.
However, the existence of a monopolistic position in the market precludes the development of an effective competition, since a monopoly represents a complete theoretical opposite of perfect competition.
128594.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ბაზარზე მხოლოდ ერთი სუბიექტის არსებობის პირობებში ეკონომიკური აგენტი არ განიცდის კონკურენტულ წნეხს სხვა ეკონომიკური აგენტებისგან და საბაზრო პირობები ყალიბდება არა კონკურენციის ბუნებრივი პროცესის საფუძველზე, არამედ ცალმხრივად, მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ.
When only a single entity operates on the market, the undertaking is not subject to the competitive pressure from other undertakings, and market conditions are established not through the natural processes of competition, but by the undertaking in a monopolistic position.
128595.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მონოპოლიური მდგომარეობა ეკონომიკურ აგენტს აძლევს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად განსაზღვროს ბაზარზე მისაწოდებელი საქონლისა თუ მომსახურების მოცულობა, რაოდენობა და მასშტაბები.
A monopolistic position grants an undertaking the power to independently determine the volume, quantity and scale of goods and services supplied to the market.
128596.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
გარდა ამისა, იგი აწესებს არა ბაზრის მიერ ნაკარნახევ, არამედ მისთვის ხელსაყრელ ფასებს.
In addition, it sets prices that are self-tailored and not dictated by the market.
128597.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
როგორც წესი, შესაბამის ბაზარზე კონკურენტების არარსებობის პირობებში ეკონომიკური აგენტი ასევე არ ზრუნავს ტექნოლოგიურ განვითარებასა თუ ინოვაციური პროდუქტების შექმნაზე.
Usually, in the absence of competition, an undertaking also neglects technological development and production of innovative goods.
128598.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
შესაბამისად, ეფექტიანი კონკურენციისგან განსხვავებით, მონოპოლიური ბაზარი, როგორც წესი, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მომხმარებელთა ინტერესებს, თავისუფალი და ღია ეკონომიკის ჩამოყალიბების პერსპექტივებს და საერთო საზოგადოებრივ სიკეთეს.
As a result, in contrast to the effective competition, a monopolistic market, as a rule, has detrimental effects on consumers’ interest, establishment of a free and open market, and the common good of the society.
128599.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ამასთან, მონოპოლიის ერთ-ერთ უმთავრეს ნეგატიურ ეფექტს ასევე წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი სხვა პირებს წარმოებისა და კომერციულ ურთიერთობებში მონაწილეობის შესაძლებლობას ართმევს.
Furthermore, one of the foremost negative effects of a monopoly is the prevention of participation in production and commercial relations by other entities.
128600.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
სწორედ ამიტომ, მონოპოლიას, იმის მიუხედავად, აღნიშნული საბაზრო მდგომარეობა მიღწეულია ლეგალური თუ არალეგალური გზით, მოიხსენიებენ როგორც „ეკონომიკურ ბოროტებას” და იგი ხელოვნურად გაზრდილ ფასებთან, შეზღუდულ წარმოებასა და ინოვაციის შემცირებასთან არის ასოცირებული.
Therefore, despite the status of legality with which a monopoly was established in the market, it is still considered to be an "economic evil" and is associated with artificially inflated prices, limited production and decreased innovation.