მოიძებნა 668043 ჩანაწერი
128601.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
შეიძლება ითქვას, რომ მონოპოლიური მდგომარეობა არის ტოლერირებული, თუმცა არასასურველი.
It can be said, that a monopolistic position is tolerated, but undesired.
128602.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მონოპოლიისგან განსხვავებით, კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი პირდაპირ კრძალავს მონოპოლიურ საქმიანობას, რომელიც უფრო მეტად მრავალმხრივი და კომპლექსური კატეგორიაა.
In contrast to a monopoly, article 26 (4) of the Constitution directly prohibits monopolistic activity, which is a more multifaceted and complex category.
128603.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
როგორც აღინიშნა, მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვა ეკონომიკური კონკურენციის ერთ-ერთ კონსტიტუციურ ასპექტს წარმოადგენს.
As mentioned before, prohibition of monopolistic activity is the constitutional aspect of an economic competition.
128604.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
აქედან გამომდინარე, აღნიშნული ცნების განმარტება კონსტიტუციის მე-6 მუხლთან ერთობლიობაში უნდა მოხდეს, რომელიც ღია ეკონომიკისა და თავისუფალი კონკურენციის პრინციპებს განამტკიცებს.
Accordingly, the said term must be defined in conjunction with article 6 of the Constitution, which envisages the principles of an open economy and free competition.
128605.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვა სწორედ თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფის კონსტიტუციური მიზნიდან გამომდინარეობს.
The prohibition of monopolistic activity stems from the constitutional purpose of ensuring free competition.
128606.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ზოგადი პრინციპის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ მონოპოლიური საქმიანობის ქვეშ მოაზრებული ქმედება/ქმედებათა ერთობლიობა, თავისი არსით, კონკურენციის შემზღუდველი ხასიათის მატარებელია.
In a broad sense, it can be said that an activity/set of activities categorised as monopolistic activity is restrictive for competition in nature.
128607.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ამაზე მეტყველებს 1996 წელს მიღებული „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი (ძალადაკარგულია - 2005 წლიდან), რომელიც, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონისგან განსხვავებით, მონოპოლიური საქმიანობის საკანონმდებლო დეფინიციას შეიცავდა.
This is evidenced by the Law of Georgia "On Monopolistic Activities and Competition" (declared void since 2005), which, unlike the current Law of Georgia "On Competition" contains a legislative definition of a monopolistic activity.
128608.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
დასახელებული კანონის მიხედვით, მონოპოლიური საქმიანობა გულისხმობდა ეკონომიკური აგენტის ისეთ საქმიანობას, რომელიც გავლენას ახდენს საქონლის ფასზე და ზღუდავს კონკურენციას.
According to the mentioned law, monopolistic activity refers to the activity by an undertaking which has an influence on the price of goods and limits competition.
128609.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მართალია, აღნიშნული განმარტება შესაძლოა არ იყოს სრულყოფილი და შინაარსობრივად არ ქმნიდეს მონოპოლიური საქმიანობის ნათელ სურათს, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ განმარტების მიხედვით, მონოპოლიური საქმიანობის აუცილებელ ელემენტს კონკურენციის შეზღუდვა წარმოადგენს.
Although this definition may not be comprehensive and fall short on painting a full picture of a monopolistic activity, the important part is that, according to this definition, the essential aspect of monopolistic activity is the limitation of competition.
128610.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
საყურადღებოა ასევე ის გარემოება, რომ „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი მონოპოლიურ საქმიანობას უკრძალავდა ეკონომიკურ აგენტს.
It is also important to note, that article 1 of the Law of Georgia "On Monopolistic Activities and Competition" prohibits monopolistic activities by an undertaking.
128611.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
აღნიშნული დათქმის მიხედვით, მონოპოლიური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ეკონომიკური აგენტი, განურჩევლად მისი საბაზრო ძალაუფლებისა.
According to this provision, a subject engaging in a monopolistic activity can be any undertaking, regardless of its power in the market.
128612.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
შესაბამისად, მონოპოლიური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი შეიძლება არც იყოს მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტი.
Therefore, the subject of monopolistic activity may not even be an undertaking in a monopolistic position.
128613.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ხოლო იმის დადგენა, თუ რა წარმოადგენს მონოპოლიურ საქმიანობას, კონსტიტუციის 26-ე მუხლის გაგებით ძალზე რთულია.
Determining what constitutes a monopolistic activity regarding article 16 of the Constitution is incredibly complex.
128614.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
აღნიშნულ სირთულეს განაპირობებს ისიც, რომ მონოპოლიური საქმიანობის ცნებას არ იცნობს თანამედროვე ქართული კონკურენციის კანონმდებლობა.
This complexity is, in part, caused by the fact that the concept of monopolistic activity is not recognised by modern Georgian competition law.
128615.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მონოპოლიური საქმიანობის ცნება ასევე უცხოა ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების სამართლის წყაროებისათვის.
The concept of monopolistic activity is also foreign to sources of EU legislation as well as that of its Member States.
128616.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მონოპოლიურ საქმიანობასთან მიმართებაში, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ვერ იქნება გაზიარებული ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ „მონოპოლიური საქმიანობა, მონოპოლიური მდგომარეობის საფუძველზე ხორციელდება.“
With respect to the monopolistic activity, it is noteworthy that the notion promoted by scholarly works stating that "monopolistic activities are undertaken based on the position of monopoly" is not to be shared.
128617.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მსგავსი მიდგომა მნიშვნელოვნად შეზღუდავს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედების ფარგლებს და კონსტიტუციური აკრძალვის მიღმა დატოვებს კონკურენციის შემზღუდველ არაერთ ქმედებას.
This approach significantly limits the scope to which article 26 (4) of the Constitution can be applied and lets various actions distorting competition remain permitted.
128618.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ნორმის მსგავსი განმარტება და ამ გზით მისი მოქმედების ფარგლების დავიწროება კი წინააღმდეგობაში მოვა კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, რომელიც თავისუფალი კონკურენციის პრინციპს განამტკიცებს.
Interpreting the norm in such a way and thereby limiting its scope comes in direct contradiction to article 6 (2) of the Constitution, which reinforces the principles of free competition.
128619.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
აღნიშნული ნორმა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს მონოპოლიური საქმიანობა აუცილებლად მონოპოლიური მდგომარეობის საფუძველზე ხორციელდება.
The mentioned norm should not be interpreted to be assuming that a monopolistic activity is predetermined by a monopolistic position.
128620.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
აღნიშნული მექანიზმები შინაარსობრივად მსგავსია თითქმის ყველა დასავლურ განვითარებულ სახელმწიფოში და აერთიანებს ეკონომიკური აგენტებისთვის ისეთ ქმედებათა ამკრძალავ ნორმებს, რომელთა მიზანია ან რომელთა შედეგია საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შედეგად მოგების მაქსიმიზაცია, წარმოების ან ტექნოლოგიის შეზღუდვა, არასამართლიანი ფასების დაწესება და ა.შ.
These mechanisms are similar in content across almost all developed Western nations and incorporate prohibitive norms for the actions by undertakings that are aimed at or result in, through the abuse of power in the market, profit maximisation, limitation of production or technology, imposition of unfair prices, and so on.