მოიძებნა 668043 ჩანაწერი
128641.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ეკონომიკური კონკურენციის აღნიშნული ელემენტების არსებობა კი წარმოუდგენელია სამეწარმეო თავისუფლების გარეშე, რომელიც ასევე კონსტიტუციის მე-6 და 26-ე მუხლებით არის გარანტირებული.
Existence of the said elements of competition is impossible without the freedom of enterprise, which is guaranteed under articles 6 and 26 of the constitution.
128642.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამეწარმეო თავისუფლება უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტის შესაძლებლობას, თავისუფლად შეარჩიოს სამეწარმეო საქმიანობის ესა თუ ის სახე და შეუზღუდავად განახორციელოს იგი.
Under the definition provided by the Constitutional Court, freedom of enterprise ensures that an entrepreneurial subject freely selects a specific entrepreneurial activity and engages in it unobstructed.
128643.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
სხვაგვარად რომ ითქვას, სწორედ სამეწარმეო თავისუფლების პირობებში იქმნებიან და ყალიბდებიან ახალი ეკონომიკური აგენტები, რომლებიც დამოუკიდებლად განსაზღვრავენ ეკონომიკური საქმიანობის სახეს და აღნიშნულის შედეგად კონკრეტული შესაბამისი ბაზრის მონაწილეები ხდებიან.
To put it in other words, it is precisely the freedom of enterprise that provides the possibility of creating new undertakings, which select a specific area of activities independently and, subsequently, become participants of the relevant market.
128644.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ბაზარზე მათი შესვლა კი ავტომატურად განაპირობებს იმას, რომ აღნიშნული სუბიექტები ბაზრის და, შესაბამისად, აღნიშნულ ბაზარზე არსებული კონკურენტული პროცესის მონაწილეები ხდებიან.
Their entry into market automatically guarantees that the said subjects will become participants of the market and, accordingly, of the competitive process existing within the market.
128645.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
საკუთარი მატერიალური კეთილდღეობისა თუ სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული მოგების მაქსიმიზაციის მიზნით, ისინი ეტაპობრივად იწყებენ ბაზრის სხვა მონაწილეების საბაზრო პოზიციების ხარჯზე საკუთარი პოზიციების განმტკიცებას.
They begin advancing their own position in the market at the expense of other market operators either for the purposes of achieving their own material wellbeing or maximising the profit gained from their activities.
128646.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ამაზე მეტყველებს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილებაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის ჩამოყალიბება სამეწარმეო თავისუფლებასთან ორგანულად არის დაკავშირებული.
This is demonstrated by one of the decisions of the Constitutional Court, where it noted that the formation of free competition in the market is indispensably linked to the freedom of enterprise.
128647.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
მხოლოდ სამეწარმეო თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი ახალი ბაზრების წარმოშობა და ამ ბაზრებზე ეკონომიკური აგენტების თავისუფალი ოპერირება.
Only in the context of freedom of enterprise it becomes possible to create new markets and enable undertakings to operate freely on these markets.
128648.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
სამეწარმეო თავისუფლების გარეშე შეუძლებელია სრულფასოვანი ეკონომიკური კონკურენციის ჩამოყალიბება, ვინაიდან იგი ახალი ბაზრების წარმოშობისა თუ ამ ბაზრებზე ეკონომიკური აგენტების თავისუფალი დაშვების უმთავრესი წინაპირობაა.
Without the freedom of enterprise, it is impossible to create competition, given that it forms the precondition for the creation of new markets as well as providing free market entry to undertakings.
128649.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
სწორედ ამიტომ არის კონსტიტუციის მე-6 მუხლის მეორე პუნქტში თავისუფალი მეწარმეობა და თავისუფალი კონკურენცია გვერდიგვერდ მოხსენიებული, როგორც ორი განუყოფელი კატეგორია, რომლებიც ქვეყანაში თავისუფალი და ღია ეკონომიკის ჩამოყალიბების ძირითად სამართლებრივ საფუძველს ქმნის.
This is the reason why article 6 (2) of the Constitution refers both to freedom of enterprise and free competition, as two inseparable categories, which together create the legal grounds for the formation of open economy in the country.
128650.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კონკურენციის პროცესი ყალიბდება და ვითარდება მაშინ, როდესაც ეკონომიკური აგენტები სწორედ კონსტიტუციით გარანტირებული სამეწარმეო თავისუფლების სრულფასოვან რეალიზებას ახდენენ.
The process of competition is being formed and developed when undertakings are fully exercising their constitutional freedom of enterprise.
128651.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
თუმცა სამეწარმეო თავისუფლების შეუზღუდავი გარანტირება, შეიცავს საფრთხეს, რომ ბაზრის მონაწილეები ამ კუთხით მათთვის გარანტირებულ უფლებებს კონკურენციის შეზღუდვისთვის გამოიყენებენ, რაც, ბუნებრივია, საფრთხეს შეუქმნის თავისუფალი და კონკურენტული ბაზრების ჩამოყალიბებას.
However, unlimited exercise of freedom of enterprise would have created a threat of such rights being used by undertakings for the purposes of distorting free competition, which, of course, would have threatened the process of creation of free and competitive markets.
128652.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
გერმანულ იურიდიულ ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრების მიხედვით, ეკონომიკური თავისუფლების გარეშე კონკურენციის არსებობა წარმოუდგენელია.
According to the position widely accepted in German scholarly literature, the existence of competition is impossible without economic freedom.
128653.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
თუმცა შეუზღუდავი სამეწარმეო თავისუფლება თვითონვე ქმნის მომეტებულ საფრთხეს სამეწარმეო თავისუფლებისთვის.
However, unlimited freedom of enterprise in itself contains high risks for entrepreneurial freedom.
128654.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ჯანსაღი კონკურენციის პროცესი კი ბუნებრივად აყალიბებს სამეწარმეო თავისუფლების იმ გონივრულ და თანაზომიერ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია აღნიშნული თავისუფლებით სარგებლობა იმ ფორმითა და მოცულობით, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ბაზრის სტრუქტურის მდგრადობას.
The process of healthy competition naturally creates reasonable and proportionate frames for freedom of entrepreneurship, within which it is possible to exercise the said freedom in a form and to an extent which does not threaten the stability of market structure.
128655.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
სწორედ ამიტომ აღნიშნავს მართლმსაჯულების სასამართლო, რომ სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლების ფარგლებში საკუთარი საბაზრო პოლიტიკის დამოუკიდებლად განსაზღვრა, ეკონომიკური აგენტის არა მარტო უფლება, არამედ ვალდებულებაცაა.
Precisely for this reason, the ECJ noted that defining market policy within the scope of freedom of enterprise is not only the right of undertakings, but also – their obligation.
128656.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის განხორციელებასაც აპირებს ან რომელსაც ახორციელებს კონკრეტული ეკონომიკური აგენტი, ამ უკანასკნელის მიერ უნდა განისაზღვროს დამოუკიდებლად, ანუ ბაზრის სხვა მონაწილეებთან შეთანხმების გარეშე.
In particular, the Court observed that an economic policy to be implemented or which is being implemented by an undertaking should be defined solely by this undertaking, i.e. without making prior agreements with other market participants.
128657.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
სასამართლოს განმარტებით, კონკურენციის დამცავი ნორმების საფუძველს წარმოადგენს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ბაზრის ნებისმიერი მონაწილე დამოუკიდებლად განსაზღვრავდეს საკუთარ ეკონომიკურ პოლიტიკას.
According to the Court, the grounds for norms protecting competition are stemming from the opinion suggesting that every participant of the market defines their economic policy independently.
128658.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კონკურენტული წნეხის შემსუბუქების მიზნით საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ეკონომიკურ აგენტებთან შეთანხმებით განხორციელება და ამ გზით საკუთარი მატერიალური თუ სხვა სახის ინტერესების დაცვა მომეტებული საფრთხის შემცველია ჯანსაღი კონკურენტული გარემოსა თუ კონკურენციის ბუნებრივი პროცესისათვის.
Making an agreement regarding undertaking’s economic policy with other undertakings while intending to reduce the competitive pressure and thereby protect one’s own material or other types of interests contains serious threats to a healthy competitive environment and a natural process of competition.
128659.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
ასეთ შემთხვევაში შესაბამის ბაზარზე მცირდება კონკურენტული წნეხი და საბაზრო პროცესის მართვის სადავეები კონკურენციის ბუნებრივი პროცესიდან გადადის კონკრეტული ეკონომიკური აგენტების ხელში, რაც ეწინააღმდეგება თავისუფალი კონკურენციის პრინციპს.
In this case, the pressure of competition within the market is reduced and undertakings become in charge of governing market processes, contrary to the natural process of competition.
128660.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები
კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმება, თავისუფალი კონკურენციის პრინციპთან ერთად, არღვევს სხვა მეწარმე სუბიექტებისა და მომხმარებელთა ინტერესებსაც.
Anticompetitive Agreements are not only in breach of the principle of free competition, but they are also against the interests of entrepreneurial subjects and consumers.