მოიძებნა 668043 ჩანაწერი
129001.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდებოდა.
Otherwise the registration of the party list would be rejected.
129002.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე პოლიტიკურმა გაერთიანებამ შეიმუშავა სისტემა, რომლის საფუძველზეც არჩევნებში მონაწილეობისათვის პარტიული სიის ფორმირება სრულად დამოკიდებულია პარტიის პარტნიორთა მიერ გამოხატულ ნებაზე.
According to the constitutional complaint, the applicant political union developed a system on the basis of which the formation of a party list for participation in the elections depends entirely on the will expressed by the party partners.
129003.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
სადავო ნორმა მოსარჩელე მხარეს ავალდებულებდა, სქესთა შორის ბალანსის დაცვის მოტივით, განეხორციელებინა ცვლილებები პარტიის პარტნიორთა მიერ განსაზღვრულ პარტიულ სიაში.
The disputed norm obliged the applicant party, with the motive of maintaining a balance between the sexes, to make changes in the party list determined by the party partners.
129004.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
მოსარჩელე მხარის განმარტებით, მსგავსი ვალდებულების დაკისრება გაუმართლებლად ზღუდავდა მათ საარჩევნო უფლებას.
According to the applicants, imposing such an obligation unjustifiably restricted their electoral right.
129005.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
ამასთან, პოლიტიკური პარტია იძულებული ხდებოდა, უგულებელეყო საკუთარი პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
At the same time, the political party was forced to ignore the decision made by its own partners.
129006.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
სახელმწიფოს დაეკისრა პოზიტიური ვალდებულება, მიიღოს განსაკუთრებული ზომები ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად.
The state had a positive obligation to take special measures to ensure the essential equality of men and women.
129007.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
განსახილველ შემთხვევაში კი, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სქესთა შორის არსებული ბალანსის გაუმჯობესება წარმოადგენდა.
In the present case, the legitimate aim of the disputed norm was to improve the balance between the sexes in the supreme legislative body.
129008.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
სასამართლომ, პირველ რიგში, შეაფასა სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის თავსებადობა დემოკრატიული მმართველობის პრინციპთან და განმარტა, რომ სქესის ნიშნით კვოტირება არ უკავშირდება რაიმე ტიპის კონკრეტული იდეის ან პოლიტიკის ხელშეწყობას.
In assessing the constitutionality of the restriction, the Court first assessed the compatibility of the restriction imposed by the disputed norm with the principle of democratic governance and clarified that gender quotas are not linked to the promotion of any particular idea or policy.
129009.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
ამასთან, კვოტირება ხდება იმ პირებს შორის, რომლებიც საარჩევნო უფლების მქონე ადამიანთა მეტ-ნაკლებად თანაბარ ნაწილებს წარმოადგენენ.
In addition, quotas are imposed between women and men, who are almost equally represented in the electorate.
129010.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
ამდენად, სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, მოქალაქეთა არჩევანზე სახელმწიფოს გავლენა არის მინიმალური, შესაბამისად, იგი ვერ იქნება მიჩნეული დემოკრატიის პრინციპთან თავისთავად შეუთავსებელ შეზღუდვად.
Thus, as a result of the disputed norm, the influence of the state on the choice of citizens is minimal, therefore, it cannot be automatically considered as a restriction incompatible with the principle of democracy.
129011.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
აღნიშნულის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა სადავო ნორმის შესაბამისობა უშუალოდ თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებთან მიმართებით.
The Constitutional Court also assessed the compliance of the disputed norm directly with the requirements of the principle of proportionality.
129012.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
აღნიშნული დებულება სახელმწიფოს აღჭურავს მხოლოდ რეალური საჭიროებით განპირობებული სპეციალური ღონისძიებების გატარების უფლებამოსილებით.
This provision equips the state only with the authority to adopt special measures based on real needs.
129013.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
იგი სახელმწიფოსაგან მოითხოვს სპეციალური ღონისძიებების გატარებას სქესის გამო წარმატების ხელისშემშლელი ხელოვნური საზოგადოებრივი ბარიერების დამაბალანსებელი მექანიზმების შექმნით.
It requires the state to use special measures for creating mechanisms to balance artificial public barriers for success due to gender.
129014.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
მათი მცირე წარმომადგენლობა შეუძლებელია უკავშირდებოდეს მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებს, არამედ იგი განპირობებულია საზოგადოებაში არსებული ქალების პოლიტიკაში მონაწილეობისთვის ხელშემშლელი გარემოებებით.
Their small representation could not be linked solely to natural factors, but rather to circumstances existing in the community that prevents women from participating in politics.
129015.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა მიიჩნია საქართველოს კონსტიტუციის ლეგიტიმურ მიზნად, რომლის მისაღწევადაც შესაძლოა საარჩევნო უფლების შეზღუდვა.
Based on the above, the Constitutional Court considered the increase of women's representation in the Parliament as a legitimate aim deriving from the Constitution of Georgia, which can be achieved by limiting the electoral right.
129016.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
შეზღუდვის გამოსადეგობის ეტაპზე მსჯელობისას, სასამართლომ ცალკე იმსჯელა პარტიული სიის ყოველ ოთხეულში მინიმუმ ერთი მამაკაცი კანდიდატის გათვალისწინების ვალდებულებაზე.
In considering the suitability of the constraint, the Court separately considered the obligation to nominate at least one male candidate in every four members on the party list.
129017.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
შესაბამისად, ამგვარი რეგულაცია ხელს უშლის საქართველოს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას.
Consequently, such regulation prevents the increase of women's representation in the Parliament of Georgia.
129018.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რომლის თანახმადაც საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში უნდა იყოს მინიმუმ ერთი მამაკაცი, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.
Thus, the requirement established by the disputed norm, according to which there should be at least one man in every four members of the party lists, was declared unconstitutional.
129019.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ღონისძიება დროის მოკლე მონაკვეთში შედეგის მიღწევის ერთ-ერთ ყველაზე ქმედით მექანიზმს წარმოადგენს.
The Court pointed out that the disputed measure is one of the most effective mechanisms for achieving results in a short period of time.
129020.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
ამ კუთხით, საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პრინციპულად არასწორია საქართველოს პარლამენტის წევრების შედარება სხვადასხვა პროფესიის პირებთან.
In this regard, the Constitutional Court drew attention to the fact that it is fundamentally incorrect to compare members of the Georgian Parliament to persons of different professions.