მოიძებნა 668043 ჩანაწერი
129021.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
ამდენად, სასამართლოს შეფასებით, სადავო რეგულირებით დადგენილი სავალდებულო კვოტირება, პროფესიული საქმიანობის სფეროებისგან განსხვავებით, ხელს ვერ შეუშლის პარლამენტის საქმიანობის წარმატებით განხორციელებას.
Thus, according to the Court, the mandatory quotas established by the disputed regulation will not prevent the successful implementation of the activities of the Parliament, in contrast to the areas of professional activity.
129022.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
სასამართლომ მხედველობაში მიიღო სადავო ნორმის დროებითი ხასიათი, აგრეთვე ის გარემოება, რომ საარჩევნო სუბიექტთა თავისუფლება მინიმალური დონით იზღუდება არა მხოლოდ განსხვავებული სქესის წარმომადგენელთა ნაკლები რაოდენობრივი მოთხოვნის დაწესებით, არამედ თავად რეგულირების ბუნებიდან გამომდინარე.
The Court took into account the temporary nature of the disputed norm, as well as the fact that the freedom of electoral subjects is restricted to a minimum not only by imposing less quantitative demands on members of the opposite sex, but also by the very nature of regulation.
129023.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
კერძოდ, შეზღუდვა მიემართება კანდიდატების არა რაიმე განსაკუთრებული ნიშან-თვისებების საფუძველზე შერჩევას, არამედ ისეთ მოთხოვნას (სქესს), რომელიც თავისი ბუნებით ერთ-ერთი ყველაზე მარტივად გადასალახი ბარიერია.
In particular, the restriction is aimed not at selecting candidates on the basis of any particular characteristics, but by the requirement (sex), which by its nature is one of the easiest barriers to overcome.
129024.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმით სამართლიანად არის დადგენილი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის.
Based on the above, the Court considered that the disputed norm rightly establishes a balance between private and public interests.
129025.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
ამასთან, არ არსებობდა სადავო ნორმის და მისი არც ერთი ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობის ფაქტობრივი, იურიდიული თუ ლოგიკური საფუძველი.
Moreover, there was no factual, legal, or logical basis for declaring the disputed norm and any of its normative content unconstitutional.
129026.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
განსხვავებული აზრის ავტორის განმარტებით, სადავო ნორმა ნამდვილად ემსახურებოდა შესაბამის სამართალურთიერთობაში სქესთა შორის თანასწორობის მიღწევის ლეგიტიმურ ინტერესს.
According to the author of the dissenting opinion, the disputed provision indeed served the legitimate interest of achieving equality between the sexes in the respective legal relationship.
129027.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
შესაბამისად, როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის თანაბარი კვოტირების დაწესება არათუ არ ეწინააღმდეგება თანასწორობის იდეას, არამედ ყველაზე უფრო პირდაპირ და ნათლად გამოხატავს მას.
Therefore, creating equal quotas for both genders does not contradict the idea of equality, but expresses it in the most clear and direct way.
129028.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
შესაბამისად, თუ ლეგიტიმურ მიზნად ვიგულისხმებთ არა უშუალოდ პარლამენტში ქალთა რაოდენობის გაზრდას, არამედ, უთანასწორობის აღმოფხვრას, მაშინ ძნელი სათქმელი იქნება, რომ მამაკაცთა კვოტირება არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზნის მიღწევას.
Consequently, if the legitimate aim of the Constitution is not only to increase the number of women in the Parliament but to eliminate gender inequality, then it is difficult to say that male quotas do not serve such legitimate purpose.
129029.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა კი, პირიქით, ხელს უწყობს სქესთა შორის ბალანსის უზრუნველყოფას.
Increasing the representation of women helps to ensure gender balance in the Parliament.
129030.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
განსხვავებული აზრის ავტორის მითითებით, საკმაო რისკების შემცველია ის ნორმატიული მოცემულობა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიქმნა.
According to the author of the dissenting opinion, normative reality created by the decision of the Constitutional Court contains considerable risks.
129031.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
სასამართლომ მამაკაცთა კვოტირების არაკონსტიტუციურად ცნობით შინაარსობრივად ნეიტრალურ რეგულაციას შესძინა დისკრიმინაციული ხასიათი და ამით თავად განახორციელა თანასწორობის უფლებაში ჩარევა.
More precisely, by declaring gender quotas for men unconstitutional, the Court made the disputed, content-neutral regulation discriminatory in its nature and thus interfered with the right to equality itself.
129032.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
უფრო მეტიც, სასამართლომ, ფაქტობრივად, მხოლოდ ქალთა პარტიების არსებობის შესაძლებლობა დაუშვა, ხოლო მამაკაცთა პარტიების არსებობა უარყო.
Moreover, the Court, in fact, allowed the existence of women only political parties, while denying the same right to men.
129033.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
ქალებისთვის ამგვარი პრიორიტეტის მინიჭება საფრთხეს წარმოადგენს როგორც სქესთა შორის თანასწორობის, ისე, ზოგადად, დემოკრატიის ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით.
Giving such priority to women poses a threat for gender equality and for increasing the quality of democracy in general.
129034.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
განსხვავებული აზრის ავტორი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საკითხის ამგვარი გადაწყვეტით ფაქტობრივად, შეასრულა პოზიტიური კანონმდებლის როლი.
The author of the dissenting opinion points out that by resolving the dispute in this way the Constitutional Court of Georgia, in fact, acted as a positive legislator.
129035.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
მისი მოსაზრებით, სადავო ნორმას მხოლოდ ერთი ნორმატიული შინაარსი აქვს, რაც გულისხმობს პარტიულ სიებში ორივე სქესის სავალდებულო კვოტირებას.
Thus, in her opinion, the disputed regulation possesses only one normative content which implies mandatory quotas for candidates of both in the political party lists.
129036.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
შესაბამისად, სწორედ ორივე სქესის კვოტირება ქმნის ერთ ნორმატიულ მოცემულობას, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს სადავო ნორმა მთლიანად კონსტიტუციურად უნდა ეცნო.
Consequently, it is the quota of both sexes that creates one normative reality which is why the Plenum of the Constitutional Court should recognize the disputed norm entirely constitutional.
129037.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
განსხვავებული აზრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ დავის ამგვარი გადაწყვეტით წარმოშვა ახალი დილემაც.
According to the author of the dissenting opinion, the Constitutional Court has created a new dilemma.
129038.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
კერძოდ, მან გამორიცხა მამაკაცების შესაძლებლობა საკონსტიტუციო სასამართლოში იდავონ სქესის ნიშნით განსხვავებული მოპყრობის კონსტიტუციურობის თაობაზე საარჩევნო უფლებასთან მიმართებით.
In particular, the Court ruled out the possibility for men to argue on the constitutionality of differential treatment on the grounds of sex with regard to electoral right.
129039.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
სადავო წესი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ავალდებულებს, საქართველოს პარლამენტში აუცილებლად აირჩიონ გარკვეული რაოდენობის ქალი დეპუტატი, მიმართულია საქართველოს მოქალაქეთა არჩევანის თავისუფლების შეზღუდვის და არა მისი ხელშეწყობისკენ.
The disputed rule, which obliges the citizens of Georgia to elect a certain number of women deputies in the Parliament of Georgia, is aimed at restricting the freedom of choice of the citizens of Georgia and not at promoting it.
129040.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
სადავო ნორმა ადგენს წესრიგს, რომელიც უცხოა არჩევანის თავისუფლებაზე დაფუძნებული საარჩევნო პროცესისათვის და, ამდენად, სადავო ნორმა ამ უფლების მძიმე შეზღუდვას აწესებს.
The disputed norm establishes an order that is alien to the electoral process based on freedom of choice, and thus the disputed norm imposes severe restriction on this right.