მოიძებნა 668043 ჩანაწერი
128961.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, სახელმწიფოს "თავისუფალი შეფასების ფარგლები" პანდემიის პირობებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ასპექტში
ავტორი, უდავოდ, იზიარებს მოსაზრებას, რომ პანდემიის შემდგომი პერიოდი და ჩვენი ყოფა არასდროს იქნება უწინდელი, როგორც სოციალური, ასევე სამართლებრივი კონტექსტით.
The author undoubtedly shares the view that the post-pandemic period and our existence will never be the same as before, by both social and legal contexts.
128962.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, სახელმწიფოს "თავისუფალი შეფასების ფარგლები" პანდემიის პირობებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ასპექტში
ნებისმიერი სახის ცენზურა, რომელიც მიემართება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ავტონომიურობისა და ეფექტიანი მმართველობის განვითარების შეზღუდვას, თუნდაც ლეგიტიმურს, უნდა აკმაყოფილებდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის სტანდარტებს.
Any kind of censorship aimed at restricting access to information, health, life, autonomy and good governance, even legitimate ones, must be within the standards of legality, necessity and proportionality.
128963.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, სახელმწიფოს "თავისუფალი შეფასების ფარგლები" პანდემიის პირობებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ასპექტში
ეს არის პანდემიისგან რეაბილიტაციის სასურველი გზა, რომელსაც სახელმწიფოები უნდა მიჰყვნენ ადამიანის უფლებების პატივისცემის უფრო მტკიცე ჩარჩოს ჩამოსაყალიბებლად.
This is the preferred path of rehabilitation from the pandemic that states should follow to establish a stronger framework for respect for human rights.
128964.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, სახელმწიფოს "თავისუფალი შეფასების ფარგლები" პანდემიის პირობებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ასპექტში
კრიზისულ პერიოდში გამოხატვის თავისუფლებასთან მოპყრობა ნამდვილად აისახება ქვეყნის დემოკრატიის ინდექსზე.
The treatment of freedom of expression in times of crisis is definitely in line with the country's democracy index.
128965.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, სახელმწიფოს "თავისუფალი შეფასების ფარგლები" პანდემიის პირობებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ასპექტში
მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს დეზინფორმაცია და ჰიბრიდული თავდასხმები, რომლებიც ასუსტებენ სახელმწიფოს უნარს, ეფექტიანად გაუმკლავდეს კრიზისულ პერიოდს.
Disinformation and hybrid attacks, which weaken the state's ability to deal effectively with a crisis, should not be overlooked.
128966.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, სახელმწიფოს "თავისუფალი შეფასების ფარგლები" პანდემიის პირობებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ასპექტში
სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მოიაზრებს გამოხატვის თავისუფლების თვითნებურ და გაუმართლებელ შეზღუდვას, მიილტვის ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრებისკენ.
State policy, which considers arbitrary and unjustified restriction of freedom of expression, yearns towards establishing an authoritarian regime.
128967.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, სახელმწიფოს "თავისუფალი შეფასების ფარგლები" პანდემიის პირობებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ასპექტში
საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ კოვიდ-19 არა მხოლოდ ვირუსოლოგიური ომის, არამედ ინფორმაციული გამოწვევის წინაშე გვაყენებს.
The international community should apprehend that COVID-19 poses not only a virologic war but also an information challenge.
128968.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, სახელმწიფოს "თავისუფალი შეფასების ფარგლები" პანდემიის პირობებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ასპექტში
სწორედ გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება აგებს საერთაშორისო ურთიერთობების ხიდებს და უზრუნველყოფს ეფექტიან კოორდინაციას.
It is transparency and freedom of speech that build the bridges of international relations and ensure effective coordination.
128969.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
ორი საქმე, რომელიც ქვემოთ განხილულია 2020 წლის მეორე ნახევარში იქნა მიღებული და ორივე კომპლექსურ საკითხს ეხება.
Two cases, which are discussed below have been adopted in the second half of 2020 and both deal with complex issues.
128970.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
საქმეთა კომპლექსურობა ალბათ ნათლად წარმოჩინდება ორივე საქმეზე არსებული განსხვავებული აზრებითაც, რომლებიც ასევე აღწერილია საქმეთა მიმოხილვაში.
The controversiality is probably best demonstrated by the dissenting opinions, which are also summarised in the Case Notes.
128971.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
The Plenum of the Constitutional Court of Georgia adopted the judgment in the case of The Public Defender of Georgia v. the Parliament of Georgia.
128972.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
საქართველოს სახალხო დამცველის არგუმენტაციით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნას.
The Public Defender argued that the legislation did not provide for the requirements of the reasoned judgment of the High Council of Justice on the nomination of candidates to the Parliament for the Supreme Court of Georgia.
128973.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
იმავდროულად, გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების გამო, კანდიდატთა შერჩევის სხვადასხვა ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ იყო შებოჭილი ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა კანდიდატის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა.
At the same time, due to secret voting at different stages of candidate selection, the High Council of Justice was not bound by criteria, such as the candidate’s conscientiousness and competence.
128974.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
მოსარჩელე მხარე განმარტავდა, რომ მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისი პროცედურების საფუძველზე შექმნილ და დაკომპლექტებულ სასამართლოს გააჩნია კონსტიტუციურსამართლებრივი ლეგიტიმაცია.
According to the complainant, only a court established and staffed in accordance with the procedural requirements of the Constitution has constitutional legitimacy.
128975.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
სადავო ნორმები კი, რომელებიც არ გამორიცხავდა შერჩევის პროცესის თვითმიზნურად და არაგონივრულად წარმართვას, ეჭვქვეშ აყენებდა სასამართლოს დაკომპლექტების კონსტიტუციურ მართლზომიერებას.
The disputed norms, which did not exclude the arbitrary and unreasonable conduct for the selection procedure, put in question the constitutional legitimacy of the staffing of the court.
128976.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი ვერ უზრუნველყოფდა საუკეთესო კანდიდატების შერჩევას.
Accordingly, the complainant argued that the disputed provisions failed to ensure the selection of the best candidates.
128977.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
მოპასუხე მხარის პოზიციით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევა არ წარმოადგენდა კონკურსს.
The respondent explained that the selection of candidates by the High Council of Justice of Georgia was not a competition.
128978.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
აღნიშნულ პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი შემოიფარგლებოდა პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენით.
The role of the High Council of Justice of Georgia in this process was limited to nominating candidates to the Parliament.
128979.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
ამდენად, მოპასუხე მიიჩნევდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პირის არჩევა არ ექცეოდა საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებით დაცულ სფეროში.
Based on the provided arguments, the respondent considered that the election of a candidate for the position of a judge of the Supreme Court did not fall within the ambit of the right to hold public office.
128980.
საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი | გამოცემა 2, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა (2020)
ამასთან, ხმის მიცემის ფარულობის მიუხედავად, სრულიად შესაძლებელი იყო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძვლად არსებული ფაქტობრივი წინაპირობების იდენტიფიცირება, ხოლო ფარულობა, თავისთავად, იცავდა საბჭოს თითოეულ წევრს გარე ზეგავლენისაგან.
Moreover, regardless of the secrecy of the vote, it was possible to identify the factual preconditions underlying the High Council decision, and secrecy, in itself, safeguarded each member of the Council from the external influences.