მოიძებნა 668043 ჩანაწერი
129701.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
იძულებული ხომ არ ხართ ერთი და იგივე მოქმედება მრავალჯერ გაიმეოროთ?
Do you have to repeat exactly the same action many times?
129702.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
თუ პაციენტის პასუხი ერთერთ კითხვაზე მაინც არის „დიახ“, ინტერვიუერმა უნდა სთხოვოს მას, მოიყვანოს კონკრეტული მაგალითები.
If the patient answers "Yes" to any of these questions, the interviewer should ask for specific examples.
129703.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ბოდვა.
Delusions.
129704.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ბოდვის შესახებ პირდაპირი კითხვების დასმა შეუძლებელია, რადგან პაციენტი ვერ აცნობიერებს, რომ ის განსხვავებულია მისი სხვა შეხედულებებისაგან.
A delusion cannot be asked about directly, because the patient does not recognize it as differing from other beliefs.
129705.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
რადგან ბოდვას დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს და ის, ამავე დროს, სირთულეებს უქმნის ინტერვიუერს, ეს აშლილობა უფრო დეტალურად პირველ თავში განვიხილეთ.
Because of the difficulty that this poses for the interviewer, and the diagnostic significance of delusions, these disorders were described in detail in Chapter 1.
129706.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ბოდვის არსებობაზე ეჭვი ინტერვიუერს შეიძლება გაუჩნდეს სხვებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.
The interviewer may be alerted to the possibility of delusions by information from other people.
129707.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
როდესაც ვცდილობთ ბოდვითი იდეების გამოვლენას, თავიდანვე დავსვათ კითხვები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს პაციენტის მიერ აღწერილი სიმპტომებისა და უსიამოვნო გამოცდილების მიზეზი.
When searching for delusional ideas, it is useful to begin by asking what might be the reason for other symptoms or unpleasant experiences that the patient has described.
129708.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
მაგალითად, პაციენტი, რომელიც ამბობს, რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა, შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ ის საშინლად გარყვნილი ადამიანია და რომ მას ულპება შინაგანი ორგანოები.
For example, a patient who says that life is no longer worth living may be convinced that he is thoroughly evil and that his internal organs are already rotting away.
129709.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ზოგი პაციენტი მოხერხებულად მალავს საკუთარ ბოდვით იდეებს.
Some patients hide delusions skilfully.
129710.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ინტერვიურმა ყურადღება უნდა მიაქციოს თემისთვის თავის არიდების და თემის შეცვლის ფაქტებს და ნებისმიერ სხვა ნიშნებს, რომლებიც ინფორმაციის დამალვაზე მიუთითებს.
The interviewer needs to be alert to evasions, changes of topic, or other hints that information is being withheld.
129711.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
მას შემდეგ, რაც გამოვავლენთ ისეთ იდეებს, რომლებსაც შეიძლება ბოდვითი ხასიათი ჰქონდეთ, ინტერვიუერმა უნდა გადაწყვიტოს, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი ბოდვის კრიტერიუმებს.
When ideas are revealed that could be delusional, the interviewer needs to determine whether they meet the criteria for a delusion.
129712.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
უპირველეს ყოვლისა, გაარკვიეთ, რამდენად მყარია ეს იდეები.
First, ascertain how strongly these ideas are held.
129713.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
საჭიროა საკმარისი მოთმინება და ტაქტი იმისთვის, რომ ამ პროცესში პაციენტს არ დაუპირისპირდეს.
Achieving this without antagonizing the patient requires patience and tact.
129714.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
თუ ექიმი ცდილობს პაციენტის ბოდვითი იდეების სიმყარის დადგენას საწინააღმდეგო შეხედულებების გამოთქმის გზით, ეს უნდა ხდებოდეს კითხვითი ფორმით და არა არგუმენტაციით.
If the doctor expresses contrary opinions to test the strength of the patient’s beliefs, their manner should be enquiring rather than argumentative.
129715.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
შემდეგ საფეხურზე უნდა გაირკვეს პაციენტის აზრები კულტურით გაპირობებული რწმენებია, თუ ბოდვითი იდეები.
The next step is to decide whether the beliefs are culturally determined convictions rather than delusions.
129716.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ბოდვის ზოგიერთი ფორმა, რომლებიც შიზოფრენიას ახასიათებს, ძნელი ამოსაცნობია.
Some types of delusion, which are characteristic of schizophrenia are difficult to recognize.
129717.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
აზრების გახმოვანების ბოდვა.
Delusions of thought broadcasting.
129718.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
როდესმე ხომ არ გეუფლებათ ისეთი განცდა, რომ სხვებმა იციან თქვენი აზრების შესახებ მაშინაც კი, როდესაც ამაზე ხმამაღლა არ საუბრობთ?
Do you ever feel that other people know what you are thinking, even though you have not spoken your thoughts aloud?
129719.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
აზრების „ჩანერგვის“ ბოდვა.
Delusions of thought insertion.
129720.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
როდესმე ხომ არ გიგრძვნიათ, რომ თქვენს გონებაში არსებული აზრები თქვენ კი არ გეკუთვნით, არამედ გარედანააა ჩანერგილი?
Have you ever felt that some of the thoughts in your mind were not your own but were put there from outside?