მოიძებნა 668043 ჩანაწერი
129921.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
შემანარჩუნებელი ფაქტორები შეიძლება წარმოადგენდეს ხანგრძლივი ზემოქმედების სტრესორებს ან უკავშირდებოდეს იმ საშუალებებს, რომლებითაც პაციენტი ცდილობს სტრესთან გამკლავებას (მაგ., შფოთვის გამომწვევი სიტუაციებისთვის თავის არიდება ან ალკოჰოლის ავადმოხმარება).
Perpetuating factors may be continuing stressors or be related to the way that the patient attempts to cope with stressors (e.g. avoiding anxiety- provoking situations, misusing alcohol).
129922.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
პაციენტის პიროვნული თვისებების შეფასაება მისი ცხოვრების ისტორიისა და ფსიქიკური აშლილობის სრულად შეცნობის ნაწილია.
Appreciation of a patient’s personality is part of the full understanding of their life history and their psychiatric disorder.
129923.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
გარდა იმისა, რომ ამგვარი ინფორმაცია დაგვეხმარება, დავადგინოთ დაავადების ეტიოლოგია, ის სასარგებლოა დაავადების მართვის დაგეგმვისა და პროგნოზირებისთვის.
As well as aiding the aetiological formulation, this knowledge is useful when planning management and predicting outcome.
129924.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ის გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე, თუ რა სახის ფსიქოლოგიური მკურნალობა ჩატარდეს.
It may also influence decisions about psychological treatment.
129925.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
რა სახის მკურნალობაა ნაჩვენები?
What treatment is indicated?
129926.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ეს საკითხები განხილულია შემდეგ თავებში.
These issues are discussed in later chapters.
129927.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
როგორია პროგნოზი?
What is the prognosis?
129928.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
პროგნოზი ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის აშლილობასთან გვაქვს საქმე.
The prognosis depends primarily on the disorder concerned.
129929.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ასევე, ეს დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე (მაგ., მის ასაკზე, სიმპტომების სიმძიმეზე, კომორბიდობაზე და ა. შ.).
It also depends on the individual characteristics of the patient (e.g. their age, severity of symptoms, comorbid conditions, etc.).
129930.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
პაციენტს შეგვიძლია ვუთხრათ, რომ უფრო ზუსტი, გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება შესაძლებელი იქნება უფრო ვრცელი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ.
The patient can be told that more accurate and longer- term prognostic judgements will be possible as further information is obtained.
129931.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
რა დამატებითი ინფორმაციაა საჭირო ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად?
What additional information is needed to answer these questions?
129932.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
პაციენტთა უმრავლესობის გამოკვლევა არ შემოიფარგლება ერთი ინტერვიუთი.
For many patients, assessment is not complete after one interview.
129933.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
გამოკვლევა უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ინტერაქტიული პროცესი, რომლის დროსაც ხდება მიღებული შეხედულებებისა და დასკვნების მუდმივი გადასინჯვა.
Assessment should be viewed as an iterative process in which opinions and conclusions undergo continuing review.
129934.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
მოცემული თავი აღწერითი ხასიათისაა, მასში განიხილება გამოკვლევის დიაგნოსტიკური მიზნები, მაგრამ პრაქტიკაში არ არსებობს განსხვავება გამოკვლევის ამ და სხვა მიზნებს შორის (მაგ., რისკის შეფასება ან რეაქცია მკურნალობაზე).
For descriptive purposes, this chapter focuses on the diagnostic purpose of assessment, but in practice there is no firm distinction between this and the other goals of assessment (e.g. to assess risk, or response to treatment).
129935.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
სხვა საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენს ინფორმაციის შეფასებაზე.
Other issues that affect how the information is evaluated.
129936.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
დაავადება და ავადმყოფობა.
Disease and illness.
129937.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ეს ცნებები, რომლებიც მე-2 თავში იყო შეტანილი, შეხსენებას საჭიროებს.
These concepts were introduced in Chapter 2, but a brief mention is required here.
129938.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
„ავადმყოფობა“ გულისხმობს პაციენტის გამოცდილებას, ხოლო „დაავადება“ კი - ამ გამოცდილების პათოლოგიურ მიზეზებს.
Illness refers to a patient’s experience, and disease refers to the pathological cause of this experience.
129939.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
პაციენტი შეიძლება იყოს დაავადებული, მაგრამ არ განიცდიდეს თავს ავადმყოფად, ან - ავადმყოფად განიცდიდეს თავს, მაგრამ არ აღენიშნებოდეს რაიმე დაავადება.
Patients can be diseased without feeling ill, or feel ill without having an identifiable disease.
129940.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ზოგად მედიცინაში პაციენტები უყვებიან ექიმს თავიანთი ავადმყოფობის შესახებ, ხოლო ექიმები ცდილობენ აღმოაჩინონ ავადმყოფობის გამომწვევი დაავადება.
In general medicine, patients tell doctors about their experience of illness, and doctors seek to discover the disease that is causing the illness.