მოიძებნა 668043 ჩანაწერი
129981.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ნაცვლად იმისა, რომ ჩავწეროთ, „პაციენტი უკეთ გრძნობს თავს“, უმჯობესია, განმარტოთ, რა მხრივ გრძნობს ის უკეთესად თავს (მაგ., ნაკლებადაა შეპყრობილი სუიციდური აზრებით).
Instead of recording merely that the "patient feels better", it is better to record in what ways they feel better (e.g. less preoccupied with thoughts of suicide).
129982.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
აგრეთვე, უნდა ჩაიწეროს ფსიქოთერაპიული ჯგუფის შეხვედრებზე მიღებული დასკვნები.
A note should be made of any information or advice given by the doctor to the patient or their relatives.
129983.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ეს საკმარისი უნდა იყოს იმის დასადგენად, იყო თუ არა პაციენტი სათანადოდ ინფორმირებული, როდესაც ახალ მკურნალობაზე თანხმობას აცხადებდა.
This should be sufficient to make it clear whether the patient was appropriately informed when consenting to any new treatment.
129984.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ფსიქიატრების გარდა, დაავადების მიმდინარეობას აკვირდებიან ექთნები, ოკუპაციური თერაპიისა და კლინიკური ფსიქოლოგიის სპეციალისტები და სოციალური მუშაკები.
Observations of progress of the disease are made not only by psychiatrists but also by nurses, occupational therapists, clinical psychologists, and social workers.
129985.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ხშირად ისინი აწარმოებენ დამოუკიდებელ ჩანაწერებს, მაგრამ სასურველია, რომ ინფორმაციის მნიშვნელოვანი პუნქტები შეტანილ იქნეს ავადმყოფობის ისტორიაში.
They often keep separate notes, but it is desirable that important items of information are written in the medical record.
129986.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
აგრეთვე, უნდა გაკეთდეს ჯგფის წევრების ოფიციალური დისკუსიების ჩანაწერები.
A note should also be kept of formal discussions between members of the team.
129987.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მკაფიოდ განისაზღვროს პაციენტზე შემდგომი ზრუნვის გეგმა მას შემდეგ, რაც იგი საავადმყოფოდან გაეწერება.
It is particularly important to set out clearly the plans made for the patient’s further care on discharge from hospital.
129988.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ეპიკრიზი.
Case summaries.
129989.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ეპიკრიზი, ჩვეულებრივ, სტაციონარული პაციენტებისთვის იწერება.
Case summaries are generally written for inpatients.
129990.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
პირველი ნაწილი ივსება სტაციონარში მოთავსებისთანავე და მასში საწყისი მონაცემებია შეტანილი; მეორე ნაწილი - გაწერისას და მასში მოცემულია ინფორმაცია მიმდინარე პროგრესის შესახებ.
The first part being written soon after admission, to record the initial presentation, and the second part being written at discharge, filling in the current progress.
129991.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
თუმცა, პრაქტიკაში იწერება საბოლოო ეპიკრიზი, რომელშიც შედის ავადმყოფობის ისტორიის უმთავრესი მომენტები.
In practice, however, a single summary covering all of the salient aspects of the illness is often produced.
129992.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ეპიკრიზი უნდა იყოს მოკლე, მაგრამ ამომწურავი; დაწერილი ტელეგრაფული სტილით და სტანდარტული ფორმატის გამოყენებით, რათა გარეშე პირმა ადვილად მოიძიოს ინფორმაციის ცალკეული პუნქტები.
Case summaries should be brief but comprehensive, written in telegraphic style using a standard format, to help other people to find particular items of information.
129993.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
შევსებული ეპიკრიზი, ჩვეულებრივ, ერთი ან ერთ-ნახევარი ნაბეჭდი გვერდია.
A completed case summary should usually need to be one or one-and-a-half typewritten pages.
129994.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ნიმუში მოცემულია ბოქსში 3.3.
An example is given in Box 3.3.
129995.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
შევსებული ეპიკრიზი მნიშვნელოვანი ჩანაწერია, განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როდესაც პაციენტი კვლავ ავად ხდება და მასზე მზრუნველობა სპეციალისტთა სხვა ჯგუფს ეკისრება.
The completed summary will provide a valuable record should the patient become ill again, especially if they are under the care of a different team.
129996.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ეპიკრიზის ზოგიერთი პუნქტი კომენტარს საჭიროებს.
Some of the items in the summary call for comment.
129997.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
კერძოდ, მომართვის მიზეზში დასახელებული უნდა იყოს პრობლემა და არა სავარაუდო დიაგნოზი.
The reason for referral should state the problem rather than anticipate the diagnosis.
129998.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
მაგალითად, „ნაპოვნია აგზნებულ მდგომარეობაში ღამით ხეტიალის დროს, ყვიროდა და ეშმაკს ახსენებდა“.
For example, "found wandering at night in an agitated state, shouting about the devil".
129999.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პიროვნების დახასიათება.
The description of personality is important in this case.
130000.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 3, გამოკვლევა
ეპიკრიზის შემდგენელი უნდა ეცადოს, იპოვოს შესაბამისი სიტყვები და ფრაზები, რომლებიც პიროვნულ მახასიათებლებს გადმოგვცემს.
The writer of summary should strive to find words and phrases that convey personal characteristics.