მოიძებნა 668043 ჩანაწერი
130421.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ფსიქიატრიაში ეტიოლოგიის მიმართ ორგვარი მიდგომა არსებობს.
Psychiatrists are concerned with aetiology in two ways.
130422.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
პირველი ის, რომ ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში ფსიქიატრები ცდილობენ აღმოაჩინონ იმ ფსიქიკური აშლილობის მიზეზები, რომელიც ამა თუ იმ პაციენტს აღენიშნება.
First, in everyday clinical work they try to discover the causes of the mental disorders presented by individual patients.
130423.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მეორეც, ეტიოლოგიის საკითხების ფართო კონტექსტში განხილვისას, აინტერესებთ დაავადებების ეტიოლოგიის შესახებ არსებული ის მონაცემები, რომლებიც კლინიკური, თემში ჩატარებული და ლაბორატორიული გამოკვლევებიდან მიიღება.
Secondly, in seeking a wider understanding of aetiology they are interested in aetiological evidence obtained from clinical studies, community surveys, or laboratory investigations.
130424.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
აქედან გამომდინარე, მოცემული თავის პირველ ნაწილში საუბარია ეტიოლოგიის იმ ზოგად საკითხებზე, რომლებიც დგება კონკრეტული პაციენტების გამოკვლევისას.
Correspondingly, the first part of this chapter deals with some general issues relating to aetiology in the assessment of the individual patient.
130425.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეტიოლოგიის ზოგადი საკითხები.
General issues relating to aetiology.
130426.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეტიოლოგია და ინტუიციური გაგება.
Aetiology and intuitive understanding.
130427.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
როდესაც კლინიცისტი ცალკეულ პაციენტს იკვლევს, იგი ეყრდნობა ეტიოლოგიის შესახებ არსებულ ცოდნას, რომელიც მოცემული პაციენტის მსგავს პაციენტებზე დაკვირვების შედეგად არის მიღებული.
When the clinician assesses an individual patient, he draws on a common fund of aetiological knowledge that has been derived from the study of similar patients.
130428.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგალითად, დეპრესიული პაციენტის გამოკვლევისას, კლინიცისტმა აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ როგორი ფსიქოლოგიური და ნეიროქიმიური ცვლილებები ახლავს თან დეპრესიულ აშლილობას.
For example, when assessing a depressed patient, the clinician should certainly know what has been discovered about the psychological and neurochemical changes that accompany depressive disorders.
130429.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამავე დროს, მას კარგი ინტუიცია უნდა ჰქონდეს, რათა გაითვალისწინოს, რომ მოცემული პაციენტის დეპრესიის მიზეზი მისი მეუღლის ავადმყოფობაა.
At the same time he will need intuitive understanding to take into account, that this particular patient feels depressed because he has learned that his wife is ill.
130430.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ფსიქიატრიაში, დაავადების ეტიოლოგიაზე მსჯელობისას, ამ ტიპის საღი აზრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
Common-sense ideas of this kind are an important part of aetiological formulation in psychiatry.
130431.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგალითად: 38 წლის გათხოვილი ქალის დეპრესიული მდგომარეობა უარესდებოდა 4 კვირის განმავლობაში.
For 4 weeks a 38-year-old married woman became increasingly depressed.
130432.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მასთან სიმპტომებმა სწრაფად იჩინა თავი, მას შემდეგ, რაც ის ქმარმა მიატოვა და უთხრა, რომ მარტო ცხოვრება ერჩივნა.
Her symptoms started soon after her husband left her, saying that he wanted to live by himself.
130433.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
პაციენტის დედასაც ადრე თურმე ორჯერ დასჭირვებია ფსიქიატრიული მკურნალობა:
In the past the patient’s mother had received psychiatric treatment on two occasions.
130434.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ერთხელ მას მძიმე დეპრესიული აშლილობა დაუდგინდა, მეორედ კი - მანია, თუმცა, მის ცხოვრებაში არაფერი მომხდარა ისეთი, რასაც შეეძლო გამოეწვია ეს დაავადებები.
Once for a severe depressive disorder and once for mania; on neither occasion was there any apparent environmental cause for the illness.
130435.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
როდესაც პაციენტი 14 წლის იყო, მამამ ოჯახი მიატოვა და სხვა ქალთან გადავიდა საცხოვრებლად, ბავშვები კი დედასთან დატოვა.
When the patient was 14 years old, her father went away to live with another woman, leaving his children with their mother.
130436.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამის შემდეგ, რამდენიმე წლის მანძილზე პაციენტი უარყოფილად და უბედურად გრძნობდა თავს.
For several years afterwards the patient felt rejected and unhappy.
130437.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
შემდეგ ის დაოჯახდა და ორი შვილი გაუჩნდა, როდესაც იგი ავად გახდა, ისინი 10 და 13 წლისანი იყვნენ.
She later married, and she had two children, aged 13 and 10 years, at the time of her illness.
130438.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
პაციენტი ქმარმა მიატოვა, მაგრამ ორი კვირის შემდეგ ის ოჯახს დაუბრუნდა.
Two weeks after leaving home the patient’s husband returned.
130439.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ცოლს უთხრა, რომ შეცდომა დაუშვა და რომ ნამდვილად უყვარდა იგი.
He said that he had made a mistake and really loved his wife.
130440.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მიუხედავად მისი დაბრუნებისა, პაციენტს სიმპტომები შეუნარჩუნდა და კიდევ უფრო გაუძლიერდა.
Despite his return the patient’s symptoms persisted and worsened.