მოიძებნა 668043 ჩანაწერი
130761.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
შეეცადნენ, დაედგინათ ავადმყოფობის დაწყების ზუსტი თარიღი.
Efforts are made to date the onset of the illness accurately.
130762.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
შეეცადნენ, გამოერიცხათ ისეთი მოვლენები, რომლებიც აშკარად არ იყო დაკავშირებული ავადმყოფობასთან (მაგალითად, სამუშაოს დაკარგვა ცუდად მუშაობის გამო).
Attempts are made to exclude events that are not clearly independent of the illness (for example losing a job because of poor performance).
130763.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მოვლენები დახასიათებულია მათი ბუნების (მაგ., დანაკარგი ან საშიშროება) და სიმძიმის თვალსაზრისით.
Events are characterized in terms of their nature (e.g. losses or threats) as well as their severity.
130764.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მონაცემები შეგროვებულია ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუს გამოყენებით.
Data are collected with a semi- structured interview.
130765.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეს აშკარად შთამბეჭდავი განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გამოდგა 1%-ის დონეზე.
This difference was significant at the 1% level and appears impressive.
130766.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
თუმცა, ამ მონაცემთა ღირებულება ფეიქკელმა შემდეგნაირი გამოთვლების გზით ეჭვქვეშ დააყენა.
But Paykel questioned its real significance on the basis of the following calculation.
130767.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
დეპრესიული აშლილობის სიხშირე ზუსტად არ არის განსაზღვული, მაგრამ, თუ ვივარაუდებთ, რომ ის შეადგენს 6 თვის მანძილზე გამოვლენილი ახალი შემთხვევების 2%-ს, მაშინ 10 000 ადამიანისაგან შემდგარ ჰიპოთეტურ პოპულაციაში, ასეთი ახალი შემთხვევების რაოდენობა 200 იქნება.
The incidence of depressive disorder is not accurately known, but if it is taken to be 2% for new cases over a 6- month period, a hypothetical population of 10,000 people would yield 200 new cases.
130768.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
თუ სოციალური ველიდან გასვლის ფაქტი დადგინდა იმ ადამიანების 5%-თან, რომლებსაც არ განუვითარდათ დეპრესიული აშლილობა, ჰიპოთეტურ პოპულაციაში, გასვლის ფაქტი შეგვხვდებოდა 9800 ადამიანიდან 490-თან, რომლებიც არ წარმოადგენენ ახალ შემთხვევებს.
If exit events occurred for 5% of people who did not become cases of depressive disorder, in the hypothetical population, exit events would occur for 490 of the 9800 people who were not new cases.
130769.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
200 ახალი შემთხვევიდან, ველიდან გასვლა შეგვხვდებოდა 25%-თან.
Among the 200 new cases, exit events would occur for 25%.
130770.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
შესაბამისად, დეპრესიული აშლილობის განსაზღვრისას გაჩენილი ამ განსხვავების დიდი ნაწილი რაიმე სხვა ფაქტორს უნდა მივაწეროთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებისეული მოვლენები ბიძგს აძლევს დეპრესიის განვითარებას, ძირითადად, წინასწარი დისპოზიციის მქონე ინდივიდებთან.
Thus the greater part of the variance in determining depressive disorder must be attributed to something else; that is, life events trigger depression largely in disposed individuals.
130771.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამ მოსაზრებას ლოგიკურად მივყავართ მოწყვლადობისა და დამცავ ფაქტორებთან.
This idea leads us on to the consideration of vulnerability and protective factors.
130772.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გენეტიკური ეპიდემიოლოგიის გამოკვლევებმა სერიოზული წვლილი შეიტანა ცხოვრებისეული მოვლენების შესწავლის საქმეში, აჩვენა რა, რომ უარყოფითი ცხოვრებისეული მოვლენების განცდის ტენდენცია ნაწილობრივ გენეტიკური ფაქტორითაა განპირობებული.
However, at this point it is also worth noting that studies of genetic epidemiology have taken life events research a stage further by showing that the tendency to experience adverse life events is itself partly genetically determined.
130773.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგალითად, ადამიანები გენეტიკურად განსხვავდებიან იმით, თუ რამდენად არიან მიდრეკილნი „აირჩიონ“ ის გარემო, რომელიც მათ უარყოფითი ცხოვრებისეული მოვლენების განცდის უფრო მაღალი რისკის ქვეშ დააყენებს.
For example, individuals differ genetically in their liability to "select" those environments that put them at relatively higher risk of experiencing adverse life events.
130774.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ალაბათ, ეს არის ერთერთი მიდგომა, რომლითაც შეიძლება აიხსნას გენეტიკური მოწყვლადობა დეპრესიის მიმართ.
Presumably this is one way in which the genetic vulnerability to depression may be explained.
130775.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მოწყვლადობის და დამცავი ფაქტორები.
Vulnerability and protective factors.
130776.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ადამიანები ცხოვრებისეულ მოვლენებზე განსხვავებულ რეაქციას სამი მიზეზით იძლევიან.
People may differ in their response to life events for three reasons.
130777.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ჯერ ერთი, ერთსა და იმავე მოვლენას სხვადასხვა ადამიანისათვის შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს მისი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე.
First, the same event may have different meanings for different people, according to their previous experience.
130778.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგალითად, ოჯახთან განშორება შეიძლება უფრო მტკივნეული აღმოჩნდეს იმ ადამიანისათვის, რომელსაც ბავშვობაში განუცდია იგივე.
For example, a family separation may be more stressful to an adult who has suffered separation in childhood.
130779.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამგვარად, უარყოფითმა გამოცდილებამ, რომელიც დროშია დაშორებული უარყოფითი ცხოვრებისეული მოვლენისაგან, შეიძლება განაწყოს ადამიანი იმისაკენ, რომ მას შემდგომში განუვითარდეს ფსიქიკური აშლილობა.
Thus adverse experiences that are remote in time from the adverse life event itself may predispose to the later development of psychiatric disorder.
130780.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
დანარჩენი მიზეზებია ის, რომ გარკვეულმა ამჟამინდელმა ფაქტორებმა შეიძლება გაზარდოს პიროვნების მოწყვლადობა ცხოვრებისეული მოვლენების მიმართ ან დაიცვას იგი მათგან.
The other reasons are that certain contemporary factors may increase vulnerability of person to life events or protect against them.