მოიძებნა 668043 ჩანაწერი
130701.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
კარგად ჩატარებული კლინიკური გამოკვლევა, ალბათ, კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს სათანადო ადგილს ფსიქიატრიულ მეცნიერებაში.
Well-conducted clinical enquiries are likely to retain an important place in psychiatric science for many years to come.
130702.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეპიდემიოლოგია.
Epidemiology.
130703.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეპიდემიოლოგია შეისწავლის კონკრეტული პოპულაციის შიგნით დაავადების განაწილებას დროსა და სივრცეში და, ასევე, იმ ფაქტორებს, რომლებიც ამ სახის განაწილებაზე ზემოქმედებს.
Epidemiology is the study of the distribution of a disease in space and time within a population, and of the factors that influence this distribution.
130704.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მისი ინტერესების სფეროა ადამიანთა ჯგუფები და არა ცალკეული ინდივიდი.
Its concern is with groups of people, not the individual person.
130705.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეპიდემიოლოგიის ცნებები და მეთოდები.
Concepts and methods of epidemiology.
130706.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეპიდემიოლოგიის ძირითადი ცნება არის სიხშირე, ანუ მოცემულ პოპულაციაში შემთხვევათა რაოდენობის თანაფარდობა ადამიანების რაოდენობასთან.
The basic concept of epidemiology is that of rate, or the ratio of the number of instances to the numbers of people in a defined population.
130707.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
შემთხვევა შეიძლება გავიგოთ, როგორც დაავადების ეპიზოდი ან ამჟამად ან წარსულში დაავადებული ადამიანები.
Instances can be understood as an episode of illness, or people who are or have been ill.
130708.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
შეგვიძლია გამოვითვალოთ ან მოცემულ მომენტში არსებული სიხშირე (პოინტ პრევალენცე), ან სიხშირე დროის გარკვეულ ინტერვალში (პერიოდ პრევალენცე).
Rates may be computed on a particular occasion (point prevalence) or over a defined interval (period prevalence).
130709.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეპიდემიოლოგიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამი მეთოდოლოგიური ასპექტი:
Three aspects of method are particularly important in epidemiology:
130710.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
დაავადების განსაზღვრა;
Defining a case;
130711.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ძალიან მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფების ზუსტად განსაზღვრა.
It is essential to define the risk groups accurately.
130712.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეს პოპულაცია შეიძლება მოიცავდეს გარკვეულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს (მაგ., ქვეყანა, კუნძული), ან კიდევ ქვეჯგუფს, რომელშიც ერთი და იმავე ასაკის, სქესის ან სხვა პოტენციურად მნიშვნელოვანი საერთო ნიშნების მქონე ადამიანები შედიან.
Such a population can be all the people living in a limited area (e.g. a country, an island), or a subgroup chosen by age, gender, or some other potentially important defining characteristic.
130713.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ფსიქიატრიაში დაავადების განსაზღვრა ერთ-ერთი ცენტრალური ეპიდემიოლოგიური პრობლემაა.
Defining a case is the central problem of psychiatric epidemiology.
130714.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
შედარებით ადვილია ისეთი მდგომარეობის დადგენა, როგორიცაა დაუნის სინდრომი, მაგრამ ფსიქიატრიული დიაგნოზის სანდოობა დღემდე არადამაკმაყოფილებელია.
It is relatively easy to define a condition such as Down’s syndrome, but until recently the reliability of psychiatric diagnosis has not been satisfactory.
130715.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
დაავადების შემთხვევების გამოსავლენად ორ მეთოდს იყენებენ.
Two methods are used for case finding.
130716.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
პირველი გულისხმობს ყველა იმ შემთხვევის აღრიცხვას, რომელიც სამედიცინო და სხვა სახის ორგანიზაციებისათვის არის ცნობილი (განცხადებული შემთხვევები).
The first is to enumerate all cases known to medical or other agencies (declared cases).
130717.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
გარდა ამისა, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევათა სიხშირეზე მრავალი ცვალებადი ფაქტორი ზემოქმედებს.
Moreover, hospital admission rates are influenced by many variables.
130718.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ექიმების დამოკიდებულება.
Attitudes of doctors.
130719.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წესები და კანონმდებლობა, რომელიც დაკავშირებულია არანებაყოფლობით ჰოსპიტალიზაციას.
Admission policies, and the law relating to compulsory admissions.
130720.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მეორე მეთოდი გულისხმობს განცხადებული და არაგანცხადებული შემთხვევების დადგენას საზოგადოებაში.
The second method is to search for both declared and undeclared cases in the community.