მოიძებნა 668043 ჩანაწერი
130781.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მოსაზრებები ამ ორი ფაქტორის შესახებ ეყრდნობა ბროუნისა და ჰარისის ნაშრომებს.
Ideas about these two factors are based on the work of Brown and Harris.
130782.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ქალებთან მოწყვლადობის ფაქტორებია მცირეწლოვან ბავშვზე ზრუნვის ვალდებულება და უმუშევრობა, ხოლო დაცვას უზრუნველყოფს პიროვნება, რომელსაც შეუძლია მათი პრობლემების გაზიარება.
Among women, vulnerability factors include being responsible for the care of small children and being unemployed, while protection is conferred by having a confidant with whom problems can be shared.
130783.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
დამცავი ფაქტორების ცნება შემოტანილ იქნა ისეთი ფაქტის ასახსნელად, როდესაც ზოგიერთი ადამიანი არ ხდება ავად მძიმე ვითარებაში მოხვედრისას.
The concept of protective factors has been used to explain the fact that some people do not become ill even when they are exposed to severe adversities.
130784.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ოჯახური მიზეზები.
Causes in the family.
130785.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
არსებობს მოსაზრება, რომ ზოგჯერ ფსიქიკური აშლილობა გამოხატავს ოჯახში არსებულ ემოციურ აშლილობას და არა მხოლოდ იმ ადამიანისას, რომელიც მკურნალობას საჭიროებს („იდენტიფიცირებული პაციენტი“).
It has been suggested that some mental disorders are an expression of emotional disorder within a whole family, not just a disorder in the person seeking treatment (the "identified patient").
130786.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური პრობლემები ხშირად აქვთ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს, მათი მნიშვნელობა დაავადების ეტიოლოგიაში აშკარად გაზვიადებულია, რადგან ოჯახის წევრების ემოციური ხასიათის სირთულეები შეიძლება პაციენტის პრობლემების შედეგს წარმოადგენდეს და არა მიზეზს.
Although family problems are also common among people with psychiatric disorder, their general importance in aetiology is almost certainly overstated in this formulation, as emotional difficulties in family members may be the result of the patient’s problems, rather than its cause.
130787.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
გარდა ამისა, შესაძლოა ახლო ნათესავების ემოციური ხასიათის სირთულეები საერთო გენეტიკური მემკვიდრეობით იყოს განპირობებული.
In addition, emotional difficulties in close relatives may result from shared genetic inheritance.
130788.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგალითად, შიზოფრენიის მქონე ბავშვების მშობლებს ახასიათებთ შიზოტიპური პიროვნული აშლილობის გაზრდილი რისკი.
For example, the parents of children with schizophrenia have an increased risk of schizotypal personality disorder.
130789.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
სავარაუდოა, რომ ოჯახურ სირთულეებს შეუძლია უკვე ჩამოყალიბებული აშლილობის მიმდინარეობის შეცვლა.
It seems more likely that family difficulties may modify the course of an established disorder.
130790.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგალითად, ოჯახის წევრებთან „გამოხატული ემოციების“ მაღალი ინტენსივობა ზრდის შიზოფრენიის მქონე პაციენტებთან დაავადების ხელახალი გამწვავების რისკს.
For example, high levels of "expressed emotion" from family members increase the risk of relapse in patients with schizophrenia.
130791.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მიგრაცია.
Migration.
130792.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
საცხოვრებლად გადასვლა სხვა ქვეყანაში ან იმავე ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე ისეთი ცხოვრებისეული ცვლილებაა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ფსიქიკური აშლილობების გამომწვევ მიზეზად.
Moving to another country, or even to an unfamiliar part of the same country, is a life change that has been suggested as a cause of mental disorder.
130793.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
სელექციური მიგრაცია.
Selective migration.
130794.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ისეთი დაავადების ადრეულ ეტაპზე, როგორიცაა, მაგალითად, შიზოფრენია, მიგრაციის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარ სამშობლოში სოციალური კონტაქტების შენარჩუნებას.
People in the early stages of an illness such as schizophrenia may migrate because of failing social relationships in their country of origin.
130795.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მიგრაციის პროცესი.
Process of migration.
130796.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მიგრაციის პროცესთან დაკავშირებულმა მოვლენებმა (ფიზიკური და ემოციური ტრავმა, მოლოდინის გახანგრძლივებული პერიოდი, გამოფიტვა, სოციალური დეპრივაცია, იზოლაცია) შეიძლება გამოიწვიოს სტრესთან დაკავშირებული რამდენიმე სახის აშლილობა.
Events relating to the process of migration itself (physical and emotional trauma, prolonged waiting periods, exhaustion, and social deprivation and isolation) may cause several kinds of stress- related disorder.
130797.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მიგრაციის შემდგომი ფაქტორები.
Post-migration factors.
130798.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მიგრაციის შემდეგ ხდება მრავალი ფაქტორის აქტივაცია, რამაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ფსიქიკური აშლილობის განვითარების რისკზე.
Many factors come into play after migration that could influence the risk of developing mental disorder.
130799.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
აკულტურაციის დროს ხდება ტრადიციული კულტურალური სტრუქტურების რღვევა, რაც იწვევს თვითშეფასების დაქვეითებას და სოციალური მხარდაჭერის დაკარგვას.
In acculturation, the breakdown of traditional cultural structures results in loss of self-esteem and social support.
130800.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
სტრესი და დეპრესია შეიძლება გამოიწვიოს განსხვავებამ ასპირაციის დონესა და რეალურ მიღწევას შორის.
Disparities between aspiration and real achievement may also cause stress and depression.