მოიძებნა 668043 ჩანაწერი
130721.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
პირველ ეტაპს მოსდევს პოტენციური შემთხვევების კლინიკური გამოკვლევა სტანდარტული ფსიქიატრიული ინტერვიუს გამოყენებით.
First stage is followed by clinical examination of potential cases with a standardized psychiatric interview.
130722.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის მიზნები.
Aims of epidemiological enquiries.
130723.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ფსიქიატრიაში ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ პასუხი უნდა გასცეს სამ ძირითად კითხვას:
In psychiatry, epidemiological research attempts to answer three main kinds of question:
130724.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
როგორია ფსიქიკური აშლილობის გავრცელების სიხშირე მოცემულ რისკ-ჯგუფში?
What is the prevalence of psychiatric disorder in a given population at risk?
130725.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
რომელია ფსიქიკური აშლილობის კლინიკური და სოციალური კორელატები?
What are the clinical and social correlates of psychiatric disorder?
130726.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
რომელი ფაქტორები შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ეტიოლოგიური თვალსაზრისით?
What factors may be important in aetiology?
130727.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგალითად, ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სუიციდის რისკი გაზრდილია გარკვეული მახასიათებლების მქონე ხანში შესულ მამაკაცებთან.
For example, epidemiological studies have shown that the risk of suicide is increased in elderly men with certain characteristics.
130728.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამ კატეგორიის მამაკაცები, ჩვეულებრივ, მარტო ცხოვრობენ, ავად მოიხმარენ ნარკოტიკებს ან ალკოჰოლს, აღენიშნებათ ფსიქიკური აშლილობა და სუიციდის ოჯახური ანამნეზი.
Men in this category usually live alone, they are misusing drugs or alcohol, suffering from mental illness, and having a family history of suicide.
130729.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
გარემოში არსებული მიზეზები.
Causes in the environment.
130730.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეპიდემიოლოგიური კვლევის ობიექტია პრედისპოზიციური და პრეციპიტატული ფაქტორები, ასევე, მისი ინტერესების სფეროში შედის ფსიქიკური დაავადების პიროვნული და სოციალური კორელატების ანალიზი.
Epidemiological studies of aetiology have been concerned with predisposing and precipitating factors, and with the analysis of the personal and social correlates of mental illness.
130731.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
პრედისპოზიციური ფაქტორებიდან მემკვიდრეობითობის ზეგავლენას შეისწავლიან ოჯახების, ტყუპებისა და ნაშვილები პირების კვლევის მეშვეობით, რაც გენეტიკისადმი მიძღვნილ ქვეთავშია განხილული.
Among predisposing factors, the influence of heredity has been examined in studies of families, twins, and adopted people, as described below in the section on genetics.
130732.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
დედის ასაკის ზეგავლენა დაუნის სინდრომით დაავადების რისკზე და ადრეულ ბავშვობაში მშობლის დაკარგვის ეფექტი.
The influence of maternal age on the risk of Down’s syndrome, and the psychological effects of parental loss during childhood.
130733.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
პრეციპიტატული ფაქტორების შემსწავლელი გამოკვლევები სწავლობს ცხოვრებისეულ მოვლენებს, რაც განხილულია ქვეთავში, რომელიც სოციალურ მეცნიერებებს ეძღვნება.
Studies of precipitating factors include life-events research, which is described below in the section on the social sciences.
130734.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეტიოლოგიის მიმართ ეპიდემიოლოგიური მიდგომის მაგალითია გამოკვლევები, რომლებიც იძიებს კორელაციას გარემო ფაქტორებსა და ფსიქიკურ აშლილობას შორის.
Epidemiological approaches to aetiology can be illustrated by the results of studies of environmental correlates of mental disorders.
130735.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგალითად, ცნობილია, რომ შიზოფრენია უფრო გავრცელებულია ქალაქში (განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალური ნაწილის იმ რაიონებში, სადაც მდგომარეობა ნაკლებად სახარბიელოა).
For example, it has been apparent that schizophrenia is more common in the city, particularly in disadvantaged inner city areas.
130736.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეს ფაქტი ან ეტიოლოგიური თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, ან წარმოადგენს იმის შედეგს, რომ შიზოფრენიის განვითარების ადრეულ ეტაპზე ადამიანები იზოლაციაში ყოფნას ამჯობინებენ.
This fact could be of aetiological importance or it could be a consequence of the experience of schizophrenia, with people in the early stages of illness isolating themselves.
130737.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ფსიქოზის გავრცელების ხარისხი აჩვენებს წრფივ კორელაციას ურბანიზაციის ხარისხთან.
The prevalence of psychosis increased linearly with the degree of urbanicity.
130738.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
როგორც ეს მოსალოდნელი იყო, გამოიკვეთა კიდევ ერთი ძლიერი და დამოუკიდებელი ფაქტორი - ფსიქოზის ოჯახური ისტორია, რომელიც ზემოქმედებს ფსიქოზის განვითარების რისკზე.
As expected, there was, in addition, an independent and highly significant influence of a family history of psychosis on the risk of an individual developing psychosis.
130739.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ ურბანიზაცია ბევრად უფრო მეტად ზრდის ფსიქოზის განვითარების რისკს ფსიქოზის ოჯახური ისტორიის მქონე ინდივიდებთან, ვიდრე იმ პირებთან, რომლებსაც ასეთი ისტორია არ აქვთ.
Further analysis showed that the effect of urbanicity on increasing the risk of psychosis was much greater in individuals with a family history of psychosis than in those without such a history.
130740.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეს მონაცემები გენებსა და გარემოს შორის არსებულ მნიშვნელოვან ურთიერთკავშირებზე მიუთითებს: ურბანიზაციის უარყოფითი ეფექტი (გარემოს ეფექტი) განსაკუთრებით აისახება იმ ინდივიდებზე, რომელთაც ახასიათებთ გენეტიკური პრედისპოზიცია ფსიქოზის მიმართ.
These findings suggest an important interaction between genes and environment, such that the adverse environmental effects of urbanicity are expressed particularly in individuals with a genetic predisposition to psychosis