მოიძებნა 668043 ჩანაწერი
130801.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ბოლოს, იმიგრანტები შეიძლება აღმოჩნდნენ უცხო ვირუსების ზემოქმედების ქვეშ, რამაც, შესაძლოა, თავის მხრივ, იმოქმედოს ემბრიონის განვითარებაზე და განაპირობოს ფსიქიკური აშლილობის აღმოცენება შემდეგ თაობაში.
Finally, immigrants may be exposed to unfamiliar viruses, which could conceivably affect intrauterine development and predispose to psychiatric disorder in the next generation.
130802.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ცნობილია, რომ ზოგიერთ ეთნიკურ ჯგუფში იმიგრაცია დაკავშირებულია ფსიქოზის უფრო მაღალ სიხშირესთან, მაგრამ ამის მექანიზმი არ არის ცნობილი.
It is fairly well established that immigration is associated with higher rates of psychosis in several ethnic groups, but the mechanisms involved are unclear.
130803.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
იმიგრაციის გავლენა სხვა ფსიქიკურ აშლილობებზე ნაკლებ თანმიმდევრულია.
The effects of immigration on other psychiatric disorders are less consistent.
130804.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ზოგ ჯგუფში აღინიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, შედარებით ადგილობრივ პოპულაციასთან.
Some groups experience a relative improvement in mental health compared with their native populations.
130805.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
აშკარაა, რომ ლტოლვილებში, რომლებმაც დევნას დააღწიეს თავი, აღინიშნება უფრო გამოკვეთილი, სტრესტთნ დაკავშირებული სიმპტომატოლოგია.
Clearly, refugees who have fled persecution are likely to have elevated rates of stressrelated symptomatology.
130806.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მრავალ ლტოლვილს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები.
Many refugees have symptoms of post- traumatic stress disorder.
130807.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ექსპერიმენტული და კლინიკური ფსიქოლოგია.
Experimental and clinical psychology.
130808.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ფსიქიკური აშლილობების ეტიოლოგიის მიმართ ფსიქოლოგიური მიდგომა შემდეგი თავისებურებებით ხასიათდება:
The psychological approach to psychiatric aetiology has the following characteristic features:
130809.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამ შეხედულებას ისეთ კვლევასთან მივყავართ, რომელიც ცდილობს, ფსიქიატრიული ანომალიები ახსნას ნორმალური ქცევის განმსაზღვრელი პროცესებით.
This idea leads to investigations that attempt to explain psychiatric abnormalities in terms of processes that determine normal behaviour.
130810.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
პიროვნებისა და გარემოს ურთიერთქმედება.
Interaction between the person and their environment.
130811.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ფსიქოლოგიური მიდგომა იმით განსხვავდება სოციალურისაგან, რომ მას ნაკლებად აინტერესებს გარემოს ცვლადები და უფრო მეტადაა ფოკუსირებული იმაზე, თუ როგორ გადაამუშავებს ადამიანი გარემოდან და საკუთარი სხეულიდან მომდინარე ინფორმაციას.
The psychological approach differs from the social approach in being concerned less with environmental variables and more with the person’s ways of processing information that is coming from the external environment and from their own body.
130812.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ფსიქოლოგები არ განიხილავენ ქცევას, როგორც დაავადების შინაგანი პროცესის შედეგს; ისინი ვარაუდობენ, რომ ქცევის შენარჩუნება ხდება დაძლევის ანომალიური მექანიზმების წყალობით, როგორიცაა, მაგალითად, შფოთვის შემცირების მიზნით განრიდების სტრატეგიის გამოყენება.
Psychologists are less likely to regard behaviour as resulting from internal disease processes, and more likely to assume that persisting behavioural problems are maintained by unhelpful coping mechanisms for example by anxiety- reducing avoidance strategies.
130813.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ნეიროფსიქოლოგია.
Neuropsychology.
130814.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ნეიროფსიქოლოგიასა და ბიოლოგიურ ფსიქიატრიას საერთო საფუძველი აქვს, რადგან ორივე ცდილობს ფსიქოლოგიური ფენომენების ნეირობიოლოგიური სუბსტრატების იდენტიფიცირებას.
Neuropsychology share common ground with biological psychiatry in attempting to identify the neurobiological substrates for psychological phenomena.
130815.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამისათვის სხვადასხვა მეთოდოლოგია გამოიყენება, მაგრამ, საბოლოო მიზანია ფსიქოპათოლოგიის ნეირომეცნიერების კონტექსტში გაგება.
Various methodologies are employed for this, but the aim is to understand psychopathology in the context of brain science.
130816.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგალითად, ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები გვიჩვენებს, რომ შიშის ფენომენში გადამწყვეტ როლს ამიგდალა თამაშობს.
For example, animal experimental models have shown that there is a crucial role for the amygdala in fear conditioning.
130817.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
რადგან ამიგდალა თალამუსთან არის დაკავშირებული, მის აქტივაციას ახდენს საფრთხის შემცველი სტიმული.
Because of its connections to the thalamus, the amygdala is activated by threatening stimuli.
130818.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამიგდალას შეუძლია შიშის ავტონომიური რეაქციის გამოწვევა საფრთხის გაცნობიერებამდე.
Amygdala can produce autonomic fear responses before there is any conscious awareness of threat.
130819.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეს სქემა ტრავმულ გამოცდილებასთან დააკავშირა ლე დუქსმა, რისთვისაც მან დაუშვა ორივე სისტემაში დისბალანსის არსებობის შესაძლებლობა - როგორც ემოციური მეხსიერების იმპლიციტურ (არაცნობიერ) სისტემაში (რომელიც მოიცავს თალამუსსა და ამიგდალას), ისე მეხსიერების ექსპლიციტურ (ცნობიერ) დეკლარაციულ სისტემაში (რომელიც საფეთქლის წილსა და ჰიპოკამპს მოიცავს).
LeDoux has related this circuitry to traumatic experience by proposing an imbalance between the implicit (unconscious) emotional memory system involving the thalamus and amygdala and the explicit (conscious) declarative memory system in the temporal lobe and hippocampus.
130820.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია იმ ინდივიდების შესწავლით, რომელთაც აღენიშნებათ თავის ტვინის ზიანება.
Valuable information may be gained from subjects who have suffered brain lesions.