მოიძებნა 668043 ჩანაწერი
130861.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგალითად: „როდესაც მე დიდხანს ვსეირნობდი სხვისი დახმარების გარეშე“.
For example: "when I used to go for long walks by myself".
130862.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
გასულ კვირას, ლეითონის ტყეში ვსეირნობდი ჩემს ოჯახთან ერთად.
I went for a walk in Leighton Forest last Sunday with my family’
130863.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მოგონებათა აღდგენის ზედმეტად განზოგადებული სტილი დაკავშირებულია უარყოფითი ცხოვრებისეული მოვლენების ისტორიასთან, ასევე, შესაძლებელია, პრობლემის გადაჭრის უნარის დაქვეითებასთან.
This over-generalized style of memory recall is associated with a history of negative life events, and might also be linked to impaired problem- solving ability.
130864.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
როგორც უკვე აღინიშნა, იზრდება ინტერესი იმის მიმართ, თუ რა სახით მონაწილეობს ექსპლიციტურ დეკლარაციული და იმპლიციტურ ემოციური მეხსიერება ტრავმული გამოცდილების გადამუშავებაში.
As noted above, there is increasing interest in how explicit declarative and implicit emotional memories might be involved in the processing of traumatic experiences.
130865.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
გამოთქმულია ვარაუდი, რომ ძლიერი ტრავმული მოვლენების დროს, ექსპლიციტური მეხსიერება შედარებით ბუნდოვანია, ხოლო იმპლიციტური (არაცნობიერი ემოციური მეხსიერება) - ცხადი.
It has been suggested that, during highly traumatic events, explicit memory of the event is relatively obscure whereas implicit (unconscious emotional memory) is vivid.
130866.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამან შეიძლება გამოიწვიოს ავტომატური ინტრუზიები და ექსპლიციტური მეხსიერების დაქვეითება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დროს.
This could give rise to the automatic intrusions and decreased explicit memory that are seen in posttraumatic stress disorder.
130867.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
რწმენები და მოლოდინები.
Beliefs and expectations.
130868.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ინფორმაციის გადამუშავების მოდელის თანახმად, რეაქციას ინფორმაციაზე (ემოციური სახის რეაქციის ჩათვლით) განსაზღვრავს რწმენები და მოლოდინები.
The information processing model also predicts that responses to information, including emotional responses, are determined by beliefs and expectations.
130869.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეს თვალსაზრისი გულიხმობს, რომ ყოველი ინდივიდის ქცევას წარმართავს მისი რწმენები და რომ ფსიქოპათოლოგია ესაა საკუთარ თავთან და სამყაროსთან დაკავშირებული რწმენების შინაარსის შეცვლა.
This idea proposes that behaviour of all individuals is guided by their beliefs, and that psychopathology is associated with altered content of beliefs about the self and the world.
130870.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
კოგნიტური ფსიქოლოგია ამტკიცებს, რომ ასეთი რწმენები სქემებად არის ორგანიზებული.
Cognitive psychology assumes that such beliefs are organized into schemas.
130871.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
სხვადასხვა სახის ფსიქოპათოლოგიასთან მიმართებაში სქემები მნიშვნელოვან თვისებებს ავლენს.
Schemas have important properties in relation to different kinds of psychopathology.
130872.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ისინი ზემოქმედებენ ინფორმაციის გადამუშავებაზე, ცნობიერ აზროვნებაზე, ემოციებსა და ქცევაზე.
They influence information processing, conscious thinking, emotion, and behaviour.
130873.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მიუხედავად იმისა, რომ რწმენები არ ექვემდებარება უშუალო ინტროსპექციას, შესაძლებელია მათი შინაარსის ვერბალური რეკონსტრუქცია (რასაც უწოდებენ დაშვებებს ან რწმენებს).
Although not necessarily accessible to direct introspection, their content can usually be reconstructed in verbal terms (known as assumptions or beliefs).
130874.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებში, ეს რწმენები დისფუნქციურია, ეწინააღმდეგება უარყოფას და გარკვეულ როლს თამაშობს აშლილობის ეტიოლოგიასა და, ასევე, მის შენარჩუნებაში.
In patients with psychiatric disorders, these beliefs are dysfunctional, resistant to refutation, and play a part in the aetiology and maintenance of the disorder.
130875.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ზემოთხსენებული იდეები გამოიყენეს კოგნიტური თერაპიის შექმნისას.
Above mentioned ideas have been used in the development of cognitive therapy.
130876.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგალითად, ექსპერიმენტული კვლევით დადგინდა, რომ პანიკური აშლილობის მქონე პაციენტებს აქვთ მოლოდინი, რომ სენსორული ინფორმაცია აჩქარებული გულისცემის შესახებ გულის შეტევის მომასწავებელია.
For example, experimental work has shown that patients with panic disorder have expectations that sensory information about rapid heart action predicts an imminent heart attack.
130877.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეს მოლოდინი, ამგვარი სენსორული ინფორმაციის მიღებისას იწვევს შფოთვას, რასაც, თავის მხრივ, მოსდევს გულისცემის აჩქარება.
This expectation results in anxiety when the information is received, with the result that the heart rate accelerates further.
130878.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამ მოლოდინების შეცვლა ასუსტებს პანიკის შეტევას.
Changing these expectations can help alleviate panic attacks.
130879.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეთოლოგია და ევოლუციური ფსიქოლოგია.
Ethology and evolutionary psychology.
130880.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მრავალი ფსიქოლოგიური გამოკვლევა გულისხმობს ქცევაზე რაოდენობრივი ხასიათის დაკვირვების წარმოებას.
Many psychological studies involve quantitative observations of behaviour.