მოიძებნა 668043 ჩანაწერი
130881.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
რთული ქცევა იყოფა უფრო მარტივ კომპონენტებად და სისტემტურ დათვლას ექვემდებარება.
Complex behaviour is divided into simpler components and counted systematically.
130882.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
აღირიცხება რეგულარული თანმიმდევრობები და ადამიანების ურთიერთქმედება (მაგ., ურთიერთქმედება დედასა და ჩვილობის ასაკში მყოფი შვილის).
Regular sequences are noted as well as interactions between individuals (e.g. between a mother and her infant).
130883.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამგვარ მეთოდებს მიმართავდნენ იმ ეფექტის შესასწავლად, რაც მოჰყვებოდა პრიმატებში ჩვილის დედასთან განშორებას.
Such methods have been used to study the effects of separating infant primates from their mothers.
130884.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
შემდეგ, პრიმატების ამ ქცევას ადარებდნენ ჩვილი ბავშვის ქცევას, რომელიც დედისაგან იყო მოწყვეტილი.
Then they compare this primate behaviour with that of human infants separated from their mothers.
130885.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
უფრო გვიანდელ ეთოლოგიურ კვლევებში გამოიყენეს ევოლუციური ფსიქოლოგიის მიღწევები, რათა განესაზღვრათ ნორმალური და პათოლოგიური ქცევა ევოლუციის კონტექსტში.
More recent applications of ethology have used insights from the field of evolutionary psychology to understand both normal and abnormal behaviour in an evolutionary context.
130886.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამგვარად ცდილობდნენ ზოგიერთი ქცევის ევოლუციური ადაპტაციით ახსნას.
In this way they tried to explain some of the behavior by evolutionary adaptation.
130887.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგალითად, რადგან დეპრესიული მდგომარეობა გავრცელებული მოვლენაა ადამიანთა საზოგადოებაში, საკითხავია, თუ რა არის მისი ადაპტაციური ფუნქცია.
For example, because depressive states are ubiquitous in human societies, it is reasonable to ask what their adaptive function may be.
130888.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, დეპრესია შეიძლება ასახავდეს სუბორდინაციის ფორმას ცხოველებში, რომელთაც დაკარგეს ადგილი სოციალურ იერარქიაში.
One suggestion is that depression may reflect a form of subordination in animals who have lost rank in a social hierarchy.
130889.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ბრძოლაში ჩართვის ნაცვლად, რაც შეიძლება მარცხით დამთავრდეს, დეპრესიაში მყოფი ინდივიდი განერიდება სიტუაციას და ემოციურ რესურსებს სხვა დღისთვის ინახავს.
Rather than fighting a losing battle, the depressed individual withdraws and conserves their emotional resources for another day.
130890.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამ მოსაზრების ექსპერიმენტით შემოწმება ადვილი არ არის, მაგრამ მის საფუძველზე შეიძლება წარმოიშვას ჰიპოთეზა მოცემულ პროცესში მონაწილე ცერებრული მექანიზმების შესახებ.
Such ideas are not readily testable experimentally, but can give rise to hypotheses concerning possible brain mechanisms.
130891.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ერთ-ერთი თეორიული სირთულე არის ის, რომ ფსიქიკური აშლილობები ხშირად წარმოადგენს არაადაპტაციურ ქცევას.
One theoretical difficulty is that psychiatric disorders often appear to represent non-adaptive behaviours.
130892.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ვოლპერტს ანალოგიისთვის მოჰყავს ავთვისებიანი სიმსივნის მაგალითი, რომლის დროსაც უჯრედების პათოლოგიური გამრავლების შედეგები აშკარად არაადაპტაციური და საზიანოა ინდივიდისათვის.
For example Wolpert has drawn an analogy with cancer, in which the consequences of abnormal cell growth are clearly maladaptive and injurious to the individual.
130893.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
როგორც ავთვისებიანი სიმსივნე შეიძლება ჩაითვალოს უჯრედების გაყოფის ნორმალური პროცესის დარღვევად, ისე დეპრესიაც შეიძლება მივიჩნიოთ ნორმალური ემოციის დარღვევად.
As cancer can be regarded as normal cell division "gone wrong", so depression might be normal emotion "gone wrong".
130894.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამ პოზიციიდან გამომდინარე, საკითხი ის კი არ არის, თუ რაში მდგომარეობს ანომალიური ქცევის ადაპტაციური ღირებულება, არამედ ის, თუ რა წარმოადგენს იმ ნორმალური ქცევის ადაპტაციურ ღირებულებას, რომელთანაც დაკავშირებულია პათოლოგიური მდგომარეობა.
From this viewpoint the question is not what is the adaptive value of the abnormal behaviour, but rather what is the adaptive value of the normal behaviour to which the abnormal state is related.
130895.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ტყუპების გამოკვლევა.
Twin studies.
130896.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ტყუპების შესწავლისას მკვლევარი ცდილობს, ერთმანეთისაგან განაცალკეოს გენეტიკური და გარემო ფაქტორების ზეგავლენა კონკორდანტობის ხარისხის ურთიერთშედარებით მონოზიგოტურ და დიზიგოტურ ტყუპებში.
In twin studies the investigator seeks to separate genetic and environmental influences by comparing rates of concordance in monozygotic and izygotic twins.
130897.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
თუ ფსიქიკური აშლილობის კონკორდანტობის მაჩვენებელი, დიზიგოტურთან შედარებით, უფრო მაღალია მონოზიგოტურ ტყუპებში იგულისხმება, რომ ეს გენეტიკური კომპონენტითაა განსაზღვრული.
If concordance for a psychiatric disorder is higher in MZ twins than in DZ twins, a genetic component is presumed..
130898.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
რაც უფრო დიდია განსხვავება კონკორდანტობის მაჩვენებლებს შორის მით უფრო ძლიერია მემკვიდრეობითი ფაქტორი.
The greater the difference in concordance, the greater the heritability
130899.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მიუხედავად იმისა, რომ ამას დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ ეპიდემიოლოგიაში, მათი უკრიტიკოდ მიღება არ შეიძლება, რადგან ეს კვლევები ემყარება გარკვეულ დაშვებებს, რომელთა მონახაზი მოცემულია ბოქსში 5.3.
Despite their key role in genetic epidemiology, these should not be accepted uncritically, as they make several assumptions, which are outlined in Box 5.3.
130900.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამისათვის გამოიყენება სამი ძირითადი სქემა:
Three main schemes are used for this: