მოიძებნა 668043 ჩანაწერი
130941.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეს ფერმენტი ფუნქციონირებს, როგორც მაღალაქტიური, ისე დაბალაქტიური ფორმით.
This enzyme functions as a high- activity form and a low-activity form.
130942.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაღალაქტიური ალელი ჩართავს ვალინს (ვალ-კომტ), დაბალაქტიური ალელი კი – მეთიონინს (მეთიონინ-კომტ).
The high-activity allele encodes valine (Val-COMT) and the low- activity allele encodes methionine (Met-COMT).
130943.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეგანმა აჩვენა, რომ (ვალინ-კომტ)-ის მქონე სუბიექტებს, ახასიათებთ ნაკლებაქტიური პრეფრონტალური ქერქი, ვიდრე (მეთიონინ-კომტ)-ის მქონე ადამიანებს.
Egan showed that subjects with Val-COMT had a less efficient prefrontal cortex, compared with Met-COMT subjects.
130944.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
5-HT ტრანსპორტერი გენი და დეპრესია.
5-HT transporter gene and depression.
130945.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეს გენი შეიცავს პოლიმორფიზმს.
This gene contains a polymorphism.
130946.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეს პოლიმორფიზმი, ზემოთ აღწერილი მაგალითებისგან ორი ნიშნით განსხვავდება.
The polymorphism is unlike the above examples in two ways.
130947.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ის არ არის მაკოდირებელი, ანუ იგი ვერ ცვლის ამინომჟავათა თანმიმდევრობას ცილაში.
It is non-coding (i.e. it does not change the amino acid sequence of the protein).
130948.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ის არის არა ერთეული ნუკლეოტიდის პოლიმორფიზმი, არამედ სიგრძეების პოლიმორფიზმი.
It is not an SNP, but is a polymorphism in the length.
130949.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ორი ალელიდან ერთს უწოდებენ მოკლეს (S), მეორეს კი - გრძელს (L).
The two alleles being called short (S) and long (L).
130950.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ბიოქიმიური გამოკვლევები.
Biochemical studies.
130951.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ბიოქიმიური კვლევები შეიძლება მიმართული იყოს ან დაავადების გამომწვევ მიზეზებზე, ან დაავადების გამოვლენის მექანიზმებზე.
Biochemical studies can be directed either to the causes of diseases or to the mechanisms by which disease produces its effects.
130952.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ბიოქიმიური გამოკვლევის მეთოდები საკმაოდ მრავალრიცხოვანია და ამდენად, შეუძლებლად მიგვაჩნია ყველა მათგანის აქ განხილვა ვვარაუდობთ რა, რომ მკითხველი ინფორმირებულია მათ შესახებ.
The methods of biochemical investigation are too numerous, thus impossible to consider here, and it is assumed that the reader has some knowledge of them.
130953.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ზემოთ თქმულიდან ნათელია, რომ მოლეკულურ გენეტიკაში ჩატარებული გამოკვლევების მასშტაბის გაფართოებას დიდად შეუწყო ხელი ბიოქიმურ დონეზე გარკვეული ანომალიების არსებობამ, რაც განასხვავებს ერთმანეთისაგან კონკრეტული ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებს.
It will be clear from the above account that the scope for molecular genetic studies is greatly enhanced by the presence of a biochemical abnormality that reliably distinguishes patients with a particular psychiatric disorder.
130954.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ასეთი ანომალიების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდებოდა, თუკი ისინი დაავადების ეტიოლოგიასა და პათოფიზიოლოგიაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებდნენ.
The value of such an abnormality would be greater still if the biochemical abnormality concerned played a significant role in the cause of the illness or its pathophysiology.
130955.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ფსიქიკურ აშლილობასთან დაკავშირებული ბიოქიმიური ცვლილებები უმეტეს შემთხვევაში შეუსწავლელია.
The biochemical changes associated with most psychiatric disorders remains unknown.
130956.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ცოცხალ თავის ტვინზე ბიოქიმიური გამოკვლევების ჩატარების სირთულე.
The difficulty of investigating the biochemistry of the living human brain.
130957.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მეტიც, რადგან ფსიქიკურ აშლილობათა უმეტესობა არ იწვევს სიკვდილს (გარდა სუიციდისა), გვამური მასალა ძნელად მოსაპოვებელია (ხანდაზმულების გამოკლებით).
Moreover, because most psychiatric disorders do not lead to death (other than by suicide), post-mortem material is not widely available except among the elderly.
130958.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მკვლევარები იყენებენ მრავალ არაპირდაპირ მეთოდს, მათ შორის, პერიფერიული ქსოვილების, თავზურგტვინის სითხის (თზს), სისხლის უჯრედებისა და შარდის გამოკვლევას.
Researchers have adopted a variety of indirect methods involving sampling of peripheral tissues, cerebrospinal fluid (CSF), blood cells, and urine.
130959.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეს გამოკვლევები ადვილი ჩასატარებელია, მაგრამ მათი ინტერპრეტაცია ხშირად რთულია.
These studies, although more feasible to carry out, but always difficult to interpret.
130960.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაგალითად, თავზურგტვინის სითხეში ნეიროტრანსმიტერთა და მეტაბოლიტების კონცენტრაციის კავშირი ფუნქციურად აქტიურ ნეიროტრანსმიტერებთან თავის ტვინში.
For example, concentrations of neurotransmitters and their metabolites in lumbar CSF have a relationship to the corresponding functionally active neurotransmitter in the brain.