მოიძებნა 668043 ჩანაწერი
132081.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
როგორც წესი, ფსიქიატრი პაციენტს ყველაზე მძიმე პრობლემების დაძლევაში ეხმარება.
Generally, the psychiatrist has a role in treating only the more severe problems.
132082.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
უპირველეს ყოვლისა, ხდება ცუდი ადაპტაციის მქონე პაციენტების იდენტიფიკაცია.
The first step is to identify patients who are adjusting badly.
132083.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
ამას, ჩვეულებრივ, აკეთებს პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც სომატურ დაავადებებზე მუშაობს.
This is generally done by the professional staff who are managing the physical illnesses.
132084.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
გუნებ-განწყობის აშლილობები პროგრესის შენელების გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს.
Mood disorders are a common cause of slow progress.
132085.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
ჩვეულებრივ, პაციენტის ოჯახის ერთ-ორი წევრისგან უნდა მოვიპივოთ ინფორმაცია პრობლემებთან და ავადმყოფობასთან პაციენტის ადაპტაციის შესახებ.
Generally, one or more members of the family should be interviewed to obtain information about the patient’s previous adjustment to problems and illness.
132086.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
ზოგიერთი პაციენტი მედიკამენტურ მკურნალობას საჭიროებს, მაგრამ უმრავლესობისთვის უფრო მიზანშეწონილია კონსულტაციის ჩატარება.
Some patients require medication, but for many counselling is more appropriate.
132087.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
ადაპტაცია ლეტალურ დაავადებასთან.
Adjustment to terminal illness.
132088.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
ემოციური რეაქციების განმსაზღვრელი ფაქტორებია პაციენტის პიროვნული მახასიათებლები და იმ მხარდაჭერის სიძლიერე და ხარისხი, რომელსაც ის ოჯახის წევრებისგან, მეგობრების ან მომვლელებისგან იღებს.
Determinants of emotional reactions include the patient’s personality, and the amount and quality of support from family, friends, and carers.
132089.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
ცხადია, ემოციური რეაქციები უფრო დამახასიათებელია ახალგაზრდა მომაკვდავი პაციენტებისთვის, ვიდრე ხანდაზმულებისთვის.
Understandably, emotional reactions are more common among young dying patients than among the elderly.
132090.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
შფოთვას შეიძლება იწვევდეს ძლიერი ტკივილი, ფიზიკური დამახინჯების ან შეუკავებლობის განვითარების მოლოდინი.
Anxiety may be provoked by the prospect of severe pain, disfigurement, or incontinence.
132091.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
ოჯახის წევრები და მომვლელები, პაციენტის შფოთვის შემსუბუქების მიზნით, ზოგჯერ მალავენ მის რეალურ მდგომარეობას.
Families and carers sometimes try to spare the patient anxiety by concealing the truth about the condition.
132092.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
რადგან მათმა უმრავლესობამ იცის საკუთარი დიაგნოზი, მისი დამალვის მცდელობა მხოლოდ აძლიერებს შიშს.
Since most patients become aware of the diagnosis, attempts at concealment only serve to increase their fear.
132093.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
დეპრესია.
Depression.
132094.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
დეპრესია შეიძლება გამოიწვიოს ოჯახთან და მეგობრებთან განშორების პერსპექტივამ, ან იმან, რომ პაციენტი ვეღარ შეასრულებს მისთვის ღირებულ საქმიანობას.
Depression may be provoked by the prospect of separation from family and friends and the loss of valued activities.
132095.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
გარდა ამისა, უარყოფითი გუნებ-განწყობის მიზეზებია ავადმყოფობით გამოწვეული გარეგნული ცვლილებები, ოპერაციის შედეგები და რადიოთერაპიით გამოწვეული სისუსტე.
Changes in physical appearance caused by the illness, the effects of surgery, and the debilitating effects of radiotherapy are other causes of low mood.
132096.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
დანაშაულის გრძნობა და სიბრაზე.
Guilt and anger.
132097.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
ზოგიერთ პაციენტს აქვს დანაშაულის გრძნობა, რადგან თვლის, რომ გადაჭარბებულ მოთხოვნებს უყენებს ნათესავებსა და მეგობრებს.
Some patients experience guilt because they believe that they are making excessive demands on relatives or friends.
132098.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
რელიგიურ პაციენტებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ ავადმყოფობა სასჯელია, რომელიც წარსულში ჩადენილი არასწორი ქმედებებისთვის დაიმსახურეს.
Patients with religious beliefs may believe that illness is a punishment for previous wrongdoing.
132099.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
პაციენტის დისტრესს შეიძლება დაემატოს დაავადებითა და მისი მკურნალობით გამოწვეული ფსიქოლოგიური სიმპტომები.
Psychological symptoms may also be induced by the disease or by its treatment, and these may add to the patient’s distress.
132100.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
მედიკამენტურ მკურნალობასა და ფსიქოლოგიურ სიმპტომებს შორის დადგენილი კავშირები შეჯამებულია ცხრილში.
The associations between drug treatment and psychological symptoms are summarized in Table.