მოიძებნა 668043 ჩანაწერი
132061.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
საზოგადოება ავადმყოფ ადამიანებს განსხვავებულად ეპყრობა.
Society bestows a special role on people who are ill.
132062.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
ზოგიერთი სოციალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება;
Exemption from certain social responsibilities;
132063.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
სხვა ადამიანებისგან დახმარებისა და ზრუნვის მოლოდინის უფლება;
The right to expect help and care from others;
132064.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
მკურნალობის ჩატარებისა და ექიმთან თანამშრომლობის ვალდებულება;
The obligation to seek and cooperate with treatment;
132065.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
სანამ პიროვნება ავად არის, ავადმყოფის როლი მისთვის ადაპტაციურია.
While the person is ill, the sick role is adaptive.
132066.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
თუ იგი ავადმყოფობის შემდეგაც აგრძელებს ამ როლში ყოფნას, ხდება გამოჯანმრთელების გადავადება.
If they continue in the sick role after the illness is over, recovery is delayed.
132067.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
ადაპტაცია ფიზიკური დაავადების დებიუტთან.
Adjustment to the onset of physical illness.
132068.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
როდესაც ადამიანები ფიზიკურად ავადდებიან, შეიძლება შფოთვას, დეპრესიას ან სიბრაზეს განიცდიდნენ.
When a person becomes physically ill, they may feel anxious, depressed, or angry.
132069.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
ჩვეულებრივ, ასეთი ემოციური რეაქციები დროებითია და მალევე სუსტდება, რადგან პაციენტს ახალი სიტუაციის მიმართ მიმღებლობა უვითარდება.
Usually this emotional reaction is transient, subsiding as the patient comes to terms with the new situation.
132070.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
ისევე, როგორც სხვა სახის ადაპტაციური რეაქციების დროს, უარყოფამ ან მინიმიზაციამ შეიძლება დაიცვას პაციენტი ძლიერი შფოთვისგან, რომელიც მას დიაგნოზის გაგებისას უჩნდება.
As in other adjustment reactions, denial or minimization can protect the patient against overwhelming anxiety when the diagnosis is first known.
132071.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
გამკლავების სხვა სტრატეგიები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: ემოციის შესუსტებასა და პრობლემის გადაწყვეტაზე მიმართულ სტრატეგიებად.
Other coping strategies can be divided into emotion: reducing and problem-solving groups.
132072.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
დაძლევის სტრატეგიები, რომლებიც ემოციის შესუსტებას იწვევს, ხშირად შესაბამისია ავადმყოფობის ადრეული სტადიებისთვის.
Coping strategies that reduce emotion are often appropriate in the early stages of illness.
132073.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
გამკლავების სტრატეგიებმა შეიძლება მარცხი განიცადონ, როდესაც მოთხოვნები ძალიან მაღალია.
Coping strategies may fail when demands are very great.
132074.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
შფოთვა, დეპრესია, დაღლილობა, სისუსტე, წონაში დაკლება და პათოლოგიური ქცევა შეიძლება უშუალოდ სომატური დარღვევებით იყოს გამოწვეული.
Anxiety, depression, fatigue, weakness, weight loss, or abnormal behaviour may all be caused directly by physical disorders.
132075.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
ზუსტად ასევე, სექსუალური დისფუნქცია შეიძლება გაუარესდეს სომატური დაავადების ან მისი მკურნალობის შედეგად.
Similarly, sexual function may be impaired by physical illness or its treatment.
132076.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
ფსიქიატრმა სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს, რათა არ გამორჩეს პაციენტის სომატური დაავადება.
Psychiatrist should always be alert for the possibility of undetected physical illness in their patients.
132077.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
სომატური დაავადების მკურნალობით გამოწვეული ფსიქიატრიული სიმპტომები.
Psychiatric symptoms due to treatments for physical illness.
132078.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
ზოგიერთმა მედიკამენტმა, რომელიც ფიზიკური დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, შეიძლება იმოქმედოს პაციენტის გუნებ-განწყობაზე, ქცევასა და ცნობიერებაზე.
Some drugs that are used in the treatment of physical illness may affect mood, behaviour, and consciousness.
132079.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
ადამიანების უმრავლესობა კარგად ადაპტირდება ფიზიკურ დაავადებასთან, მაგრამ, როდესაც ადაპტაცია ნელა და არასრულყოფილად მიმდინარეობს, შეიძლება ფსიქოლოგიური მკურნალობა გახდეს საჭირო.
Most people adjust well to physical illness, but when adjustment is slow and incomplete, psychological treatment may be needed.
132080.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 8, რეაცია სტრესულ გამოცდილებაზე
ამგვარი მკურნალობა არ უნდა იყოს რთული და სომატური დაავადებების მკურნალი ზოგადი პროფილის პრაქტიკოსები, საავადმყოფოს ექიმები და მედდები, ჩვეულებრივ, წარმატებით ართმევენ მას თავს.
This treatment need not be complicated, and can usually be provided effectively by the general practitioner or the hospital doctors or nurses who are managing the physical illness.