მოიძებნა 668043 ჩანაწერი
132941.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
პაციენტს ჰგონია, რომ სხვები ამჩნევენ მის ფიზიკურ ნაკლს და ლაპარაკობენ ამის შესახებ.
It seems to them that other people notice and talk about the supposed deformity.
132942.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
უფრო ლამაზი ცხვირი რომ ჰქონოდა, უფრო მეტ წარმატებას მიაღწევდა სამსახურში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სექსუალურ ურთიერთობებში.
If only their nose was a better shape, they would be more successful in their work, social life, or sexual relationships.
132943.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
ხშირად დიდ დროს უთმობენ საკუთარი სხეულის ნაწილების შესწავლას, მათ სრულყოფას და დეფექტების დამალვას.
Time-consuming behaviours which aim to re-examine, improve, or hide the perceived defect are frequent.
132944.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
სოციალური ფუნქციონირების გაუარესება აღენიშნებათ.
Social impairment is considerable.
132945.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
დისმორფოფობიის დროს ხშირია თანმხლები ფსიქიკური აშლილობები, როგორიცაა დეპრესია და სოციალური ფობია.
There is substantial comorbidity, especially with major depression and social phobia.
132946.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
დისმორფოფობია, ჩვეულებრივ, მოზარდობის ასაკში იწყება.
The condition usually begins in adolescence.
132947.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
ეს ქრონიკულია, თუმცა დროთა განმავლობაში ფლუქტუაცია ახასიათებს.
It is chronic, though it often fluctuates over time.
132948.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
სავსებით შესაძლებელია, რომ დროთა განმავლობაში, გარკვეულწილად, გაუმჯობესდეს.
It is probable that there is some improvement over many years.
132949.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
ფსიქიატრიულ ლიტერატურაში მძიმე შემთხვევები იშვიათად არის აღწერილი.
The severe cases described in the psychiatric literature are infrequent.
132950.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
გამოკვლევის დროს უნდა დავადგინოთ, თუ როგორია საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით პაციენტის წუხილის ხასიათი და რა სახით უშლის ეს ხელს მის პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას.
Assessment should include questions about the nature of the preoccupations with appearance and of the ways in which this has interfered with personal and social life.
132951.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
დიაგნოზის დასმა შეიძლება რთული აღმოჩნდეს, რადგან ზოგიერთი პაციენტი, სიმორცხვის გამო, არ ამჟღავნებს თავისი სიმპტომების ჭეშმარიტ ბუნებას.
Diagnosis can be difficult because some sufferers fail to reveal the precise nature of their symptoms because of embarrassment.
132952.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
რადგანაც პაციენტები ხშირად ქირურგიულ ჩარევას მოითხოვენ, მნიშვნელოვანია მათ ავუხსნათ, რომ ამგვარი მიდგომა არ არის წარმატების მომტანი და არსებობს მკურნალობის უფრო ეფექტური საშუალებები.
Since many patients will be requesting surgery, it is important to explain the lack of success of this approach and suggest that there are other effective treatments.
132953.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
მუდმივ მხარდაჭერასთან ერთად, ასეთი მიდგომა ზოგი პაციენტისთვის, ეფექტურია, თუმცა არა ყველა შემთხვევაში.
Although some patients are helped by this approach coupled with continued support, many are not.
132954.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
კოსმეტიკური ქირურგია.
Cosmetic surgery.
132955.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
ქირურგიული ჩარევა დისმორფოფობიის მქონე პაციენტებთან, ჩვეულებრივ, არ არის რეკომენდებული, რადგანაც მათი უმრავლესობა უკმაყოფილო რჩება ოპერაციის შედეგებით.
Surgery is usually contraindicated, however, for people who have body dysmorphic disorder, many of whom are very dissatisfied after the operation.
132956.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
ოპერაციისთვის პაციენტების შერჩევისას გულდასმით უნდა გამოვიკვლიოთ მათი მოლოდინები.
Selection for surgery therefore requires careful assessment of the patient’s expectations.
132957.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
სომატოფორმული ტკივილის აშლილობა.
Somatoform pain disorder.
132958.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
ამ აშლილობის მქონე პაციენტებისთვის დამახასიათებელია ქრონიკული ტკივილი, რომელიც არ არის გამოწვეული რომელიმე სომატური დაავადებით ან სხვა ფსიქიკური აშლილობით.
This term was used to denote patients with chronic pain that did not appear to be caused by any physical or specific psychiatric disorder.
132959.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
ამ აშლილობის არსებით ნიშანს წარმოადგენს ტკივილი, რომელიც კლინიკურად მკვეთრადაა გამოვლენილი და საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ დისტრესი ან პიროვნების ფუნქციონირების გაუარესება გამოიწვიოს.
The essential feature of this disorder is pain that is the predominant focus of the clinical presentation and is of sufficient severity to cause distress or impairment of functioning.
132960.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
ქრონიკული ტკივილი შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს პაციენტის ოჯახს.
Chronic pain may impose great burdens on the patient’s family.