მოიძებნა 668043 ჩანაწერი
135341.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
8. შემოსავლების სამსახურის მიერ, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში (საბაჟო საწყობში დროებით დასაწყობების გარეშე), გაფორმების ადგილამდე ან არასაბაჟო ორგანომდე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა განისაზღვრება საბაჟო დეკლარაციის წარდგენის თარიღით.
8. In case of extension by the Revenue Service of time-limit for submission of a customs declaration for the mechanical vehicle referred to in paragraph 7 of this article (without temporary storage in the customs warehouse), the time-limit of delivery of the stated vehicle to the place of registration or to a non-customs authority shall be determined by the date of lodging the customs declaration.
135342.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
9. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია), აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.
9. Time-limit for the delivery to the place of registration of a passenger car, brought by a foreign citizen into the customs territory of Georgia, which is registered in a foreign country, its trailer or semi-trailer, as well as a bus or a motorcycle (having an engine capacity exceeding 50 cm3), and goods exceeding the non-taxable minimum and value prescribed by legislation that are moved by this vehicle or the time-limit from bringing them into and taking them out of the customs territory of Georgia shall be 90 calendar days.
135343.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
10. თუ საბაჟო საწყობში დროებით შენახულ, სეს ესნ-ის 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე განხორციელდა საკუთრების უფლების გადაცემა და მოექცა რეექსპორტში, ეს სატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს რეექსპორტში მოქცევიდან არა უგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში.
10. If a transfer of property rights to a mechanical vehicle under the commodity positions 8711 (having an engine with the cylinder capacity exceeding 50 cm3 and in the case of electric motors – with the maximum output power exceeding 4 kW) or a trailer or a semi-trailer under the commodity position 8716, temporarily stored in a customs warehouse is carried out and it has been placed under re-export, this vehicle shall be presented to the customs checkpoint not later than within 45 calendar days after the placement under re-export.
135344.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
11. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით ექსპორტის პროცედურაში მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო გამშვებ პუნქტში ან დროებით შენახვის ადგილზე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან.
11. The time-limit for the delivery of a motor vehicle, placed under re-export procedure, to the customs checkpoint or to the place of temporary storage by lodging a customs declaration, irrespective of the shipping distance, shall be 45 calendar days counting from the date of registration of the declaration.
135345.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
12. რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.
12. The time-limit for delivery to a destination customs checkpoint of a vehicle under re-export, declared by lodging a customs declaration or a vehicle moved by a registration certificate of the vehicle, irrespective of the distance of carriage, shall be 45 calendar days counting from the date of registration of the relevant declaration or certificate.
135346.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
13. ამ ბრძანებით დამტკიცებული „ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №7) პირველი მუხლის შესაბამისად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტული გადაადგილების ვადა შეადგენს:
13. In accordance with Article 1 of the Instructions on Transit Procedure (Annex №7) approved by this Order, the time-limit for transit movement within the customs territory of Georgia shall be:
135347.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
ა) საქონლის გადაადგილების შემთხვევაში (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 20 კალენდარულ დღეს;
a) in the case of movement of goods (except for the case as provided for in subparagraph(b) of this paragraph) - 20 calendar days;
135348.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
ბ) სეს ესნ-ის 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) შემთხვევაში – არაუმეტეს 60 კალენდარულ დღეს.
b) in the case of motor vehicles falling within the commodity positions 8716 (also goods exceeding the non-taxable minimum and value prescribed by legislation, moved by this motor vehicle) - not more than 60 calendar days.
135349.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
14. ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული 20-დღიანი ვადის დინება ჩერდება საქონლის დროებით შენახვის ვადით და განახლდება დროებით შენახვის დასრულებისთანავე.
14. In the case of temporary storage of goods in transit, running of the 20-day period referred to in paragraph 13 of this article shall be suspended for the period of temporary storage of the goods and shall resume upon the completion of the temporary storage.
135350.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
15. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოყენებით, საბაჟო საწყობიდან ან დროებით შენახვის სხვა ადგილიდან დროებით გატანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკან დაბრუნების ან საბაჟო კონტროლის სხვა ზონამდე მიტანის ვადა განისაზღვრება 48 საათით.
15. The time-limit for returning a mechanical vehicle temporarily taken out of a customs warehouse or another place of temporary storage by means of its registration certificate or for delivery to another customs control zone shall be 48 hours.
135351.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
17. ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთიდან“/„ბათუმიდან“ ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 12 საათს, რომელიც აითვლება საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონიდან სატრანსპორტო საშუალების გაშვების ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან და დასრულდება საზღვაო ნავსადგურში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით.
17. The time-limit for the delivery of goods and means of transport moved from a customs warehouse or economic zone of customs clearance within 12 km from Poti/Batumi sea port to the destination of Poti/Batumi sea port shall be 12 hours, calculated from the moment of electronic confirmation of departure of the vehicle from the customs warehouse or customs clearance zone and completed with the electronic confirmation of arrival in the sea port.
135352.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
18. ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული ერთი საბაჟო საწყობიდან იმავე რადიუსში განლაგებულ მეორე საბაჟო საწყობამდე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 1 საათს.
18. The time-limit for the delivery of goods and means of transport moved from one customs warehouse within a 12 km radius of Poti/Batumi Sea Port to another customs warehouse within the same radius shall be one hour.
135353.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
დრო აითვლება საბაჟო საწყობიდან სატრანსპორტო საშუალების გაშვების ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან და დასრულდება მეორე საბაჟო საწყობში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით.
Time is calculated from the moment of electronic confirmation of departure of the vehicle from the customs warehouse and completed with the electronic confirmation of arrival at the second customs warehouse.
135354.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
1. ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების დროს, პირმა, რომელიც ვერ ასრულებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უნდა აცნობოს (თუ ეს შესაძლებელია დაუძლეველი ძალის მოქმედების პირობებში) საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად.
1. In the event of an accident or force majeure, a person who fails to comply with the requirements of the customs legislation of Georgia shall notify a customs authority (if possible under the force majeure) of the above circumstances and act in accordance with its instructions.
135355.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
2. ავარიის ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი ექვემდებარება შესაბამის საბაჟო პროცედურაში მოქცევას, რეექსპორტს ან განკარგვას/განადგურებას.
2. A competent authority shall draw up a record of the goods destroyed as a result of an accident or force majeure and the waste and scrap resulting from the destruction shall be placed under an appropriate customs procedure, re-export or disposal/destruction.
135356.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელზე/სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი პირი.
3. Costs incurred in fulfilling the requirements of paragraphs 1 and 2 of this article shall be reimbursed by a person entitled to the goods/vehicle.
135357.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
მუხლი 5. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა.
Article 5 - Certificate of Registration of Goods and Vehicles.
135358.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
1. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით, ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ან/და დროებით შენახული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების, ან დროებით შენახული საქონლის, ან დროებით შემოტანილი საქონლის, აგრეთვე საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს მიერ უკან დაბრუნებული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა, გარდა:
1. Customs control and registration of the goods and vehicles moved and/or temporarily stored within the territory of customs zone of Georgia, or the goods temporarily stored or temporarily brought, as well as the goods returned by a customs checkpoint or customs clearance office shall be performed with a certificate of registration of goods and vehicles, except for:
135359.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
ა) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებისა და ასეთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ მგზავრთა ბარგისა და ხელბარგისა;
a) the vehicles used for international passenger transportation and luggage and hand luggage of passengers transported by such means of transport;
135360.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
ბ) საქონლის გარეშე გადაადგილებული სარკინიგზო ან ავტოსატრანსპორტო საშუალებისა;
b) the railway or motor vehicles moving without goods;