მოიძებნა 668043 ჩანაწერი
135381.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
შევსებულ მოწმობას ენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი.
The completed certificate shall be assigned a unique identification number.
135382.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
2. საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით გადაადგილებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე მოწმობის შევსება, რეგისტრაცია და საბაჟო კონტროლი ხორციელდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
2. Completion, registration and customs control of goods and vehicles moving to the destination of an economic zone of customs clearance within a 12-kilometer radius of the port shall be performed electronically only.
135383.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
3. მოწმობა შეიძლება შეივსოს აგრეთვე სისტემაში დაშვებული პირის მიერ, რომელიც წარმოადგენს საქონლის შემოტანისას – სასაქონლო პარტიის მიმღებს, საქონლის გატანისას – სასაქონლო პარტიის გამგზავნს, ტრანზიტით გადაადგილებისას – სასაქონლო პარტიის მფლობელს, ხოლო საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის დანიშნულებით ან ამავე რადიუსში მდებარე საბაჟო საწყობიდან საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით საქონლის გადაადგილებისას, ასევე საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული საბაჟო საწყობიდან საქონლის გადაადგილებისას − საწყობის მფლობელს, ან ამ პუნქტში მითითებული პირის წარმომადგენელს, საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად.
3. A certificate may also be filled out by a person admitted to the system who is the consignee of the goods at the time of importation, the consignor of the goods at the time of exportation, the owner of the goods at the time of transit, as well as the owner of warehouse when goods move to the destination of a customs warehouse located within a radius of 12 kilometers of the seaport or from a customs warehouse located within the same radius to the destination of the seaport, and from a customs warehouse located near an international airport area, or the representative of the person referred to in this paragraph, in accordance with Article 14 of the Customs Code of Georgia.
135384.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
4. პირის „ელ-საბაჟო”-ში დაშვება ხორციელდება ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №1) განსაზღვრული წესის შესაბამისად.
4. Access of a person to the eCustoms shall be effected in accordance with the procedure laid down in the Instructions on the "Rights and Obligations under the customs legislation of Georgia" adopted by this Order (Annex 1).
135385.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
5. „ელ-საბაჟო”-ში დაშვებულ პირს უფლება აქვს, წინასწარ ელექტრონულად შეავსოს მოწმობა.
5. A person authorized by "eCustoms" shall have the right to complete a certificate electronically in advance.
135386.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
6. საქონლის და სატრანსპორტო საშუალების წარდგენისას, მფლობელი საბაჟო ორგანოს წარუდგენს სატრანსპორტო დოკუმენტაციას და წერილობით ან სიტყვიერად აწვდის შევსებული სტატუსის მქონე მოწმობის შესახებ ინფორმაციას.
6. When presenting the goods and the means of transport, a holder shall submit to a customs authorities the transport documentation and shall provide written or verbal information on the completed certificate.
135387.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს სისტემაში რეგისტრირებული მოწმობის მოძიებას და გამოძახებას (ეკრანზე გამოსახვის ბრძანებას).
An authorized employee shall search and invoke a certificate registered in the system (a command to display on screen).
135388.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
7. მოწმობა ივსება დეკლარანტის მიერ წარდგენილი სატრანსპორტო დოკუმენტების, ხოლო საქონლის გატანისას – ასევე საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე.
7. A certificate shall be filled in on the basis of transport documents submitted by a declarant, and while exporting the goods - also on the basis of a customs declaration.
135389.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
8. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების განხორციელების შემთხვევაში, მოწმობა ივსება დათვალიერების შედეგების საფუძველზე.
8. In case of inspection of goods and/or means of transport, a certificate shall be filled in on the basis of the results of the inspection.
135390.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შეუძლებლობის შემთხვევაში, მოწმობა ივსება წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე და ხორციელდება საქონლის გადაადგილება უახლოეს საბაჟო ორგანომდე ან კანონმდებლობით დადგენილ სხვა ადგილამდე (არასაბაჟო ორგანო) დათვალიერების განხორციელების მიზნით.
In case of impossibility to inspect goods and means of transport at the customs checkpoint, the certificate shall be filled out on the basis of the submitted documents and the goods shall be moved to the nearest customs authority or other place (non-customs authority) established by law, with the purposes of inspection.
135391.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
ასეთ შემთხვევაში საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება იდენტიფიკაციის საშუალებების დადებას და მოწმობის D გრაფის („გამგზავნი საბაჟო ორგანოს კონტროლი”) განყოფილებაში „შედეგი” მიეთითება A3.
In such case, the goods and/or means of transport shall be subject to identification marks and shall be marked A3 in the section "Result" of the D column of the certificate ("Control of the sending customs authority").
135392.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
იმ შემთხვევაში, როდესაც ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო მოწმობის D გრაფაში ვერ ხორციელდება აღნიშნული მითითება, გამოწერილ მოწმობაზე დაისმება დამღა – „ექვემდებარება დათვალიერებას“.
In the case where this indication cannot be entered in the D column of the certificate for technical or other reasons, the subscribed certificate shall be impressed with the mark "Subject to inspection".
135393.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
9. ერთი მოწმობა გაიცემა მხოლოდ ერთ სასაქონლო პარტიაზე.
9. One certificate shall be issued for only one consignment.
135394.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
10. მოწმობა წერილობითი ფორმით გაიცემა 2 ეგზემპლარად:
10. A certificate shall be issued in writing in two copies:
135395.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
ა) პირველი ეგზემპლარი თან მიყვება საქონელს ან/და სატრანსპორტო საშუალებას დანიშნულების საბაჟო ორგანომდე;
a) the first copy accompanies the goods and/or means of transport to the designated customs authority;
135396.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
ბ) მეორე ეგზემპლარი რჩება დეკლარანტს ან გადამზიდველს.
b) the second copy shall remain with the declarant or the carrier.
135397.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
11. მოწმობაზე შტრიხ-კოდის (ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო მოწმობას შტრიხ-კოდი არ მიენიჭება – კონტროლზე აყვანის დამადასტურებელი დამღისა და ხელმოწერის) გარეშე აკრძალულია ამ მოწმობაში ასახული საქონლის და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება საბაჟო კონტროლის ზონიდან.
11. The goods and vehicles specified in the certificate may not be moved from the customs control zone without a barcode on the certificate (and in the case where the barcode is not granted for technical or other reasons – without stamping and signature certifying placement under control).
135398.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
12. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საბაჟო გამშვები პუნქტიდან უკან დაბრუნების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი ერთდროულად ახორციელებს მოწმობის გაცემასა და კონტროლიდან მოხსნას.
12. In case of return of goods brought into the customs territory of Georgia from a customs checkpoint, the customs checkpoint shall simultaneously issue a certificate and discharge the goods.
135399.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
აღნიშნულთან ერთად, წარდგენილ დოკუმენტებზე (სატრანსპორტო ზედდებული ან ინვოისი ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა დოკუმენტი) საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი აკეთებს აღნიშვნას – „დაბრუნებულია საქონელი”, უთითებს თარიღს და ადასტურებს პირადნომრიანი ბეჭდითა და ხელმოწერით.
In addition to the above, an authorized employee of the customs checkpoint shall make a note -"Returned goods"- on the submitted documents (bill of lading or invoice or other document stipulated by lagislation), as well as shall indicate the date and confirm with a personal numbered stamp and signature.
135400.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
13. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაფორმების ორგანოდან უკან დაბრუნების შემთხვევაში, გაფორმების ორგანო ერთდროულად ახორციელებს მოწმობის კონტროლიდან მოხსნას და ახალი მოწმობის გამოწერას.
13. In case of return of the goods, brought into the customs territory of Georgia, from the customs authority, the customs authority shall simultaneously discharge and issue a new certificate.