მოიძებნა 668043 ჩანაწერი
144721.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში, მოსახლეობა პირველად შეძლებს 2021 წლიდან მიიღოს პროფესიული განათლება, საცხოვრებელი ადგილის დატოვების გარეშე.
In these municipalities, for the first time since 2021, the population shall be able to receive vocational education without leaving their place of residence.
144722.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
ქალაქ ზუგდიდში კი, შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების სტუდენტები ახალ კორპუსში განთავსდებიან.
In Zugdidi, students of vocational education of the Shota Meskhia State University will be housed in a new building.
144723.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
ასევე, ახალი სასწავლო შენობების განვითარების მიზნით, საპროექტო სამუშაოები დასრულდა სსიპ თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისთვის (თბილისი), სსიპ თბილისის ხელოვნების კოლეჯისთვის (თბილისი), ა(ა)იპ კოლეჯი იკაროსისთვის( თბილისი) და სსიპ კოლეჯი ბლექსისთვის (ბათუმი).
Also, for the construction of new educational buildings, the design works were completed for LEPL Media and TV Art College of TSU (Tbilisi), LEPL Tbilisi College of Arts (Tbilisi), N(N)LE College Icarus (Tbilisi) and LEPL College Black Sea (Batumi).
144724.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
პროფესიული განათლებაში პრაქტიკული ან/და სიმულაციური სწავლების გარემოს შექმნისთვის აუცილებელი პირობაა სახელოსნოების არსებობა, რომლებიც უპასუხებს თანამედროვე სტანდარტებს.
The availability of workshops that meet modern standards is a prerequisite for creating a practical and / or simulated learning environment in vocational education.
144725.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
2020 წელს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, ახალი კოლეჯების მშენებლობის პარალელურად, 8 პროფესიულ სასწავლებელში (კაჭრეთში, ამბროლაურში, ფოთში ა.შ) მოეწყო 26 ტიპის ახალი სახელოსნო.
In 2020, the LEPL Agency for the Development of Educational and Scientific Infrastructure, in parallel with the construction of new colleges, organized 26 new workshops in 8 vocational schools (Kachreti, Ambrolauri, Poti, etc.).
144726.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
2020 წლის სტუდენტთა მიღება: ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა სტუდენტთა პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მიმართულებით.
Student enrollment 2020: Fundamental changes have been made to the recruitment of students for vocational programs.
144727.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
ცვლილებები დაეფუძნა, წინა წლების ანალიზს და არსებული თავისუფალი ადგილების მაქსიმალურად შევსების შესაძლებლობის სტიმულირებას.
The changes are based on an analysis of past years and stimulation of the possibility of filling the available vacancies to the maximum.
144728.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
შესაბამისად, პროცედურული და შეფასებითი ნაწილი გახდა უფრო დეცენტრალიზებული და ახალგაზრდების ჩართულობის წამახალისებელი.
Consequently, the procedural and evaluative part has become more decentralized and encouraging for youth participation.
144729.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
კერძოდ, მანამდე არსებული ორჯერადი მიღება შეიცვალა, მხოლოდ ერთჯერადი ჩარიცხვით, თუმცა რეგისტრაციის პროცედურები ნაცვლად 2-3 კვირისა, გახანგრძლივდა მაისიდან აგვისტოს ჩათვლით.
In particular, the previous double enrollment was changed and replaced by a single enrollment, although the registration procedures were extended from May to August instead of 2-3 weeks.
144730.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
ამ დაშვებით, აპლიკანტებს საშუალება მიეცათ, რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე, შეეცვალათ მათ მიერ არჩეული პროგრამების ჩამონათვალი.
With this possibility, applicants were allowed to change the list of programs they chose before the registration deadline is expired.
144731.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს თვემდე აქტიურად მიმდინარეობდა ახალი პროგრამების ავტორიზაციის პროცესი და პროგრამები სარეგისტრაციო ბაზას პერმანენტულად ემატებოდა.
It is worth mentioning that the authorization process for new programs was active until August, and programs were constantly added to the registration database.
144732.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, რანჟირებული სიები შეიცვალა რეიტინგული სიით და განისაზღვრა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის ორი გზა:
According to the changes made, the ranked lists were replaced by rating lists and two ways of admission to vocational education programs were defined:
144733.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
ა) პროფესიული ტესტირება, რომელიც ტარდება ცენტრალიზებულად და ტესტირების დროს აპლიკანტი გამოცდას აბარებს პროფესიულ უნარებში და დარგის შესაბამის საგნის/საგანთა ჯგუფში.
a) Vocational testing, which is carried on a centralized basis, and during testing, an applicant takes a test in vocational skills and in the corresponding subject / subject group of the field.
144734.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული კონკურსი/შერჩევა, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს თავად საგანმანათლებლო დაწესებულება.
b) Competition / selection determined by an educational institution, which is administered by the educational institution itself.
144735.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
დუალურ პროგრამებზე ჩარიცხვის მიდგომა არ შეცვლილა და ის კვლავ დაწესებულების მიერ დამსაქმებლების მონაწილეობით, ჩატარებული კონკურსის საფუძველზე ხორციელდება.
The approach to enrollment in dual programs has not changed and is still carried out by an enterprise on the basis of a competition held with the participation of employers.
144736.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
ახალი მიდგომის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობა მეტია იმ აპლიკანტთა რაოდენობაზე, ვინც აირჩია ეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, აპლიკანტი დაწესებულებაში ირიცხება შერჩევის საფუძველზე, რომელიც ტარდება დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესით.
According to the new approach, if the number of places declared for an educational program exceeds the number of applicants who have chosen this vocational education program, the applicant shall be admitted to the institution based on the selection carried out in accordance with the rules established by the institution.
144737.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
ცენტრალიზებული ტესტირების დროს, მანამდე არსებულ ერთიან მიდგომას ყველა კატეგორიისათვის, გამოეყო ასაკობრივი და სოციალური სტატუსის ჭრილები და დადგინდა კოეფიციენტები (19 წლის ჩათვლით – 1.3; -20-დან 29 წლის ჩათვლით – 1.1; 30 წელი და ზევით – 1; საარსებო შემწეობის მიმღები პირი– 1.2).
In the course of centralized testing, the previously existing uniform approach for all categories was divided according to age and social gaps, and coefficients were determined (1.3 for 19-year-old persons; 1.1 for 20-29-year-old persons; 1 for 30-year-old and older persons;1,2 for per diem recipient).
144738.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
რომლებზეც გამრავლდა მათ მიერ ტესტირებაში მიღებული ქულა/ქულათა ჯამი:
This was multiplied by the number of point/points received on the test:
144739.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
მიდგომის ცვლილებას საფუძვლად დაედო გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობით განხორციელებული კვლევა და შემუშავებული სოციალური პაკეტები მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების პროფესიული განათლების ხელშესაწყობად.
The change in approach was based on research and social packages developed with the support of the United Nations Development Program (UNDP) and the Swiss Government to promote vocational education for vulnerable groups.
144740.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო | პროფესიული განათლების რეფორმა, 2020 წლის ანგარიში
კვლევაში შესწავლილია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და გაანალიზებულია პროფესიული განათლებისა და გადამზადების მიმართება დასაქმებასა და შრომის ბაზართან.
The study examines the socio-economic status of vocational education and training students and analyzes the relationship between vocational education and training in employment and the labour market.