მოიძებნა 668042 ჩანაწერი
144901.
განდი | ნაწილი IV, თავი X
მათ შორის იყვნენ ინდუსები და ქრისტიანები.
There were among them Hindus and Christians.
144902.
განდი | ნაწილი IV, თავი X
მე მათ მოყვარე-ნათესავებად აღვიქვამდი, ოჯახის წევრიბივით ვეპყრობოდი და ჩემს ცოლთანაც კი მომსვლია ამის გამო უსიამოვნება.
I do not recollect having ever regarded them as anything but my kith and kin.
144903.
განდი | ნაწილი IV, თავი X
კლერკთაგან ერთ-ერთი ქრისტიანი იყო.
One of the clerks was a Christian.
144904.
განდი | ნაწილი IV, თავი X
ამიტომ ყველა ოთახში ღამის ქოთანი იდგა.
Each room had therefore chamber-pots.
144905.
განდი | ნაწილი IV, თავი X
მაგრამ ქრისტიანი კლერკი ახალი მოსული იყო და ჩვენი ვალი იყო მისი საძინებლის მოვლა.
But the Christian clerk was a newcomer, and it was our duty to attend to his bedroom.
144906.
განდი | ნაწილი IV, თავი X
ვერც იმას იტანდა, რომ ქოთანი მე გამეტანა და არც თვითონ სურდა ამის გაკეთება.
She could not bear the pots being cleaned by me, neither did she like doing it herself.
144907.
განდი | ნაწილი IV, თავი X
მაგრამ მე მკაცრი ქმარი ვიყავი.
But I was a cruelly-kind husband.
144908.
განდი | ნაწილი IV, თავი X
თავს მის მასწავლებლად მივიჩნევდი და ჩემი ბრმა სიყვარულის გამო მას გასაქანს არ ვაძლევდი.
I regarded myself as her teacher, and so harassed her out of my blind love for her.
144909.
განდი | ნაწილი IV, თავი X
ამიტომ ხმას ავუწიე და ვუთხარი: „ასეთ უმსგავსობას ჩემს სახლში ვერ დავუშვებ.“
So I said, raising my voice: 'I will not stand this nonsense in my house.'
144910.
განდი | ნაწილი IV, თავი X
„მაშინ შენს სახლს შენ თვითონ მოუარე, მე კი გამიშვი აქედანო.“
'Keep your house to yourself and let me go.'
144911.
განდი | ნაწილი IV, თავი X
ხელი მკლავში ჩავავლე, უმწეო ქალი მივათრიე ჭიშკართან, რომელიც სწორედ კიბის პირდაპირ იყო და კარის გაღება დავაპირე მის გარეთ გასაძევებლად.
I caught her by the hand, dragged the helpless woman to the gate, which was just opposite the ladder, and proceeded to open it with the intention of pushing her out.
144912.
განდი | ნაწილი IV, თავი X
ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა თვალებიდან და მიყვირა: „ნუთუ, სულ არ გრცხვენია?“
'The tears were running down her cheeks, and she cried: 'Have you no sense of shame?'
144913.
განდი | ნაწილი IV, თავი X
„ასე როგორ უნდა დაკარგო გონება?“
'Must you so far forget yourself?
144914.
განდი | ნაწილი IV, თავი X
„სად წავიდე, აქ არც მშობლები მყავს და არც ნათესავები, რომ შემიფარონ“.
'Where am I to go? I have no parents or relatives here to harbour me.
144915.
განდი | ნაწილი IV, თავი X
„რახან შენი ცოლი ვარ, ცემა-ტყეპას უნდა შევეგუო?“
'Being your wife, you think I must put up with your cuffs and kicks?
144916.
განდი | ნაწილი IV, თავი X
„ღვთის გულისათვის, წესიერად მოიქეცი და დაკეტე კარი“.
'For Heaven's sake behave yourself, and shut the gate'.
144917.
განდი | ნაწილი IV, თავი X
„მთელ ქვეყანას სეირს ნუ ვაყურებინებთ!“
'Let us not be found making scenes like this!'
144918.
განდი | ნაწილი IV, თავი X
თუ ჩემს ცოლს არ შეეძლო ჩემგან წასვლა, არც მე შემეძლო მისი მიტოვება.
If my wife could not leave me, neither could I leave her.
144919.
განდი | ნაწილი IV, თავი X
ჩემი ცოლი თავისი უკიდეგანო მოთმინებით ყოველთვის გამარჯვებული რჩებოდა.
The wife, with her matchless powers of endurance, has always been the victor.
144920.
განდი | ნაწილი IV, თავი X
დღეს ამის მოყოლა მიუკერძოებლად შემიძლია, რადგან ეს ამბები ჩემი ცხოვრების იმ ხანას მიეკუთვნება, რომელიც, საბედნიეროდ, ჩემთვის დიდი ხანია, დასრულდა.
Today I am in a position to narrate the incident with some detachment, as it belongs to a period out of which I have fortunately emerged.