მოიძებნა 668042 ჩანაწერი
145241.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
დასაქმების კერძო სააგენტოს მონაცემების და სამუშაო ძალაზე მოთხოვნის მინი-კვლევა.
Demand for labour force by mini survey and data of the private employment agency.
145242.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
2012-2016 წლებში დასაქმების კერძო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ვაკანსიების მიხედვით სამ წამყვან ეკონომიკურ სექტორს წარმოადგენს: საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.
In 2012-2016, according to the vacancy announcements by the private employment agency, three leading economic sectors are: wholesale and retail trade, administrative and support service activities, financial and insurance activities.
145243.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
აღნიშნული მეტყველებს დასაქმების მხრივ მომსახურების სფეროს ლიდერობაზე.
Service has a leading role in terms of employment.
145244.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
2012-2016 წლების მიხედვით სამუშაო ძალის მოთხოვნის კომპონენტის ხვედრითი წილი მცირედით იცვლება თითოეული ეკონომიკური სექტორისათვის, რაც იძლევა სტაბილურ სურათს ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით მოთხოვნის კომპონენტის შესახებ.
The share of the workforce demand component changes slightly for each economic sector by 2012-2016 years, which gives a stable picture of the demand component by economic activities.
145245.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
დასაქმების კერძო სააგენტოს - hr.ge-ის მიერ გამოქვეყნებული ვაკანსიების მიხედვით მოთხოვნად პროფესიებს განეკუთვნება:
According to vacancy announcements published by private agency of employment - hr.ge, demanded occupations are:
145246.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
გაყიდვების სფეროს მუშაკები; ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროსთან ასოცირებული პროფესიონალები (ყიდვა-გაყიდვის აგენტები და ბროკერები, კომერციული მომსახურებების აგენტები), ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროს პროფესიონალები (ფინანსების სფეროს პროფესიონალები, ადმინისტრირების სფეროს პროფესიონალები, გაყიდვების, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროს პროფესიონალები).
Sales workers; professionals associated with business and administration sphere (buying and selling agents and brokers, commercial services agents), business and administration professionals (finance professionals, administration professionals, sales, marketing and public relations professionals).
145247.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
ეკონომიკურ საქმიანობათა სახეების მსგავსად სტაბილურ სურათს იძლევა 2012-2016 წლების მიხედვით მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალი, რაც დაკავშირებულია: ვაჭრობასთან, საფინანსო სფეროსთან, ჯანდაცვასთან, სასტუმროებსა და რესტორნებთან, ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან.
List of demanded occupations like economic activities by 2012-2016 years, gives a stable picture and they are related to: trade, finance, health care, hotels and restaurants, information technologies.
145248.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
2016 წელს დასაქმების კერძო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ვაკანსიების უმრავლესობა მოიცავს ისეთ პოზიციებს, როგორებიც არის:
Majority of vacancy announcements published in 2016 by private employment agency include positions such as:
145249.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
გაყიდვების კონსულტანტი, მენეჯერი და აგენტი; საკრედიტო მენეჯერი, სესხის ექსპერტი; მოლარე ოპერატორი; დისტრიბუტორი; მიმტანი; დამლაგებელი; ქოლ ცენტრის ოპერატორი; ოფისის მენეჯერი; მზარეული; ბუღალტერი; სარეკლამო აგენტი; მომვლელი; დაცვის თანამშრომელი; კურიერი; IT სპეციალისტი.
Sales consultant; manager and agent; credit manager; loan expert; cashier; distributor; waitress; cleaner; call center operator; office manager; cook; accountant; advertising agent; nurse; security guard; courier; IT specialist.
145250.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
2017 წლის ივლისში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჩაატარა მცირე მოკვლევა სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ტენდენციების უკეთ გაანალიზების მიზნით.
In July 2017, the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia conducted a small survey in order to analyze trends of the labour market demand.
145251.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
მოკვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა ოცმა მსხვილმა ორგანიზაციამ, რომლებიც წარმოადგენენ ვაჭრობის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო, საფინანსო და სადაზღვევო, ტრანსპორტისა და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებს.
Twenty large organizations of the Georgian Business Association that represent trade, information and communication, financial and insurance, transport and processing industry sectors participated in the survey.
145252.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
საგულისხმოა, რომ ყველა ორგანიზაციას ბოლო 12 თვის განმავლობაში გამოცხადებული ჰქონდა ვაკანსიები, რომელთა შევსებაც განხორციელდა 3 თვემდე ვადაში.
It is noteworthy that all organizations have announced vacancies during the last 12 months, which have been completed within 3 months.
145253.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
მიუხედავად ამისა, თითოეული სექტორისათვის დამახასიათებელი იყო სირთულეები სასურველი კადრის შერჩევისას.
Nevertheless, each sector had difficulties in selecting the desired candidates.
145254.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
საფინანსო სექტორის წარმომადგენლები განიცდიან რეგიონებში კვალიფიციური კადრის ნაკლებობას მენეჯერებისა და მაღალი რანგის თანამდებობებზე.
Representatives of financial sector are experiencing lack of qualified staff in regions for the managerial and senior positions.
145255.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
სადაზღვევო კომპანიები სირთულეებს აწყდებიან გაყიდვების აგენტების, ქოლ ცენტრის ოპერატორებისა და პროგრამისტების თანამდებობებზე.
Insurance companies face difficulties in finding sales agents, call center operators and developers.
145256.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისათვის სირთულეს წარმოადგენს გამოცდილი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერების, სავაჭრო წარმომადგენლების, ბრენდ მენეჯერებისა და მძღოლების პოზიციების შევსება.
Difficulty for trade representatives is to fill in following positions: experienced corporate sales managers, trade representatives, brand managers and drivers.
145257.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
დამამუშავებელი მრეწველობის სექტორისათვის პრობლემურ საკითხს წარმოადგენს დარგის ინჟინრების, ტექნოლოგების, სისტემური ადმინისტრატორებისა და გაყიდვების კონსულტანტების პოზიციების შევსება.
The problematic issue for the manufacturing industry sector is to find engineers, technologists, system administrators and sales consultants.
145258.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
თითქმის ყველა რესპონდენტ ორგანიზაციას შეექმნა სამუშაო ძალის მოძიების პრობლემა, რის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს აპლიკანტთა რაოდენობის ნაკლებობა და კვალიფიკაციის დაბალი დონე.
Almost every respondent organization faced a problem of finding labour force and its primary reasons were lack of applicants and the low level of qualification.
145259.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
საკმაოდ ოპტიმისტურია გამოკითხული კომპანიების განწყობა მომავალი დასაქმების კუთხით, რაც მდგომარეობს მომავალი 12 თვის განმავლობაში ახალი ვაკანსიების გამოცხადებაში.
The attitude of the interviewed companies is quite optimistic in terms of future employment, which is reflected in the announcement of new vacancies for next 12 months.
145260.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
საყურადღებოა გამოკითხული ორგანიზაციების მუშაობა ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით, რადგან ისინი ერთპიროვნულად აქტიურად მუშაობენ დასაქმებულთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.
It’s noteworthy that respondent organizations actively work in terms of human capital development, namely they are engaged in retraining and qualification rising of the employees.