მოიძებნა 668042 ჩანაწერი
145301.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, შესავალი
მდგრადობა ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ საკითხებთან მიმართებაში წარმოადგენს ფინანსური თანამშრომლობის მთავარ მიზანს.
Sustainability with respect to economic, ecologic and social matters is an overarching objective in Financial Cooperation.
145302.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, შესავალი
KfW მოწოდებულია უზრუნველყოს ამ მიზნის მიღწევა ძირითადი პროექტებისა და პროგრამების მომზადების, შემუშავების, განხორციელებისა და ექსპლუატაციის დროს და დაფინანსების მიზნობრივი გამოყენება.
KfW is committed to ensuring during preparation, design, implementation and operation of the underlying projects and programmes that this objective is met and that funding is used for the intended purpose.
145303.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, შესავალი
ამიტომ, ყველა ჩართულმა მხარემ უნდა დაიცვას კონკურენციის, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, კონფიდენციალურობის, ხარჯების ეფექტურობისა და მდგრადობის პრინციპები საკონსულტაციო მომსახურების, სამუშაოების, ობიექტების, საქონლისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისას.
Therefore all parties involved shall comply with the principles of competition, fairness, transparency, confidentiality, economic efficiency and sustainability during the procurement of Consulting Services, Works, Plant, Goods and Non-Consulting Services.
145304.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, შესავალი
წინამდებარე სახელმძღვანელოს მიზანია განისაზღვროს KfW-ის შესყიდვებისა და საკონტრაქტო მოთხოვნებ, და დეტალურად იქნეს გათვალისწინებული KfW-ის მიერ განხორციელებული მონიტორინგისა და აუდიტის მოცულობა.
The purpose of these Guidelines is to specify KfW's requirements for procurement and contracting and to set out in detail the scope of monitoring and reviews undertaken by KfW.
145305.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, შესავალი
ეს სახელმძღვანელო KfW-ისა და მის პარტნიორებს შორის გაფორმებული დაფინანსების ხელშეკრულების ნაწილია (როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ).
These Guidelines are part of the Funding Agreement (as defined below) between KfW and its partners.
145306.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 1
გამოყენების სფერო და შესყიდვების სტრუქტურა.
Scope of Application and Procurement Framework.
145307.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 1
1.1 სახელმძღვანელოს გამოყენების სფერო.
1.1 Scope of Application of the Guidelines.
145308.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 1
ეს სახელმძღვანელო პრინციპები ეხება PEA-ს მიერ საკონსულტაციო მომსახურების, სამუშაოების, საქონლის, ობიექტებისა და არასაკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვას პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ფინანსდება KfW-ისგან.
These Guidelines apply to the procurement of Consulting Services, Works, Goods, Plant and Non-Consulting Services by the PEA in projects and programmes financed in full or in part by KfW.
145309.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 1
სახელმძღვანელო მითითებები ასევე გამოიყენება, თუ დაფინანსება ხელმისაწვდომია შემდეგნაირად:
The Guidelines are applicable as well if funding is made available as follows:
145310.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 1
მანდატის შემთხვევაში, თუ სამანდატო სახსრების მიმწოდებელთან სხვა რამ არ არის შეთანხმებული;
In the case of mandates, unless where otherwise agreed with the provider of the mandate funds;
145311.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 1
KfW-ისა და განვითარების მიმართულების ერთი ან მეტი პარტნიორის მხრიდან თანადაფინანსების შემთხვევაში.
In the case of co-financing by KfW and one or several other development partners.
145312.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 1
ამასთან, ასეთ შემთხვევაში, სახელმძღვანელო პრინციპები შეიძლება ჩანაცვლდეს მთლიანად ან ნაწილობრივ წესებით, რომელიც ერთობლივად შემუშავებულია განვითარების მიმართულების სხვა პარტნიორებთან ერთად შესყიდვის ნებისმიერი პროცედურის დაწყებამდე;
However, in such an event, the Guidelines may be, in all or in part, replaced by rules set out jointly with other development partners prior to any procurement procedure;
145313.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 1
წინასწარი ტენდერის ჩატარების შემთხვევაში, 1.6.6 მუხლის თანახმად;
In the case of advanced tendering as per Article 1.6.6;
145314.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 1
PEA-ს მიერ წინასწარდაფინანსებული კონტრაქტების შემთხვევაში, 1.6.7 მუხლის თანახმად;
In the case of Contracts pre-financed by the PEA as per Article 1.6.7;
145315.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 1
არაპირდაპირი დაფინანსების შემთხვევაში (მაგალითად, ბიუჯეტის დახმარება, პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხები, შესრულებაზე დაფუძნებული სესხები, ან ერთობლივი პროგრამები და ფონდები, მათ შორის ნდობის ფონდები მრავალრიცხოვანი დონორის მონაწილეობით) 1.6.8 მუხლის თანახმად;
In the case of indirect financing (e.g. budget support, policy-based lending, result-based lending or joint programs and funds including multi donor trust funds) as per Article 1.6.8;
145316.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 1
ფინანსური შუამავლების დაფინანსების გარკვეულ შემთხვევებში (მაგალითად, რეგიონალური ან ეროვნული განვითარების ბანკები ან ფონდები ან სპეციალიზირებული ფინანსური ინსტიტუტები) საბოლოო ბენეფიციარების ან მსესხებლების მიერ ეკონომიკური ან სოციალური ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად, 5.2 მუხლის შესაბამისად.
In certain cases of funding to financial intermediaries (e.g. regional or national development banks or funds or specialised financial institutions) for the financing of economic or social infrastructure by final beneficiaries or borrowers as per Article 5.2.
145317.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 1
სახელმძღვანელო მითითებები არ გამოიყენება, თუ ფინანსური შუამავალი სესხს გასცემს კერძო მსესხებლებზე, რომლებიც ფინანსური რისკის ქვეშ არიან.
The Guidelines do not apply if the financial intermediary on-lends the funding to private borrowers which bear the financial risk.
145318.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 1
დაფინანსების ხელშეკრულების თანახმად, სახელმძღვანელო მითითებები სავალდებულოა PEA-სთვის და ნებისმიერი სხვა ორგანიზაციისთვის, რომელიც ოფიციალურად პასუხხ აგებს შესყიდვებზე.
In accordance with the Funding Agreement the Guidelines are binding on the PEA and any other entity officially in charge of procurement.
145319.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 1
სახელმძღვანელო მითითებები მოქმედებს სახელმწიფო შესყიდვების წესების ან ადგილობრივი მოქმედი სხვა კანონებისა და რეგულაციების შეუზღუდავად.
The Guidelines apply without prejudice to the Public Procurement Regulation or other applicable local laws and regulations.
145320.
განვითარების ბანკი (KfW) | შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებები, ნაწილი 1
სახელმძღვანელო მითითებებსა და სახელმწიფო შესყიდვების წესებს ან ადგილობრივ სხვა შესაბამის კანონებსა და რეგულაციებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, PEA იღებს ვალდებულებას, საკუთარი სურვილით და შეუფერხებლად KfW-ის მიაწოდოს ინფორმაცია.
In the case of a conflict between the Guidelines and the Public Procurement Regulation or other applicable local laws and regulations the PEA undertakes to inform KfW of its own accord and without undue delay.