მოიძებნა 668042 ჩანაწერი
146241.
განდი | ნაწილი IV, თავი XV
იმ დროს ჩემს ოფისში ოთხი ინდოელი მუშაობდა, ადვოკატები — კალიანდასი, მანეკლალი, გუნვანტრაი დესაი და კიდევ ერთი, ვის სახელსაც ვერ ვიხსენებ.
I had at that time four Indians in my office, – Sjts. Kalyandas, Maneklal, Gunvantrai Desai and another whose name I cannot recollect.
146242.
განდი | ნაწილი IV, თავი XV
კალანდასის თავი მამამისმა ჩამაბარა.
Kalyandas had been entrusted to me by his father.
146243.
განდი | ნაწილი IV, თავი XV
საბედნიეროდ, ის მაშინ დაოჯახებული არ იყო.
Fortunately he was unmarried then.
146244.
განდი | ნაწილი IV, თავი XV
დანარჩენებმაც თხოვნისთანავე გამოთქვეს მზადყოფნა.
The others expressed their readiness as soon as they were asked.
146245.
განდი | ნაწილი IV, თავი XV
„სადაც თქვენ ხართ, ჩვენც იქ ვიქნებით.“
'Where you are, we will also be'.
146246.
განდი | ნაწილი IV, თავი XV
მისტერ რიტჩს დიდი ოჯახი ჰყავდა.
Mr. Ritch had a large family.
146247.
განდი | ნაწილი IV, თავი XV
ავადმყოფების მოვლას ბევრი არფერი სჭირდებოდა.
There was not much nursing required.
146248.
განდი | ნაწილი IV, თავი XV
რამდენადაც მახსოვს, იმ ღამეს არც ერთი ავადმყოფი არ დაგვიკარგავს.
So far as I can recollect, we pulled all the patients through that night.
146249.
განდი | ნაწილი IV, თავი XV
მას სულ ცოტა, კიდევ ორი თავი უნდა მივუძღვნა.
I must devote to it at least two more chapters.
146250.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
შავი ჭირი — II.
THE BLACK PLAGUE – II.
146251.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
მან გულწრფელად აღიარა, რომ ქალაქის საბჭოს არ შესწევდა უნარი, ასეთ საგანგებო შემთხვევებს გამკლავებოდა.
He frankly confessed that the Town Council had no immediate means to cope with such an emergency.
146252.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
ქალაქის საბჭო, როგორც კი თავისი პასუხისმგებლობა გააცნობიერა, დაუყოვნებლივ შეუდგა ზომების მიღებას.
Once awakened to a sense of their duty, the Municipality made no delay in taking prompt measures.
146253.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
მუნიციპალიტეტს შენობის დასუფთავებაზე არ უზრუნია.
The Municipality did not undertake to clean the premises.
146254.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
შენობა მოუვლელი და უსუფთაო იყო.
The building was unkempt and unclean.
146255.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
მისი მოწესრიგება თვითონ მოგვიხდა.
We cleaned it up ourselves.
146256.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
რამდენიმე საწოლი და სხვა აუცილებელი ნივთები ქველმოქმედი ინდოელების შემწეობით ვიშოვეთ და დროებითი საავადმყოფო გავმართეთ.
We raised a few beds and other necessaries through the offices of charitable Indians, and improvised a temporary hospital.
146257.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
ხელმძღვანელად ისევ დოქტორი გოდფრი დატოვეს.
Dr. Godfrey still remained in charge.
146258.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
მაგრამ ჩვენ იშვიათად ვაძლევდით ნებას, მათ მიჰკარებოდა.
But we rarely allowed her to touch them.
146259.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
მითითება მოგვცეს, ავადმოყოფებისათვის რაც შეიძლება ხშირად მიგვეცა ბრენდი.
We had instructions to give the patients frequent doses of brandy.
146260.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
მედდამ გვთხოვა, თავდაცვის მიზნით ბრენდი ჩვენც დაგველია, რასაც თვითონაც აკეთებდა.
The nurse even asked us to take it for precaution, just as she was doing herself.