მოიძებნა 668042 ჩანაწერი
146221.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
მათი და სხვა მეგობრების წყალობით ჩრდილოეთ და სამხრეთ ინდოეთიდან ჩამოსულ ბევრ ინდოელს დავუახლოვდი.
Through these and other friends I came in intimate contact with numerous Indian settlers from North and South India.
146222.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
მე მათი მარტო იურიდიული მრჩეველი კი არ ვიყავი, არამედ — უფრო ძმა, მათი პირადი თუ საზოგადო ტკივილების და გაჭირვების თანამოზიარე.
I became more their brother than a mere legal adviser, and shared in all their private and public sorrows and hardships.
146223.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
ალბათ, ინტერესმოკლებული არ იქნება გაგიმხილოთ, რა სახელი შემარქვეს მაშინ ინდოელებმა.
It may be of some interest to know how the Indians used to name me.
146224.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
აბდულა შეთმა უარი თქვა მოემართა ჩემთვის სახელით „განდი“.
Abdulla Sheth refused to address me as Gandhi.
146225.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
საბედნიეროდ, არავის არასოდეს მოუმართავს შეურაცხმყოფელი სახელით „საჰიბი“ და არც არავინ მთვლიდა ასეთად.
None, fortunately, ever insulted me by calling or regarding me as 'saheb'.
146226.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
აბდულა შეთმა მშვენიერ სახელს მიაგნო – „ბაი“, რაც ძმას ნიშნავს.
Abdulla Sheth hit upon a fine appellation- 'bhai', i.e., brother.
146227.
განდი | ნაწილი IV, თავი XV
შავი ჭირი - I.
THE BLACK PLAGUE – I.
146228.
განდი | ნაწილი IV, თავი XV
ინდოელებს ისევ იმავე „ბინძურ“ უბანში უწევდათ ცხოვრება.
The Indians were suffered to stay in the same 'dirty' location.
146229.
განდი | ნაწილი IV, თავი XV
სისუფთავეს ასე თუ ისე იცავდნენ, თუნდაც კანონის შიშით.
They had to maintain some sort of cleanliness, if only for fear of the law.
146230.
განდი | ნაწილი IV, თავი XV
მოიჯარეთა რიცხვი მატულობდა და ამასთან ერთად მატულობდა სიბინძურე და უწესრიგობა.
The number of tenants increased, and with them the squalor and the disorder.
146231.
განდი | ნაწილი IV, თავი XV
შავი ჭირის გაცილებით უფრო საშიშმა და ფატალურმა ფილტვის ფორმამ.
There was a sudden outbreak of the black plague.
146232.
განდი | ნაწილი IV, თავი XV
მაღაროს მუშების უმრავლესობა შავკანიანი იყო.
The workers in the mine were for the most part Negroes.
146233.
განდი | ნაწილი IV, თავი XV
მაღაროს სიახლოვეს ინდოელები მუშაობდნენ.
There were a few Indians also working in connection with the mine.
146234.
განდი | ნაწილი IV, თავი XV
ადვოკატი უშიშარი ადამიანი იყო.
He was a fearless man.
146235.
განდი | ნაწილი IV, თავი XV
ფანქრით დაწერილი ამ შინარსის ბარათი გამომიგზავნა:
He sent a pencil-note to me to the following effect:
146236.
განდი | ნაწილი IV, თავი XV
„შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა. ახლავე უნდა მოხვიდეთ“.
'There has been a sudden outbreak of the black plague. You must come immediately'.
146237.
განდი | ნაწილი IV, თავი XV
„სასწრაფო ზომებია მისაღები, თორემ საშინელება დატრიალდება“.
'Prompt measures are to be taken, otherwise we must be prepared for dire consequences'.
146238.
განდი | ნაწილი IV, თავი XV
„გთხოვთ, დაუყოვნებლივ ჩამობრძანდეთ.“
'Please come immediately.'
146239.
განდი | ნაწილი IV, თავი XV
ადვოკატმა მადანგითმა უყოყმანოდ გააღო ერთი მიტოვებული სახლის კარი და ყველა ავადმყოფი იქ მოათავსა.
Sjt. Madanjit bravely broke open the lock of a vacant house, and put all the patients there.
146240.
განდი | ნაწილი IV, თავი XV
მაგრამ ოცდასამი ავადმყოფის მოვლას მხოლოდ ჩვენ სამნი ვერ აუვიდოდით.
But twenty-three patients were more than three of us could cope with.