მოიძებნა 668042 ჩანაწერი
146261.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
მაგრამ არც ერთი ჩვენგანი მას არ გაჰკარებია.
But none of us would touch it.
146262.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
ამასობაში მუნიციპალიტეტმა ახალ ღონისძიებებს მიმართა.
Meanwhile the Municipality was busy taking new measures.
146263.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
იოჰანესბურგიდან შვიდი მილის მანძილზე ინფექციურ ავადმყოფთა ლაზარეთი მდებარეობდა.
There was a lazaretto for contagious diseases about seven miles from Johannesburg.
146264.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
გადარჩენილი ორი ავადმყოფი იმ ლაზარეთის მახლობლად კარავში გადაიყვანეს.
The two surviving patients were removed to tents near the lazaretto.
146265.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
აუხსნელია, რამ გადაარჩინა ის ორი ავადმყოფი.
It is impossible to say how the two patients were saved.
146266.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
მაგრამ ამ ექსპერიმენტმა კიდევ უფრო გამიძლიერა მიწით მკურნალობისადმი რწმენა.
But the experience enhanced my faith in earth treatment.
146267.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
ვიცი, რომ არც ჩემს ამ რწმენას და არც სკეპტიციზმს არ გააჩნია მყარი საფუძველი, მაგრამ მაშინ მიღებული შთაბეჭდილებისაგან მაინც ვერ განვთავისუფლდი.
I know that neither this faith nor this skepticism is based upon any solid grounds, but I still retain the impression which I then received.
146268.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
შავი ჭირის აფეთქებისთანავე პრესაში მწვავე წერილი გამოვაქვეყნე.
On the outbreak of the plague, I had addressed a strong letter to the press.
146269.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
საჭმელად ვეგეტარიანულ რესტორან ში დავდიოდი.
I used to have my meals at a vegetarian restaurant.
146270.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
იქ მისტერ ალბერტ ვესტი გავიცანი.
Here I met Mr. Albert West.
146271.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
ყოველ საღამოს რესტორანში ვხვდებოდით ერთმანეთს და ნასადილევს სასეირნოდ დავდიოდით.
We used to meet in the restaurant every evening and go out walking after dinner.
146272.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
მან წაიკითხა ჩემი წერილი შავი ჭირის თაობაზე და როცა რესტორანში ვერ დამინახა, აფორიაქდა.
He read my letter about the outbreak of the plague and, not finding me in the restaurant, felt uneasy.
146273.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
მეც და ჩემმა თანამშრომლებმაც შავი ჭირის აფეთქების დღიდან კვების რაციონი შევიზღუდეთ, რადგან ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე გავიხადე წესად ეპიდემიის დროს საკვების შემცირება.
My co-workers and I had reduced our diet since the outbreak of the plague, as I had long made it a rule to go on a light diet during epidemics.
146274.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
რესტორნის მფლობელს კარგად ვიცნობდი და ვუთხარი, რომ შავი ჭირით დაავადებულ ავადმყოფებს ვუვლიდი.
I knew the proprietor of the restaurant very well, and I had informed him that, as I was engaged in nursing the plague patients.
146275.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
კარი გავაღე თუ არა, მისტერ ვესტმა მითხრა: „რესტორანში ვერ გნახეთ და შემეშინდა, რამე ხომ არ დაგემართათ“.
As I opened the door Mr. West said: 'I did not find you in the restaurant and was really afraid lest something should have happened to you'.
146276.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
„ამიტომ გადავწყვიტე, მოვსულიყავი და მენახეთ“.
'So I decided to come and see you'.
146277.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
„თქვენს განკარგულებაში მიგულეთ“.
'Here I am at your disposal'.
146278.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
„მზად ვარ, ავადმყოფების მოვლაში დაგეხმაროთ“.
'I am ready to help in nursing the patients'.
146279.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
მადლობა გადავუხადე და ისე, რომ არც კი დავფიქრებულვარ, მივუგე: „მომვლელად თქვენ არ მჭირდებით“.
I expressed my gratitude, and without taking even a second to think, replied: 'I will not have you as a nurse.
146280.
განდი | ნაწილი IV, თავი XVI
„თუ მეტი შემთხვევა აღარ იქნება, ჩვენც ერთ-ორ დღეში გავთავისუფლდებით.“
'If there are no more cases, we shall be free in a day or two.'