მოიძებნა 668042 ჩანაწერი
146201.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
ინდოეთში „ყული“ უბრალოდ მტვირთავს ან დაქირავებულ მოჯამაგირეს ნიშნავს, მაგრამ სამხრეთ აფრიკაში ამ სიტყვამ დამამცირებელი შინაარსი შეიძინა.
The word 'coolie' in India means only a porter or hired workman, but in South Africa it has a contemptuous connotation.
146202.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
იოჰანესბურგში ერთი ასეთი დასახლება იყო, მაგრამ თუ სხვაგან ინდოელები მიწისა და სახლის შესყიდვის უფლებით სარგებლობდნენ, იოჰანესბურგელ ინდოელებს ნაკვეთები 99-წლიანი იჯარით გადაეცათ.
Johannesburg had one such location, but unlike other places with locations where the Indians had tenancy rights, in the Johannesburg location the Indians had acquired their plots on a lease of 99 years.
146203.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
გარდა იმისა, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტი საპირფარეშოების რეგულარულ დასუფთავებაზე არ ზრუნავდა, უბანი ელემენტარული სანიტარული პირობებითაც არ იყო უზრუნველყოფილი, გზებსა და განათებაზე რომ არაფერი ვთქვათ.
Beyond arranging to clean the latrines in the location in a haphazard way, the Municipality did nothing to provide any sanitary facilities, much less good roads or lights.
146204.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
საზღვარგარეთ ხალხი, ჩვეულებრივ, სიმდიდრის მოსახვეჭად და სავაჭროდ მიემგზავრება, მაგრამ სამხრეთ აფრიკაში ჩასული ინდური მოსახლეობის დიდი ნაწილი უწიგნური, ღატაკი მიწათმოქმედი იყო.
Usually, people migrate abroad in search of wealth and trade, but the bulk of the Indians who went to South Africa were ignorant, pauper agriculturists.
146205.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
ასეთი იყო საქმის ვითარება, როცა მე იოჰანესბურგში დავსახლდი.
This was the condition of things when I settled in Johannesburg.
146206.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
ინდოელ მოსახლეებს, ვისაც მიწაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ, ბუნებრივია, კომპენსაცია ეკუთვნოდათ.
The settlers, having proprietary rights in their land, were naturally entitled to compensation.
146207.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
თუ მოსახლეს ხელს არ აძლევდა ქალაქის თვითმმართველობის მიერ შეთავაზებული კომპენსაცია, მას უფლება ჰქონდა ტრიბუნალისათვის აპელაციით მიემართა.
If the tenant was not prepared to accept the offer of the Municipality, he had a right to appeal to the tribunal.
146208.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
მოიჯარეთა უმეტესობამ თავიანთ იურიდიულ მრჩევლად მე დამასახელა.
Most of the tenants engaged me as their legal adviser.
146209.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
ასევე შევთავაზე, რომ მათ მიერ გადახდილი თანხის ნახევარი ღარიბთა საავადმყოფოს ან რაიმე მსგავსი დაწესებულების ასაშენებლად გაგვეღო.
I also told them that I proposed to set apart half of the money paid by them for the building of a hospital or similar institution for the poor.
146210.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
ეს აზრი, ბუნებრივია, ყველამ მოიწონა.
This idea naturally pleased them all.
146211.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
70 საქმიდან მხოლოდ ერთი წავაგეთ.
Out of about 70 cases only one was lost.
146212.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
ასე რომ, ანაზღაურებამ კარგა დიდი თანხა შეადგინა.
So the fees amounted to a fairly big figure.
146213.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
გამუდმებით კლიენტებით ვიყავი გარემოცული.
The clients always surrounded me.
146214.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
მათი უმეტესობა ხელშეკრულებით ჩამოსული მოჯამაგირეები იყვნენ ბიჰარიდან, მისი შემოგარენიდან და სამხრეთ ინდოეთიდან.
Most of them were originally indentured labourers from Bihar and its neighbourhood and from South India.
146215.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
მათ შექმნეს კავშირი, რომელიც თავისუფალი ინდოელი ხელოსნებისა და ვაჭრების საზოგადოებისაგან დამოუკიდებლად არსებობდა.
They had formed an association of their own, separate from that of the free Indian merchants and traders.
146216.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
ზოგიერთი მათგანი გულღია, გონებაგახსნილი, მებრძოლი სულიკვეთების მქონე ადამიანი იყო.
Some of them were open-hearted, liberal men and had high character.
146217.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
მათი ლიდერები იყვნენ კავშირის პრეზიდენტი ადვოკატი ჯაირამსინგი და ადვოკატი ბადრი, რომელიც ტოლს არ უდებდა პრეზიდენტს.
Their leaders were Sjt. Jairamsing, the president, and Sjt. Badri, who was as good as the president.
146218.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
დღეს არც ერთი აღარ არის ცოცხალი.
Both of them are now no more.
146219.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
ორივემ უაღრესად დიდი დახმარება გამიწია.
They both were exceedingly helpful to me.
146220.
განდი | ნაწილი IV, თავი XIV
ადვოკატი ბადრი ძალიან დამიახლოვდა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სატიაგრაჰაში.
Sjt. Badri came in very close contact with me and took a prominent part in Satyagraha.