მოიძებნა 668042 ჩანაწერი
147301.
ეისითი, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი | 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
აქ აღსანიშნავია, რომ გამოკითხული მამაკაცების საშუალო ხელფასი უფრო მაღალია და 782 ლარს შეადგენს, ქალების შემთხვევაში კი 535 ლარია საშუალო ანაზღაურება.
It is worth mentioning that average salary of inquired men is higher and equals 782 GEL while average wages of women is 535 GEL.
147302.
ეისითი, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი | 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
რაც შეეხება სამუშაო მოთხოვნებსა და კვალიფიკაციას შორის შესაბამისობას, უმეტეს შემთხვევაში ისინი თანხვედრაშია, კურსდამთავრებულთა 27% თვლის, რომ მათი კვალიფიკაცია უფრო მაღალია ვიდრე სამუშაო მოთხოვნები, 4% არასაკმარისად მიიჩნევს კვალიფიკაციას, ხოლო 15%-მა აღნიშნა, რომ მათი კვალიფიკავია არ არის დაკავშირებული სამუშაოსთან.
As for match of working requirements and qualification, it is matching in the majority of cases, 27% of graduates believe that their qualification is higher than working requirements, 4% believe their qualification is not sufficient while 15% noted that their qualification is not related with work.
147303.
ეისითი, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი | 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
კურსდამთავრებულთა კმაყოფილება თავიანთი სამსახურით საკმაოდ მაღალია და მხოლოდ 7%-მა აღნიშნა, რომ არ არის კმაყოფილი სამსახურით.
Graduates are highly satisfied with their jobs and only 7% reported on not being satisfied.
147304.
ეისითი, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი | 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
61% კმაყოფილია ამჟამინდელი სამუშაოთი, ხოლო 32%-მა ნაწილობრივი კმაყოფილება გამოხატა.
61% of them are satisfied with their current job while 32% are partially satisfied.
147305.
ეისითი, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი | 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
როგორც ზემოთ აღნიშნა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ყოველი მეათე კურსდამთავრებული თვითდასაქმებულია.
As noted above, every tenth graduate are self-employed.
147306.
ეისითი, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი | 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
მათგან მხოლოდ 5 რესპონდენტს მოუწია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა სამუშაოს მოთხოვნებიდან გამომდინარე.
Only 5 of them had to relocate because of job requirements.
147307.
ეისითი, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი | 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
ისევე როგორც დასაქმებულთა შემთხვევაში, თვითდასაქმებულთა უმრავლესობაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული სპეციალობით საქმიანობს და მათგან 44%-მა მიუთითა პირდაპირი კავშირის შესახებ, მეოთხედმა ნაწილობრივი კავშირი დაადასტურა.
Similar to hired employees, the majority of self-employed respondents works with the specialization they acquired at VET school and 44% of them reported on direct correlation, one fifth confirmed partial correlation.
147308.
ეისითი, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი | 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
ხოლო 32%-ის განცხადებით თვითდასაქმების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა არანაირ კავშირში არ არის მათ მიერ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ სპეციალობასთან.
While 32% declared that the activity they carry out is no way related with the specialization they acquired at VET school.
147309.
ეისითი, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი | 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
თვითდასაქმების ფარგლებში წარმოებული საქმიანობები საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა, წამყვან მიმართულებას სოფლის მეურნეობა წარმოადგენს.
Activities carried out within self-employment are quite diverse, but the leading field is agriculture.
147310.
ეისითი, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი | 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
შრომის ანაზღაურების კუთხით, დაქირავებით დასაქმებულთა სეგმენტთან შედარებით ჯამური საშუალო ხელფასი თვითდასაქმებულებში საგრძნობლად მაღალია და 1066 ლარს შეადგენს.
As for wages, compared to hired employees, average monthly salary of self-employed respondents is significantly higher and amounts 1066 GEL.
147311.
ეისითი, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი | 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
ამ შემთხვევაშიც მამაკაცების საშუალო ხელფასი უფრო მაღალია ვიდრე ქალების.
In this case too, average salary of men is higher compared to women.
147312.
ეისითი, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი | 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
თვითდასაქმებულთა ნახევარმა განაცხადა, რომ ჰქონდა სურვილი საკუთარი ბიზნესის დაწყების, მესამედმა კი აღნიშნა, რომ სამსახურის ვერშოვნის გამო გადაწყვიტა თვითდასაქმებულიყო.
Half of self-employed respondents noted that they wanted to start their own business, one third decided to start self-employment as they could not find a job.
147313.
ეისითი, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი | 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
იმ კურსდამთავრებულებში, რომელთაც აქვთ საკუთარი ბიზნესი, მისი წამოწყების მთავარ მიზეზებად დაასახელეს საკუთარი ბიზნესის ქონის უპირატესობა, შესაბამისი პროფესიული განათლების ქონა და სხვადასხვა ტიპის რესურსის ქონა.
Those graduates who have their own business declared that main reasons are advantage of having your own business, having relevant vocational education and having various types of resources.
147314.
ეისითი, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი | 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
თვითდასაქმებულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მათი კვალიფიკაცია შესაბამისობაშია მათ საქმიანობასთან, 19%-ის აღქმით კვალიფიკაცია უფრო მაღალი აქვთ ვიდრე მოთხოვნები, 5% არ მიიჩნევს საკუთარ კვალიფიკაციას საკმარისად.
The majority of self-employed respondents noted that their qualification is related to their occupation, 19% perceive that their qualification is higher than requirements, 5% did not think their qualification is sufficient.
147315.
ეისითი, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი | 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
ხოლო საქმიანობასა და კვალიფიკაციას შორის კავშირის არქონის შესახებ თვითდასაქმებულთა 15%-მა მიუთითა.
While 15% of respondents reported on absence of connection between their occupation and qualification.
147316.
ეისითი, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი | 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
კმაყოფილების კუთხით, 75% სრულ კმაყოფილებას გამოხატავს, 22% ნაწილობრივ კმაყოფილია, ხოლო 3% არ არის კმაყოფილი საკუთარი შინამეურნეობა/ბიზნესი-ს ქონით.
Speaking of satisfaction, 75% of self-employed respondents are completely satisfied, 22% of them are partially satisfied while 3% of these respondents are not satisfied with having their own farm/business.
147317.
ეისითი, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი | 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
კვლევის ფარგლებში, მიმდინარე საქმიანობად, სტაჟირება/შეგირდად მუშაობა მიუთითა გამოკითხულთაგან მხოლოდ 7-მა კურსდამთავრებულმა.
Within the scopes of the study, only 7 graduates reported on being an intern.
147318.
ეისითი, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი | 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
მათგან 3 კერძო დაწესებულებაშია, ხოლო 4 სახელმწიფოში.
3 of them are in private organizations while 4 are at state agencies.
147319.
ეისითი, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი | 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული სპეციალობით საქმიანობს 2 მათგანი, დარჩენილი 5 კურსდამთავრებულის საქმიანობა კი არანაირ კავშირში არ არის მიღებულ სპეციალობასთან და დამოუკიდებლად შეძლეს სტაჟიორად/შეგირდად მუშაობის დაწყება.
2 of them work with the specialization they acquired at VET school, occupation of the remaining 5 graduates are no way related to the specialization and they managed to start internship independently.
147320.
ეისითი, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი | 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში
4 მათგანი იღებს ანაზღაურებას, საკუთარი საქმიანობით უკმაყოფილება კი არცერთ მათგანს არ გამოუთქვამს.
4 of them receives salary and none of them are dissatisfied with their occupation.