მოიძებნა 668042 ჩანაწერი
147361.
განდი | ნაწილი IV, თავი XVII
დასახლებას მკაცრი დაცვა მიუჩინეს.
The location was put under a strong guard.
147362.
განდი | ნაწილი IV, თავი XVII
სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლა და გამოსვლა იკრძალებოდა.
The passage in and out being made impossible without special permission.
147363.
განდი | ნაწილი IV, თავი XVII
ადამიანები საშინელმა შიშმა მოიცვა, მაგრამ ჩემი იქ ყოფნა მათ ამხნევებდა.
The people were in a terrible fright, but my presence was a consolation to them.
147364.
განდი | ნაწილი IV, თავი XVII
ბევრი გაჭირვებული ადამიანი დანაზოგს, ჩვეულებრივ, მიწაში ჩამარხულს ინახავდა.
Many of the poor people used to hoard their savings underground.
147365.
განდი | ნაწილი IV, თავი XVII
ჩემს ოფისში ფულის ნიაღვარი შემოედინებოდა.
Streams of money poured into my office.
147366.
განდი | ნაწილი IV, თავი XVII
როგორღაც მაინც ვართმევდი საქმეს თავს.
I coped with the work somehow.
147367.
განდი | ნაწილი IV, თავი XVII
ვუთხარი, რომ ამ ფულის მის ბანკში შეტანა მომიწევდა.
I told him that I should have to deposit these moneys with him.
147368.
განდი | ნაწილი IV, თავი XVII
რასაკვირველია, ბანკები მონდომებულები იყვნენ, დიდი ოდენობით სპილენძი და ვერცხლი მიეღოთ.
The banks were by no means anxious to accept large amounts of copper and silver.
147369.
განდი | ნაწილი IV, თავი XVII
ბანკის მმართველი ყველანაირად დამეხმარა.
But the bank manager accommodated me in every way.
147370.
განდი | ნაწილი IV, თავი XVII
გადაწყდა, მთელი ფულისთვის დეზინფექცია ჩაგვეტარებინა მანამდე, ვიდრე ბანკში გაიგზავნებოდა.
It was decided to disinfect all the money before sending it to the bank.
147371.
განდი | ნაწილი IV, თავი XVII
რამდენადაც მახსოვს, ამ გზით ბანკში სამოცი ათასი გირვანქა სტერლინგის დეპოზიტი ჩაიდო.
So far as I can remember, nearly sixty thousand pounds were thus deposited.
147372.
განდი | ნაწილი IV, თავი XVII
დასახლების მცხოვრებლები საგანგებო მატარებლით გადაიყვანეს კლიპსპრუტის ფერმაში იოჰანესბურგის მახლობლად, სადაც მუნიცილპალიტეტმა ისინი სახელმწიფოს ხარჯზე სურსათით მოამარაგა.
The location residents were removed by special train to Klipspruit Farm near Johannesburg, where they were supplied with provisions by the Municipality at public expense.
147373.
განდი | ნაწილი IV, თავი XVII
კარვების ეს ქალაქი საომარ ბანაკს ჰგავდა.
This city under canvas looked like a military camp.
147374.
განდი | ნაწილი IV, თავი XVII
მე მათ ყოველდღე ვაკითხავდი ველოსიპედით.
I used to cycle out to them daily.
147375.
განდი | ნაწილი IV, თავი XVII
როცა არ უნდა მივსულიყავი, თავს სიმღერითა და ოხუნჯობით იქცევდნენ.
Whenever I went there I found them enjoying themselves with song and mirth.
147376.
განდი | ნაწილი IV, თავი XVII
რამდენადაც მახსოვს, დასახლება მეორე დღესვე ცეცხლს მისცეს.
So far as I recollect, the location was put to the flames on the very next day.
147377.
განდი | ნაწილი IV, თავი XVII
მუნიციპალიტეტმა დიდი ზარალი კი ნახა, მაგრამ წარმატებით შეაჩერა შავი ჭირის გავრცელება და ქალაქმა ისევ შვებით ამოისუნთქა.
The Municipality had to incur heavy expenditure, but it successfully arrested the further progress of the plague, and the city once more breathed freely.
147378.
განდი | ნაწილი IV, თავი XVIII
მისტერ პოლაკიც ვეგეტარიანულ რესტორანში გავიცანი, ისე, როგორც მისტერ ვესტი.
I made the acquaintance of Mr. Polak in the vegetarian restaurant, just as I had made that of Mr. West.
147379.
განდი | ნაწილი IV, თავი XVIII
„მე „კრიტიკის“ რედაქტორის მოადგილე ვარ, – მითხრა მან, – როცა პრესაში თქვენი წერილი წავიკითხე შავი ჭირის შესახებ, ძალიან მომინდა თქვენი გაცნობა“.
'I am sub-editor of 'The Critic,' he said 'When I read your letter to the press about the plague, I felt a strong desire to see you'.
147380.
განდი | ნაწილი IV, თავი XVIII
„მოხარული ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა.“
'I am glad to have this opportunity.'