მოიძებნა 668042 ჩანაწერი
148321.
განდი | ნაწილი IV, თავი XX
ყველა ღელავდა.
Everyone was anxious.
148322.
განდი | ნაწილი IV, თავი XX
„მანქანა არ იქოქება. ვშიშობ, გაზეთს დროულად ვერ გამოვცემთ.“
'The engine will not work, I am afraid we cannot issue the paper in time.'
148323.
განდი | ნაწილი IV, თავი XX
„თუ ასეა, ვერაფერს ვიზამთ.“
'If that is the case, we cannot help it'.
148324.
განდი | ნაწილი IV, თავი XX
„რა აზრი აქვს ცრემლის ღვრას.“
'No use shedding tears'.
148325.
განდი | ნაწილი IV, თავი XX
„მქნევარა ბორბალზე რას იტყვით?“
'What about the hand-wheel?'
148326.
განდი | ნაწილი IV, თავი XX
„ამ საქმეს მარტო ჩვენ ვერ გავწვდებით.“
'We are not enough to cope with the job'.
148327.
განდი | ნაწილი IV, თავი XX
სამშენებლო სამუშაო ჯერ არ დაგვესრულებინა, ასე რომ, დურგლები ჯერ კიდევ ჩვენთან იყვნენ.
Building work had not yet been finished, so the carpenters were still with us.
148328.
განდი | ნაწილი IV, თავი XX
გამომცემლობის იატაკზე ეძინათ.
They were sleeping on the press floor.
148329.
განდი | ნაწილი IV, თავი XX
მათზე მივუთითე და ვუთხარი.
I said pointing to them.
148330.
განდი | ნაწილი IV, თავი XX
„დურგლების გაღვიძებას მე ვერ გავბედავ.“
'I dare not wake up the carpenters'.
148331.
განდი | ნაწილი IV, თავი XX
„ჩვენი ბიჭები კი მეტისმეტად გადაიღალნენ,“ – მომიგო ვესტმა.
'And our men are really too tired,' said West.
148332.
განდი | ნაწილი IV, თავი XX
„კეთილი, მაგათ მე მოველაპარაკები,“ – ვუთხარი მე.
'Well, that's for me to negotiate,' said I.
148333.
განდი | ნაწილი IV, თავი XX
დურგლები გავაღვიძე.
I woke up the carpenters.
148334.
განდი | ნაწილი IV, თავი XX
ხვეწნა არ დასჭირვებიათ.
They needed no pressure.
148335.
განდი | ნაწილი IV, თავი XX
მომიგეს: „თუ ასეთ საგანგებო ვითარებაში არ გამოგადექით, აბა, მაშინ რისი მაქნისები ვართ?!“
They said, 'If we cannot be called upon in an emergency, what use are we?'
148336.
განდი | ნაწილი IV, თავი XX
„თქვენ დაისვენეთ, ჩვენ კი ბორბალს ავამუშავებთ.“
'You rest yourselves and we will work the wheel.'
148337.
განდი | ნაწილი IV, თავი XX
„ეგ ჩვენ არ გაგვიჭირდება.“
'For us it is easy work.'
148338.
განდი | ნაწილი IV, თავი XX
ვესტი ცას ეწია სიხარულით და როცა მუშაობას შევუდექით, ღიღინიც კი წამოიწყო.
West was greatly delighted and started singing a hymn as we set to work.
148339.
განდი | ნაწილი IV, თავი XX
მე დურგლებს შევუამხანაგდი, დანარჩენები რიგ-რიგობით გვეხმარებოდნენ და ასე ვიმუშავეთ დილის 7 საათამდე.
I partnered the carpenters, all the rest joined turn by turn, and thus we went on until 7 a.m.
148340.
განდი | ნაწილი IV, თავი XX
მაგრამ ჯერ კიდევ ბლომად საქმე იყო გასაკეთებელი.
There was still a good deal to do.