მოიძებნა 668068 ჩანაწერი
15201.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
პირველი ბრძოლა მოხდა Zū-l-Qa‛da-ს თვეში, ჰიჯრადან 618 წელს. პირველი შეტაკებისას დაღუპულ ქართველთა რაოდენობამ დაახლოებით ათი ათსს მიაღწია, მეორე შეტაკებისას კი − ოცდაათი ათასს.
In the first battle that took place in the month Ẕū-l-Qa‛da, 618 AH the number of the Georgian casualties is estimated at about ten thousand, while in the second one their losses numbered thirty thousand.
15202.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
კირაკოს განძაკელი, რომელიც ასევე ამ მოვლენების თანამედროვე მემატიანე იყო, ამ ბრძოლათაგან ერთ-ერთს დეტალურად აღწერს.
Kirakos Gandzaketsi, also a contemporary of these events, mentions only one battle, which he describes in detail.
15203.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ეს ბრძოლა, განძაკელის თანახმად, ჰუნანის ველზე მოხდა ახ.წ.1220 წელს, ხოლო მისი თანამემამულე ვარდან დიდის თანახმად კი −1221 წელს, რაც ემთხვევა იბნ ალ-აშირის მიერ მოცემულ თარიღს.
It is the battle in the valley called Hunnan, which is dated in his chronicle to 1220 AD, but his compatriot Vardan the Great believes it was in 1221 AD, which corresponds to the date mentioned by Ibn al-Asīr.
15204.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
თავდაპირველად ქართველებმა, მეფე გიორგი ლაშასა და მთავარსარდალ ივანეს მეთაურობით, უპირატესობა მოიპოვეს და მონღოლთა ჯარებს დაედევნენ. მაგრამ უეცრად მტრის ახალმა ლაშქარმა მიიტანა საფრიდან მათზე იერიში, ქართველების ჯარს ალყა შემოარტყა და გაანადგურა.
At first the Georgians, led by the king Georg Laša and the commander Ivane, seemed to gain a victory. They were pursuing the Mongol troops, but suddenly another part of the enemy sprang out of an ambush, having surrounded the Georgian army, which was finally exterminated.
15205.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
აღსანიშნავია, რომ ამგვარი მანევრი დამახასიათებელი იყო მონღოლი მებრძოლებისთვის.
Such a manoeuvre was a usual method employed by the Mongols.
15206.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
პირველი ბრძოლა, რომელიც ჰიმნშია აღწერილი, სავარაუდოდ ჰუნანის ველზე მომხდარ ბრძოლას ასახავს, რასაც ზოგიერთი დეტალი გვაფიქრებინებს:
The first battle mentioned in the hymn is most likely the one which took place at Hunnan. Some episodes mentioned in it confirm such an identification:
15207.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ბრძოლის შემდეგ, გამარჯვების მიუხედავად, მონღოლებს თბილისი კი არ აუღიათ, არამედ დატოვეს ის.
After this battle, none the less, the Mongols did not capture Tiflis, but instead departed.
15208.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
შესაბამისად, აშკარაა, რომ თბილისის განადგურება და სხვა საზარელი ფაქტები, რომლებიც ჰიმნშია აღწერილი, სხვა დამპყრობლებმა ჩაიდინეს.
So, it is clear that the devastation of Tiflis, and all the terrors following it, described in the hymn should be an act of some other conquerors.
15209.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ასეთი გამანადგურებელი შედეგები მოჰყვა, მაგალითად, ხვარაზმის შაჰ ჯალალ ედ-დინის მეთაურობით შემოსევას ახ. წ. 1225-1226 წლებში.
And indeed, such was an invasion of the army led by Khorasmshah Jalāl ad-Dīn in 1225–1226 AD.
15210.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ჰიმნის დასაწყისში მასში აღწერილი მოვლენები თარიღდება ჰიჯრადან 623 (ახ.წ. 1226 წლით).
At the beginning of the hymn the events are dated to 623 AH / 1226 AD.
15211.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ჯალალ ედ-დინმა, ნიჭიერმა მთავარსარდალმა, რომელიც წარმოშობით თურქმანთა დინასტიიდან იყო, დასავლეთ ირანი გააერთიანა და კავკასიის ქვეყნების დაპყრობა მოიწადინა.
Jalāl ad-Dīn, a talented commander originating from a Turkic dynasty, united Western Iran and had the ambition of conquering the Caucasus lands.
15212.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ამ მიზნით წამოიწყო ომი “მოღალატე” საქართველოს წინააღმდეგ.
He waged a war against ‘unfaithful’ Georgia.
15213.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ქართველებმა სამოციათასიანი ძლიერი ჯარი შეკრიბეს, რომელიც გარნის ციხის მახლობლად გამაგრდა.
The Georgians formed a sixty-thousand strong army, which was concentrated near the fortress of Garni.
15214.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
შიჰაბ ად-დინ მუჰამედ ან-ნასავი, სულთან ჯალალ-ედ-დინის პირადი მდივანი და მისი მემატიანე, შემდეგნაირად აღწერს ამ ბრძოლის დეტალებს:
Šihāb ad-Dīn Muhammad an-Nasawī, a personal secretary of sultan Jalāl ad-Dīn, the author of his suzerain’s biography, renders the details of this battle.
15215.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
სულთანმა გარნამდე მიაღწია და დაინახა მთაზე დაბანაკებული ქართველები, რომლებიც “მთაზე აღმართულ მაღალ მთას მოგაგონებდნენ”.
As the sultan reached Garni he saw the Georgians having settled on a mount “like a high mountain on a mountain”.
15216.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
მაგრამ სულთანს მათი ისევე არ ეშინოდა, როგორც მგლებს არ ეშინიათ საძოვარზე გასული ცხვრებისა”. შეტაკება ხვარაზმელთა ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.
“But the sultan feared them no more than wolves are afraid of the sheep grazing independently”.The combat ended with the complete victory of the Khorasmians.
15217.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
იმას, რომ ჰიმნში აღწერილი მეორე ბრძოლა გარნის ბრძოლაა, ამტკიცებს შემდეგი დეტალები, რომლებიც რეალურ მოვლენებს ემთხვევა:
It is very likely that the second battle of the hymn is that of Garni, for some parallels are evident:
15218.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ამ ბრძოლის შემდეგ ჯალალ ედ-დინის არმია თავრიზისაკენ გაემართა, შემდეგ კი კვლავ საქართველოში დაბრუნდა და თბილისზე მიიტანა იერიში.
After this battle Jalāl ad-Dīn’s army went to Tabriz, after which it came back to Georgia and marched to Tiflis.
15219.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
მათ რამდენიმე მცირე ბრძოლის შედეგად ქართველთ ჯარები დაამარცხეს.
They defeated the Georgian troops in several smaller battles.
15220.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
რუსუდანმა, ქართველთა დედოფალმა, თბილისი დატოვა და სამეფო კარის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისს შეაფარა თავი.
Rusudan, the queen of the Georgians, left Tiflis for Kutais together with her court.