მოიძებნა 668068 ჩანაწერი
15221.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
აქ ურწმუნოებში იგულისხმება თბილისელი მუსულმანები, რომლებიც მტერს დაეხმარნენ ქალაქის აღებაში.
Here, by the heathens the Muslims of Tiflis are meant, who helped their coreligionists to capture the city.
15222.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ხოლო იმას, თუ რის გამო იწოდებიან დამპყრობლები მოგვებად და წარმართებად, მოგვიანებით განვიხილავთ.
The reason for calling them Magians and pagans will be discussed below.
15223.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ის საშინელებანი, რომელიც ხვარაზმის შაჰის არმიამ დაატეხა თავს თბილისს, სხვადასხვა წყაროებშია აღწერილი.
The atrocities caused by Khorasmshahs’ army to Tiflis were described in different sources.
15224.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ჯალალ ედ-დინის მდივანი ან-ნასავიც ირწმუნება, რომ ქალაქში შეჭრის შემდეგ ხვარაზმელებმა ქართველი და სომეხი მოსახლეობა გაწყვიტეს.
Even Jalāl ad-Dīn’s secretary An-Nasawī reports that after the storming of the city all the Georgian and Armenian population was exterminated.
15225.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ქართული მატიანე ხვარაზმელთა მიერ თბილისის მკვიდრთა ხოცვა-ჟლეტას რომის იმპერატორთა მიერ იერუსალიმის აღებას ადარებს.
The Georgian chronicle compares the massacre in Tiflis with that made by the Roman emperors in Jerusalem.
15226.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ამგვარად, ჰიმნის ავტორის მიერ აღწერილი საზარელი მოვლენები მხოლოდ პოეტური გაზვიადება როდია.
Thus, the terrible descriptions made by the author of the hymn are not a poetic exaggeration.
15227.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
კირაკოს განძაკელი თავის მატიანეში აღწერს ხვარაზმელთა მიერ ეკლესიათა განადგურებას, ჯვრების დამტვრევას, თბილისის მკვიდრ ქალებზე ძალადობას, და ამასვე იუწყება ჰიმნის ავტორი.
Kirakos Gandzaketsy describes the devastation of the churches, the breaking of crosses, the raping of women at Tiflis, and so does the author of the hymn.
15228.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
სხვადასხვა წყაროები ცხადყოფს იმასაც, რომ ჯალალ ედ-დინი მოსახლეობას აიძულებდა, ისლამი მიეღოთ.
It is also known from different sources that Jalāl ad-Dīn forced the people to adopt Islam.
15229.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
მათ, ვინც რელიგიის შეცვლაზე უარს აცხადებდა, მდინარე მტკვარზე გადებულ ხიდზე ხოცავდნენ. ამ ხიდს მოგვიანებით ათი ათასი მოწამის ხიდი ეწოდა.
Those that refused were killed on the bridge over the Kura river, called later The Bridge of the ten thousand martyrs.
15230.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ჰიმნში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაზვიადებული არაა გამანადგურებელი შემოსევის აღწერა.
Neither is the detailed description of plundering an exaggeration in the hymn.
15231.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ჯალალ ედ-დინის მდივანი აღნიშნავს, რომ “სულთანმა ხელში ჩაიგდო წლების განმავლობაში მოგროვებული საუნჯე.
Even Jalāl ad-Dīn’s secretary mentions that “the Sultan got everything that had been collected over the ages.
15232.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ყველაზე ბრძენი კაციც კი ვერ მოსთვლიდა მის მიერ მოპოვებულ ნადავლს, ნუსხანი არ ეყოფოდა ხვარაზმელთა მიერ მოპოვებული საგაძურის ჩამოთვლას.
The fingers of the most skilful man could not calculate all this, and in the piles of the lists it would have been too tight to number it’.
15233.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ჰიმნში მოხსენიებული მამაცი გმირი შარვა შალვა ახალციხელია, ივანე ახალციხელის ძმა. ორივე მათგანი სახელგანთქმული ქართველი მებრძოლი იყო.
The brave hero Šarwā mentioned in the hymn is Shalva Akhaltsykheli, a brother of Ivane Akhaltsykheli, both famous Georgian warriors.
15234.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
უნდა აღინიშნოს, რომ შალვა სინამდვილეში გარნთან ბრძოლისას ხვარაზმელებმა შეიპყრეს, და არა მონღოლებმა ჰუნანთან, როგორც ამას ჰიმნი ამტკიცებს.
But in fact Shalva was captured in the battle of Garni by the Khorasmians, not at Hunnan, fighting the Mongols as it follows from the hymn.
15235.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ეს ორი თარიღი პოეტურ ტექსტში არეულია. ასევე, ერთმანეთთანაა გაიგივებული ორი სხვადასხვა დამპყრობლის ჯარი.
These two events are confused in this poetic text, and so are the two different invaders’ armies.
15236.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
მონღოლები და ხვარაზმელები ერთად იხსენიებიან მისტიურ მოგვთა ძალად.
They have been merged and transformed into one mysterious Magians’ force.
15237.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ისტორიული შალვა ხვარაზმელებმა დაატყვევეს და, ან-ნასავის თანახმად, მოკლეს იმ წერილების გამო, რომლებითაც იგი აფხაზ დიდებულებს ჯალალ ედ-დინის მოსალოდნელი შემოსევის შესახებ აფრთხილებდა.
The historical Shalva was captured by the Khorasmians and, according to An-Nasawī, he was killed because of the letters he had addressed to the Abkhaz princes warning them of Jalāl ad-Dīn’s raid on them.
15238.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
წერილები ჯალალ ედ-დინის ჯაშუშებმა აღმოაჩინეს.
The letters were captured by Jalāl ad-Dīn’s agents.
15239.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
შალვა, სულთნის ბრძანების თანახმად, ორ ნაწილად გასჩეხეს მდინარის ნაპირას.
Shalva was torn in two on the bank of the river by Jalāl ad-Dīn’s order.
15240.
ქართველოლოგი | ტომი 19, ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან
ჯუვაინი და რაშიდ ად-დინი არაფერს წერენ ამ წერილების შესახებ.
Jūvainī and Rašīd ad-Dīn do not mention anything about the letters.