მოიძებნა 668042 ჩანაწერი
155041.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
კვერულანტური ბოდვის მქონე პაციენტებთან ახლოს დგანან პარანოიდული მომჩივანები, რომლებსაც განუწყვეტლივ შეაქვთ სასამართლოში საჩივარი და უამრავი საქმის მოსმენაში იღებენ მონაწილეობას.
Closely related to querulant patients are paranoid litigants, who undertake a succession of lawsuits, and become involved in numerous court hearings.
155042.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
სასამართლო პროცესის მსვლელობისას ისინი შეიძლება უკიდურესად გაცხარდნენ და დაემუქრონ მოსამართლეებს.
During the court hearings they may become passionately angry and may make threats against the magistrates.
155043.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ბარუკს აღწერილი აქვს „რეფორმატორული ბოდვა“, რომელიც ეფუძნება რელიგიურ, ფილოსოფიურ ან პოლიტიკურ თემატიკას.
Baruk described "reformist delusions", which are based on religious, philosophical, or political themes.
155044.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
რეფორმატორული ბოდვის მქონე ადამიანები მუდმივად აკრიტიკებენ საზოგადოებას და ზოგჯერ დაგეგმილ ქმედებებსაც ახორციელებენ.
People with reformist delusions constantly criticize society and sometimes embark on elaborate courses of action.
155045.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
მათი ქცევა შეიძლება ძალადობრივიც იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბოდვას პოლიტიკური ხასიათი აქვს.
Their behaviour may be violent, particularly when the delusions are political.
155046.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს დიაგნოზი დაისვას ფსიქიატრიულ და არა პოლიტიკურ კონტექსტში, როგორც ეს საბჭოთა კავშირში ხდებოდა.
It is extremely important that this diagnosis is made on clear psychiatric grounds rather than political grounds, as occurred in the former Soviet Union.
155047.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
მცდარი იდენტიფიკაციის ბოდვითი სინდრომი.
Delusional misidentification syndrome.
155048.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ბოდვითი აშლილობების შემდეგი ჯგუფი მოიცავს არასწორი იდენტიფიკაციის სხვადასხვა ასპექტებს, რომლებიც საკუთარ თავს ან სხვა ადამიანებს ეხება.
Another group of delusional disorders involve different aspects of misidentification, either of the self or of other people.
155049.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
მას ხშირად ვხვდებით სხვა ფსიქოზური აშლილობების შემთხვევაში, განსაკუთრებით - შიზოფრენიისა და ორგანული აშლილობების დროს.
They often occur in other psychotic disorders, especially in schizophrenia and organic disorders.
155050.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
თუმცა, შეიძლება იზოლირებულადაც აღმოცენდეს და ამ შემთხვევაში მათ მცდარი იდენტიფიკაციის ბოდვით სინდრომს უწოდებენ.
However, they can also occur in isolation, and have been given the name of delusional misidentification syndrome.
155051.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ერთი არგუმენტი, რის საფუძველზეც ასეთი აშლილობები ერთ კატეგორიაში უნდა გაერთიანდნენ, არის ის, რომ ისინი, როგორც ჩანს, წარმოადგენენ „ადამიანის სახიდან წამოსული ინფორმაციის გადამუშავების დარღვევას“.
One argument for bringing them together in one category is that they all appear to be "face-processing disorders".
155052.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ისინი დაკავშირებულნი არიან მარჯვენა ჰემისფეროს უკანა წილის ანომალიასთან, სადაც, სახის ამოცნობის პროცესში მონაწილე სისტემა არის მოთავსებული.
They are associated with abnormalities in the posterior part of the right hemisphere, where the systems responsible for face recognition are located.
155053.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
აგრეთვე აღსანიშნავია ამ დარღვევების მჭიდრო კავშირი პროზოპაგნოზიის ნევროლოგიურ კატეგორიასთან, რაც არის კარგად ნაცნობი ადამიანების სახეების ამოცნობის უუნარობა.
Note also the close relationship of these disorders to the neurological category of prosopagnosia which is the inability to recognize familiar faces.
155054.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
საინტერესოა, რომ ამგვარი ბოდვა მხოლოდ რამდენიმე, ჩვეულებრივ ნაცნობ ადამიანს ეხება, ხოლო სხვა ადამიანების სახის და ობიექტების ამოცნობა არ არის დარღვეული.
Interestingly, the delusions are specific to a few, usually familiar, people, and recognition of other people's faces and objects is not impaired.
155055.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის რწმენა ბოდვითი ხასიათისაა, პაციენტს გაცნობიერებული აქვს, რომ ჩანაცვლებულ ადამიანს რაღაც სჭირს.
Although the beliefs are delusional, the patient is aware that something is wrong with the replacement person.
155056.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პაციენტი შეიძლება ძლიერ დისტრესს განიცდიდეს და ზოგჯერ იმ პიროვნების წინააღმდეგ იმოქმედოს, რომელიც, მისი აზრით, თვითმარქვიაა.
The patient may be extremely distressed, and may occasionally act against individuals whom they believe to be impostors.
155057.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
მცდარი იდენტიფიკაციის ბოდვის ოთხი ძირითადი ვარიანტია დადგენილი და თითოეულ შემთხვევაში საკამათოა სიმპტომებია ეს თუ სინდრომი.
Four main variants of delusional misidentification are recognized, in each case there is debate as to whether they constitute a symptom or a syndrome.
155058.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
კაპგრას სინდრომი.
Capgras syndrome.
155059.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პაციენტს სჯერა, რომ მისი ახლობელი ადამიანი ორეულით არის შეცვლილი.
The patient believes that a person closely related to her has been replaced by a double.
155060.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პაციენტი აღიარებს, რომ არასწორად იდენტიფიცირებული პიროვნება ძალიან ჰგავს მის ნაცნობს, მაგრამ მაინც დარწმუნებულია, რომ ეს ორი სხვადასხვა ადამიანია.
The patient accepts that the misidentified person has a strong resemblance to the familiar person, but still believes that they are two different people