მოიძებნა 668042 ჩანაწერი
155061.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ეს იშვიათი მდგომარეობაა და უფრო ხშირად მას ქალებთან ვხვდებით.
This condition is rare and is often seen in women.
155062.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ჩვეულია დეპერსონალიზაცია, დერეალიზაცია და დეჟავიუს განცდა.
The experience of depersonalization, derealization, or déjà vu is common.
155063.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ყველაზე ხშირად ამ დროს შიზოფრენიის დიაგნოზს სვამენ.
Schizophrenia is said to be the most frequent diagnosis.
155064.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
კაპგრას სინდრომის მქონე ზოგიერთი პაციენტი შეიძლება აგრესიულად მოიქცეს და თავს დაესხას წარმოსახვით ორეულს.
Some patients with Capgras syndrome may behave dangerously and even attack the presumed double.
155065.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
სინდრომი რედუპლიცირებული პარამნეზიის მაგალითს წარმოადგენს.
The syndrome is an example of a reduplicative paramnesia.
155066.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ფრეგოლის სინდრომი.
Fregoli syndrome.
155067.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ამ სინდრომს, ასევე, ფრეგოლის ბოდვას უწოდებენ.
This syndrome is also called the Fregoli delusion.
155068.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პაციენტს სჯერა, რომ ერთმა ან რამდენიმე ადამიანმა შეიცვალა გარეგნობა, რათა მის ახლობელს დამსგავსებოდა, ჩვეულებრივ, იმ მიზნით, რომ მის მიმართ დევნა განეხორციელებინა.
The patient believes that one or more individuals have changed their appearance to resemble familiar people, usually in order to persecute them.
155069.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ფრეგოლის სინდრომი პირველად 1927 წელს კურბონმა და ფაილმა აღწერეს.
Fregoli syndrome was originally described by Courbon and Fail in 1927.
155070.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ფრეგოლის სინდრომი უფრო იშვიათია, ვიდრე კაპგრას ბოდვა.
Fregoli syndrome is even rarer than the Capgras delusion.
155071.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ინტერმეტამორფოზის სინდრომი.
Intermetamorphosis syndrome.
155072.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ამ სინდრომის დროს პაციენტს სჯერა, რომ პიროვნებები როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ტრანსფორმირდებიან სხვა ადამიანად, ან, რომ ადამიანებმა ერთმანეთში იდენტურობა გაცვალეს.
In this syndrome, the patient believes that individuals have been transformed, both physically and psychologically, into another person or people, or that people have exchanged identities with each other.
155073.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
უნდა აღინიშნოს, რომ მცდარი იდენტიფიკაციის ბოდვის სხვა ფორმების მსგავსად, ინტერმეტამორფოზაც არ არის ჰალუცინაცია, ეს არის ინტერპრეტაცის და არა აღქმის პათოლოგიაა.
It should be noted, that as with the other forms of delusional misidentification, intermetamorphosis is not a hallucination, it is the abnormality of interpretation, not misperception.
155074.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
საკუთარი ორეულის სინდრომი.
The syndrome of subjective doubles.
155075.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
საკუთარი ორეულის სინდრომის დროს პაციენტს აღენიშნება ბოდვა, რომ სხვა პიროვნება ფიზიკურად მასში ტრანსფორმირდა, როგორც ეს ორეულის დროს ხდება.
In the syndrome of subjective doubles, the patient has the delusion that another person has been physically transformed into his own self, like a doppelganger.
155076.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ინდუცირებული ბოდვა.
Induced delusional disorder.
155077.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ზოგჯერ ადამიანს, რომელიც ახლო ურთიერთობაშია მეორე პიროვნებასთან, რომელსაც უკვე ჩამოყალიბებული აქვს ბოდვითი სისტემა, იგივე იდეები უყალიბდება.
Sometimes a person who is in a close relationship with someone who already has an established delusional system develops similar ideas.
155078.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ამ მდგომარეობას, თანაზიარ შეშლილობას უწოდებდნენ.
The condition has also been called communicated insanity.
155079.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ზუსტად არ არის ცნობილი ინდუცირებული ფსიქოზის სიხშირე, მაგრამ ის დაბალია.
The frequency of induced psychosis is not known, but it is low.
155080.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ზოგჯერ ინდუცირებულ ფსიქოზში ორ ადამიანზე მეტია ჩართული, მაგრამ ეს ძალზე იშვიათია.
Sometimes more than two people are involved in induced delusional disorder, but this is exceedingly rare.