მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157121.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც ოჯახის ექიმს და ფსიქიატრიულ პერსონალს შეიძლება გაუჭირდეს ფსიქიკური დარღვევის ამოცნობა ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენელში.
There are two reasons why general practitioners and psychiatric staff may fail to recognize mental disorder in members of ethnic minorities.
157122.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
პირველი, შეიძლება იყოს კომუნიკაციის პრობლემა, რომლის ნაწილობრივი დაძლევაც შესაძლებელია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ექიმის ჩართვით ან თარჯიმნის მოშველიებით.
First, there may be problems of communication, which could partly be overcome by the provision of doctors who are members of the ethnic minority or by providing interpreters.
157123.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
მეორე, ფსიქიკური აშლილობის გამოვლინება ზოგად პოპულაციასა და ეთნიკურ უმცირესობაში შეიძლება განსხვავებული იყოს.
Secondly, the presentation of psychiatric disorders may differ between members of ethnic minorities and the general population.
157124.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
საავადმყოფოების დახურვის შემდეგ შიშობდნენ, რომ ბევრი გაწერილი პაციენტი მიუსაფარი გახდებოდა, მაგრამ როდესაც დახურვა გეგმიურად განხორციელდა, მხოლოდ მცირე ნაწილი აღმოჩნდა ასეთ მდგომარეობაში.
When hospitals were closed, it was feared that many discharged patients would become homeless, but when closures were planned carefully, few of them became so.
157125.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
პერსისტენტული ფსიქიკური აშლილობის მქონე ახალგაზრდები.
Young people with persisting psychiatric disorder.
157126.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ფსიქიატრიული პაციენტების უმეტესი ნაწილის მკურნალობა შესაძლებელია ფსიქიატრიულ განყოფილებაში ხანმოკლე დაყოვნებით, რასაც უნდა მოჰყვეს ინტენსიური მომსახურება თემში.
Most psychiatric patients can be treated by means of a short stay in a psychiatric unit followed by intensive community care.
157127.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
მიუხედავად ამისა, არსებობს პაციენტების საკმარისად დიდი ჯგუფი, ის, ძირითადად, შედგება ახალგაზრდა მამაკაცებისგან, რომლებსაც აღენიშნებათ პერსისტენტული ფსიქოზური დაავადება და ესაჭიროებათ ხანგრძლივი მომსახურება.
However, there is an important group, composed mainly of young men with unremitting psychotic illness, who need prolonged care.
157128.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ასეთი ადამიანები ვერ ეგუებიან მწვავე შემთხვევებისთვის განკუთვნილი პალატის პირობებს, ამიტომ სჯობს მათი მკურნალობა შედარებით ნაკლებად სტრესულ გარემოში ჩატარდეს.
Such people do not fit well into an acute admission ward, and are helped more by treatment in a less stressful environment.
157129.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ბევრი მათგანის მკურნალობა შესაძლებელია პერსონალით კარგად აღჭურვილ ჰოსტელში („საავადმყოფო ჰოსტელი“) და მათი გადაყვანა მწვავე შემთხვევების ფსიქიატრიულ განყოფილებაში უნდა მოხდეს აშლილობის რეციდივის შემთხვევაში.
Many can be cared for in well-staffed hostels ("hospital hostels"), provided that they can be admitted to an acute psychiatric unit if their disorder relapses.
157130.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
თემში მოქმედი სერვისის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ამ ჯგუფის ბევრ წარმომადგენელს შეიძლება დასჭირდეს ინტენსიური დახმარება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
When planning community services, it has to be recognized that many members of this group are likely to require intensive care throughout their lives.
157131.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ადრეული ინტერვენციის სერვისი შემოღებულ იქნა ფსიქოზის პირველი ეპიზოდის მქონე პაციენტებისთვის.
Early intervention services have been introduced for people with first episodes of psychosis.
157132.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ასეთი პაციენტების უმეტესობას აქვს შიზოფრენია, რომელსაც, ხშირად, თან ახლავს პიროვნული აშლილობა ან ალკოჰოლის ავადმოხმარება და ნარკომოხმარება.
Most of these patients have schizophrenia, often accompanied by personality disorder or the misuse of alcohol or drugs.
157133.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
მხოლოდ მცირე ნაწილს აღენიშნება თავის ტვინის დაზიანება.
A few have brain damage.
157134.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
წარსულში პაციენტების ეს პატარა ჯგუფი წლების განმავლობაში რჩებოდა სტაციონარში, რადგან აგრესიული ქცევის პერიოდები ადრეულ ეტაპზევე დგინდებოდა და სწრაფადვე ხდებოდა დარღვევის მკურნალობა.
In the past, this small group remained in hospital for many years, where periods of aggressive behaviour could be identified early and treated quickly.
157135.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ინტენსიური ზედამხედველობის ფონზეც კი, ხშირად, რთულია პრობლემური ქცევის წინასწარმეტყველება.
Even with intensive supervision, problem behaviours are often difficult to predict.
157136.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
რადგან აგრესიული ქცევა შემაშფოთებელია და შეიძლება სხვებისთვის საზიანო გამოდგეს, საზოგადოება ხშირად კიცხავს ფსიქიატრიული სერვისების ეფექტურობას ამ მცირე ჯგუფის მომსახურების თვალსაზრისით.
Since aggressive behaviour is alarming and may endanger other people, the public tends to judge the effectiveness of a psychiatric service on the basis of its ability to care for this small group.
157137.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ცდილობენ შეამცირონ ფსიქიკურ აშლილობასთან ასოცირებული სტიგმა, ბევრი მათგანი არ ითხოვს დახმარებას, როცა ეს აშლილობა თვითონ ემართება.
Although doctors have tried to reduce the stigma associated with psychiatric disorder, many of them do not seek help if they develop such a disorder themselves.
157138.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
კარგია, როცა არსებობს ისეთი სისტემა, რომელიც ფსიქიკურად დაავადებულ ექიმს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს მკურნალობა თავისი სამსახურიდან მოშორებით.
It is helpful to provide special arrangements to enable psychiatrically ill doctors to obtain treatment away from their place of work.
157139.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ეს საკითხი ღიად უნდა განიხილებოდეს სამედიცინო სწავლების და ტრენინგის დროს.
This issue should be discussed openly during medical education and training.
157140.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ქრონიკული ან რეციდიული ფსიქიკური აშლილობის შემთხვევაში აღმოცენდება პრაქტიკული საქმიანობისთვის ვარგისიანობის რთული პრობლემა.
When psychiatric disorder is chronic or recurrent, difficult problems are encountered concerning fitness to practise.