მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157101.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
კარგი შედეგი ამაღლებს თვით-შეფასებას, ხოლო ანაზღაურება სტიმულს აძლევს პაციენტს.
Good results can be a source of self-esteem, and payment is a further incentive.
157102.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ადამიანების უმეტესობის მიზანია ჩვეულებრივ სამსახურში დაბრუნება.
For most people the aim is to return to ordinary work.
157103.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
იმათ, რომლებსაც ეს არ შეუძლიათ, ასწავლიან ისეთ საქმიანობას, როგორიცაა მებაღეობა, ხელობა ან კულინარია.
Those who cannot achieve this are trained for activities such as gardening, crafts, and cooking.
157104.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ყველა მათგანი აძლიერებს მიღწევის მოტივს და იძლევა დროის კონსტრუქტიულად გამოყენების საშუალებას.
All of which can provide a sense of achievement and a constructive use of time.
157105.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
სადაც კი ეს შესაძლებელია, სწავლება უნდა მიმდინარეობდეს ჩვეულებრივ, თემში არსებულ პირობებში, სპეციფიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული იზოლაციის და პოტენციური სტიგმატიზაციის თავიდან ასაცილებლად.
Where possible, training takes place in ordinary community facilities in order to avoid the segregation and potential stigmatization associated with special activities.
157106.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
კლინიკურმა პრაქტიკამ და კვლევამ გამოავლინა პაციენტების ისეთი ჯგუფები, რომელთა საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს ჩვეულებრივი ფსიქიატრიული სერვისები.
Clinical work and research have identified several groups of patients whose needs may not be fully met in the usual psychiatric services.
157107.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებს აქვთ სპეციალური საჭიროებები, რომლებიც მათ კულტურასთანაა დაკავშირებული.
Members of ethnic minorities have special needs, that are related to their culture.
157108.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ბევრის საჭიროებები დაკავშირებულია სიღარიბესთან და სხვა სოციალურად არახელსაყრელ პირობებთან.
Many also have needs related to poverty and other social disadvantage.
157109.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ზოგიერთი ახალი მიგრანტი ან ლტოლვილია.
Some are recent migrants or refugees.
157110.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები უფრო ხშირად წარმოადგენენ დისკრიმინაციის ობიექტს.
Members of ethnic minorities are also more subject to discrimination.
157111.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ორ ეთნიკურ უმცირესობას შორის არსებული განსხვავება შეიძლება უფრო დიდი იყოს, ვიდრე განსხვავება რომელიმე ერთ ეთნიკურ უმცირესობას და ზოგად პოპულაციას შორის.
The differences between two ethnic minorities may be greater than those between the first minority group and the general population.
157112.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ამიტომაც, არ არსებობს სერვისის ერთი საუკეთესო მოდელი, რომელიც გამოსადეგია ყველა ეთნიკური უმცირესობისთვის.
There is therefore no single best pattern of service applicable to members of all ethnic minorities.
157113.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები პოპულაციის უმეტესობასთან შედარებით უფრო იშვიათად იყენებენ მოქმედ სერვისებს.
Members of ethnic minorities are less likely to use services rather than the majority of the population.
157114.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ისინი ნაკლებად იღებენ კონსულტაციას ოჯახის ექიმისგან, როდესაც აღენიშნებათ ფსიქიკური აშლილობა.
They are less likely to consult general practitioners when they have a psychiatric disorder.
157115.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
მათთვის ნაკლებ მისაღებია რეფერალი ფსიქიატრიულ სერვისებში.
They are less likely to accept referral to psychiatric services.
157116.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ისინი, ნაკლებად ასრულებენ ექიმის დანიშნულებას.
They are less likely to comply with psychiatric treatment.
157117.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
როცა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ითხოვს დახმარებას, პერსონალს უფრო მეტად უჭირს ფსიქიკური აშლილობის იდენტიფიკაცია.
When members of ethnic minorities ask for help, professional staff are less likely to identify psychiatric disorder.
157118.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
პროფესიონალისთვის შედარებით რთულია დაავადებისა და მკურნალობის შესახებ ისეთი ტერმინებით საუბარი, რომელიც ითვალისწინებს პაციენტის შეხედულებებსა და კულტურას.
The professional is less able to explain illness and treatment in terms that take into account the beliefs and cultural background of the patient.
157119.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ბრიტანეთში ეს პრობლემები შეისწავლებოდა აზიურ და აფრო-კარიბულ პოპულაციაში.
In the UK, these problems have been studied among people of Asian and Afro-Caribbean origin.
157120.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ზოგიერთ ეთნიკურ უმცირესობაში, თავის შეკავება ფსიქიატრთან რეფერალისგან იმითაა გამოწვეული, რომ ამან, შეიძლება, პიროვნების ქორწინებას შეუშალოს ხელი.
In some ethnic minorities, referral to a psychiatrist is avoided because it can affect marriage prospects.