მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157341.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დსმ-IV ყურადღებას ამახვილებს დაავადების მიმდინარეობასა და ფუნქციურ გაუარესებაზე.
DSM-IV emphasizes course and functional impairment of the illness.
157342.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოტიპური აშლილობა შესულია ორივე კლასიფიკაციაში, მაგრამ დსმ-IV-ში პიროვნულ აშლილობადაა კლასიფიცირებული.
Schizotypal disorder is included in both classifications, but is categorized as a personality disorder in DSM-IV.
157343.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ასკ-10-ში მოცემულია შიზოფრენიის დამატებითი ქვეტიპები: მარტივი შიზოფრენია და პოსტშიზოფრენიული დეპრესია.
ICD-10 includes some additional subtypes, namely simple schizophrenia and post-schizophrenic depression.
157344.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დეზორგანიზებული შიზოფრენია, მოცემული დსმ-IV-ში, ასკ-10-ში წარმოდგენილია ჰებეფრენულ შიზოფრენიად.
Disorganized schizophrenia in DSM-IV is called hebe-phrenic schizophrenia in ICD-10.
157345.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიისმაგვარი აშლილობები.
Schizophrenia-like disorders.
157346.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის ნებისმიერი განმარტების შემთხვევაში, ყოველთვის არის ისეთი მდგომარეობები, რომლებიც ჰგავს შიზოფრენიას, მაგრამ მაინც ვერ აკმაყოფილებს დაავადების დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს.
Whatever definition of schizophrenia is adopted, there will be cases that resemble schizophrenia in some respects and yet do not meet the criteria for diagnosis.
157347.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დსმ-IV და ასკ-10 კლასიფიკაციებში ასეთი აშლილობები ოთხ ჯგუფადაა დაყოფილი.
In DSM-IV and ICD-10, these disorders are divided into four groups.
157348.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ბოდვითი აშლილობები (პარანოიდული ფსიქოზები).
Delusional disorders (paranoid psychoses).
157349.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ხანმოკლე ფსიქოზები.
Brief disorders.
157350.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
გამოხატული აშლილობები აფექტური სიმპტომებით.
Disorders accompanied by prominent affective symptoms.
157351.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
აშლილობები შიზოფრენიისთვის აუცილებელი ყველა კრიტერიუმის გარეშე.
Disorders without all of the symptoms required for schizophrenia.
157352.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დიაგნოზის დასმისთვის სოციალური და ოკუპაციური დისფუნქცია საჭირო არ არის.
Social and occupational dysfunction are not required in order to make the diagnosis.
157353.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ასკ-10 კლასიფიკაციაში შეტანილია მწვავე და გარდამავალი ფსიქოზური აშლილობების ჯგუფი.
In ICD-10 classification includes acute and transient psychotic disorder groups.
157354.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მათთვის დამახასიათებელია მწვავე დასაწყისი და სრული გამოჯანმრთელება 2-3 თვის მანძილზე.
Acute onset, and complete recovery within 2–3 months is characteristic for them.
157355.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
აშლილობა შეიძლება (თუმცა არა ყოველთვის) გამოწვეული იყოს სტრესული ცხოვრებისეული სიტუაციით.
The disorder may (or may not) be precipitated by a stressful life event.
157356.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ეს კატეგორია დაყოფილია რამდენიმე ურთიერთგადამფარავ და ამ მხრივ გაუგებარ ქვეტიპებად.
The category is then subdivided into several overlapping and somewhat confusing subtypes.
157357.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პირველი ორის შემთხვევაში - მწვავე პოლიმორფული ფსიქოზური აშლილობა შიზოფრენიისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ან სიმპტომების გარეშე, ჰალუცინაციები, ბოდვები და პერცეპტული დარღვევები თვალსაჩინო, მაგრამ თავისი ბუნებითა და სიმწვავით ცვალებადია.
In the first two, acute polymorphic psychotic disorders, with or without symptoms of schizophrenia, hallucinations, delusions, and perceptual disturbance are obvious, but change rapidly in nature and extent.
157358.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ხშირია თანდართული გუნებ-განწყობისა და მოტორული დარღვევები.
There are often accompanying changes in mood and motor behaviour.
157359.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მესამე ტიპი - მწვავე შიზოფრენიისმაგვარი ფსიქოზური აშლილობა, ისეთი მდგომარეობაა, როდესაც სახეზეა შიზოფრენიისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მაგრამ ერთ თვეზე ნაკლები ხანგრძლივობისაა.
A third subtype, acute schizophrenia-like psychotic disorder, is a condition, that meets the symptom criteria for schizophrenia but last for less than a month.
157360.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დანარჩენი შემთხვევები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ ქვეტიპის კრიტერიუმებს, შესულია სხვა მწვავე და გარდამავალი ფსიქოზების კატეგორიაში.
Residual cases that do not fit these subtypes of acute psychosis are under other acute psychotic episodes category.