მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157861.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პრემორბიდულად კარგი ფუნქციონირება.
Good premorbid functioning.
157862.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დაავადების ადრეული სტადია.
Being in the early stage of the disorder.
157863.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
სტაციონარში ყოფნის პერიოდი ან სტაციონირების შემდგომი პერიოდი.
Periods of hospitalization or period after discharge.
157864.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
გამოხატული ნეგატიური სიმპტომების მქონე პაციენტს სუიციდის მცდელობა ნაკლებად აღენიშნება.
Patients with pronounced negative symptoms are less likely to make suicide attempts.
157865.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
სუიციდი უფრო მეტად ასოცირებულია პოზიტიური სიმპტომების სიმწვავესთან, როგორიცაა აუდიტორული ჰალუცინაციები და კონტროლის ბოდვა.
Suicide may be associated with active positive symptoms such as auditory hallucinations or delusions of control.
157866.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ასეთი პაციენტების დეპრესიას და დაქვეითებულ თვითშეფასებას განაპირობებს ის, რომ ავადმყოფობამდე პაციენტს ჰქონდა მაღალი მოლოდინისა და პერსპექტიული მომავლის განცდა, რაც დაავადების გამო განადგურდა და დაინგრა.
Such patients often have depressive symptoms in the context of high premorbid expectations of themselves and dismay at how their future prospects were damaged because of their illness.
157867.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის დროს სუიციდის რისკის შემცირება ნიშნავს სუიციდის რისკ-ფაქტორების კარგ ცოდნასა და დეპრესიული სიმპტომების აქტიურ მკურნალობას.
Lowering the risk of suicide in schizophrenia involves being aware of and managing the relevant risk factors, and treating depressive symptoms vigorously.
157868.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
რანდომიზებული კვლევებით დადგენილია, რომ შიზოფრენიის დროს კლოზაპინი მნიშვნელოვნად ამცირებს სუიციდის რისკს, თუმცა ეფექტის ზომისა და მექანიზმის განსაზღვრისთვის დამატებითი კვლევებია საჭირო.
A randomized trial, suggest that clozapine treatment may significantly reduce suicide risk during schizophrenia, but the size and mechanism of this effect require further study.
157869.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის შესახებ საუბარი პაციენტებთან და მათ ახლობლებთან.
Discussing schizophrenia with patients and their carers.
157870.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის დროს, სხვა ფსიქოზურ დაავადებებთან შედარებით, მეტია გაუგებრობა და უფრო ძლიერი სტიგმა არსებობს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ტერმინების სწორად გამოყენება.
There is probably more stigma and misunderstanding associated with schizophrenia than with any other psychiatric diagnosis, therefore, it is particularly important that the term is used correctly.
157871.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ყველა პაციენტსა და მის ახლობელს, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, უნდა შეეძლოს კითხვების დასმა, თავისი შეხედულებებისა და პრობლემების განხილვა.
All patients and their carers should have regular opportunities to ask questions, express their views, and raise any concerns that they may have.
157872.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
უნდა გაიმართოს მსჯელობა დაავადების ბუნებაზე, და ტერმინი შიზოფრენიის თანამედროვე მნიშვნელობაზე.
There should be discussion about the nature of the illness, and an explanation of the current meaning of the term schizophrenia.
157873.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
უმრავლესობა შიზოფრენიას მიიჩნევს განუკურნებელ დაავადებად, რომლის დროსაც მდგომარეობის პერმანენტული გაუარესება გარდაუვალია.
Majority of people wrongly believe that schizophrenia is untreatable and inevitably follows an unremitting or deteriorating course.
157874.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
უნდა განვუმარტოთ მათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს დაავადების მიმდინარეობისა და გამოსავლისთვის მედიკამენტებსა და ფსიქოსოციალურ ფაქტორებს (მაგალითად, ოჯახური გარემო, ნივთიერებათა ავადმოხმარება).
The key role of medication, together with psychosocial factors (e.g. family environment, substance misuse), in influencing outcome should be emphasized.
157875.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მაგალითად, ზოგიერთი მშობელი განიცდის, რომ დაავადება მისი არასწორი ქცევითაა გამოწვეული.
For example, some parents worry, incorrectly, that their behaviour may have caused the illness.
157876.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მიუხედავად მიცემული ახსნა-განმარტებებისა, უნდა გვახსოვდეს, რომ პაციენტის ოჯახის წევრები შიზოფრენიას სამედიცინო პერსონალისაგან განსხვავებულად აღიქვამენ და მათ ამ დამოკიდებულებას პატივი უნდა ვცეთ.
We should remember that, even after discussion, if the family continue to have very different concepts of schizophrenia from those of the clinical team, we should respect their views.
157877.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ფსიქიატრმა უნდა აცადოს პაციენტსა და მის ახლობლებს, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები.
The psychiatrist should give the patient or relative adequate time to voice these concerns.
157878.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ფსიქიატრი მზად უნდა იყოს ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის.
The psychiatrist must be prepared to discuss every issue.
157879.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პაციენტისა და მისი ახლობლების სრული ჩართვა შიზოფრენიის მართვის განუყოფელი ნაწილია.
The full involvement of the patient and their carers should be an integral part of the management of schizophrenia.
157880.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ჭეშმარიტი თერაპიული ალიანსის დამყარება და მისი შენარჩუნება ზრდის იმის ალბათობას, რომ პაციენტი გააგრძელებს კონტაქტს ფსიქიატრიულ სერვისებთან, დაიცავს მკურნალობის რეჟიმს და, ყოველივე ამის შედეგად, დაავადების პროგნოზი გაუმჯობესდება.
It is reasonable to assume that establishing and maintaining a genuine therapeutic alliance in this way will increase the likelihood that the patient maintains contact with psychiatric services, is adherent with treatment, and thereby has an improved prognosis.