მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157921.
განდი | ნაწილი V, თავი IX
გული აჰმადაბადისაკენ მიმიწევდა.
I had a predilection for Ahmedabad.
157922.
განდი | ნაწილი V, თავი IX
რა თქმა უნდა, აჰმადაბადელ მეგობრებთან ერთად „მიუკარებლების“ საკითხიც განვიხილეთ.
The question of untouchability was naturally among the subjects discussed with the Ahmedabad friends.
157923.
განდი | ნაწილი V, თავი IX
— სად იპოვით ისეთ მიუკარებელს, თქვენი მოთხოვნები რომ დააკმაყოფილოს? — დამაჯერებლად მკითხა ვაიშნავიტმა მეგობარმა.
'Where is the untouchable who will satisfy your condition?' said a vaishnava friend self-complacently.
157924.
განდი | ნაწილი V, თავი IX
ბოლოს და ბოლოს აშრამის დაარსება აჰმადაბადში გადავწყვიტე.
I finally decided to found the Ashram at Ahmedabad.
157925.
განდი | ნაწილი V, თავი IX
მეგობრებს დავეკითხე.
I consulted friends.
157926.
განდი | ნაწილი V, თავი IX
შემოთავაზებულ დასახელებებს შორის იყო „სევაშრამი“ (მსახურების სახლი), ,,ტაპოვანი“ (უბრალოების სახლი), და სხვა.
Amongst the names suggested were 'Sevashram' (the abode of service), 'Tapovan' (the abode of austerities), etc.
157927.
განდი | ნაწილი V, თავი IX
,,ტაპოვანი“ პრეტენზიული სახელი იქნებოდა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ტაპასი ყველა ჩვენგანისთვის ძვირფასი იყო, თავს ტაპასვინებად (ასკეტებად) ვერ ჩავთვლიდით.
'Tapovan' seemed to be a pretentious title, because though tapas was dear to us we would not presume to be tapasvins (men of austerity).
157928.
განდი | ნაწილი V, თავი IX
ჩვენი რწმენა ჭეშმარიტების მსახურება გახლდათ, ხოლო საქმე — ჭეშმარიტების ძიება და მისი დამკვიდრება.
Our creed was devotion to truth, and our business was the search for and insistence on truth.
157929.
განდი | ნაწილი V, თავი IX
მე მინდოდა ინდოეთისთვის ის მეთოდები გამეცნო, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში გამოვცადე.
I wanted to acquaint India with the method I had tried in South Africa.
157930.
განდი | ნაწილი V, თავი IX
ამიტომ ჩემმა მეგობრებმა და მე სახელი „სატიაგრაჰას აშრამი“ შევარჩიეთ, რადგან ის ჩვენი მსახურების მიზანსაც ასახავდა და მეთოდსაც.
So my companions and I selected the name 'Satyagraha Ashram', as conveying both our goal and our method of service.
157931.
განდი | ნაწილი V, თავი IX
აშრამის სამართავად აუცილებელი იყო წესებისა და ქცევის კოდექსის შემუშავება.
For the conduct of the Ashram a code of rules and observances was necessary.
157932.
განდი | ნაწილი V, თავი IX
მან წესები მოიწონა, მაგრამ თქვა, რომ ქცევის ერთ-ერთ წესად მორჩილება უნდა დაგვემატებინა, რადგან მიაჩნდა, რომ ახალგაზრდა თაობას, სამწუხაროდ, ეს თვისება აკლდა.
He liked the rules, but suggested that humility should be added as one of the observances, as he believed that the younger generation sadly lacked humility.
157933.
განდი | ნაწილი V, თავი IX
ვშიშობდი, რომ მორჩილება დაკარგავდა თავის აზრს, როგორც კი აღთქმის დადების ობიექტად იქცეოდა.
I feared humility would cease to be humility the moment it became a matter of vow.
157934.
განდი | ნაწილი V, თავი IX
მორჩილების ჭეშმარიტი მნიშვნელობა თავის დამდაბლებაა.
The true connotation of humility is self-effacement.
157935.
განდი | ნაწილი V, თავი IX
მსახურება მორჩილების გარეშე თავკერძობა და ეგოიზმია.
Service without humility is selfishness and egotism.
157936.
განდი | ნაწილი V, თავი IX
იმ დროს ჩვენს ჯგუფში ცამეტი ტამილი იყო.
There were at this time thirteen Tamilians in our party.
157937.
განდი | ნაწილი V, თავი IX
ხუთი ახალგაზრდა სამხრეთ აფრიკიდან გამომყვა, დანარჩენები კი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან შემოგვიერთდნენ.
Five youngsters had accompanied me from South Africa, and the rest came from different parts of the country.
157938.
განდი | ნაწილი V, თავი IX
ასე დაარსდა აშრამი.
This is how the Ashram started.
157939.
განდი | ნაწილი V, თავი IX
საჭმელს ყველანი საერთო სამზარეულოში შევექცეოდით და ვცდილობდით, ერთ ოჯახად გვეცხოვრა.
All had their meals in a common kitchen and strove to live as one family.
157940.
განდი | ნაწილი V, თავი X
ამრითლალ თაკარისგან ასეთი შინაარსის წერილი მივიღე:
I received a letter from Amritlal Thakkar to this effect: