მოიძებნა 668068 ჩანაწერი
15841.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
ქართული სამეცნიერო წრეებისთვის კარგადაა ცნობილი ჟურნალი “გეორგიკა”, რომლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და გამომცემელი ბატონი ჰაინცი გახლავთ; მის მიერ ზურაბ სარჯველაძესთან თანაავტორობით შედგენილი ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი.
One of the inspirers and editors of the journal Georgica, well known in Georgian scholarly circles, was Professor Fähnrich who, in co-authorship with Zurab Sarjveladze, composed “An Etymological Dictionary of the Georgian Language”.
15842.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
ცოტა ხნის წინ ჰ. ფენრიხმა ამ ნაშრომის ახალი, შევსებული გამოცემა მოამზადა.
Not long ago H. Fähnrich prepared a new supplemented edition of this work.
15843.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
არანაკლები მნიშვნელობისა და მეცნიერული ღირებულებისა თუ სანდოობისაა მის მიერ დასავლელი მკითხველისათვის გერმანულ ენაზე დაწერილი ქართული ენის გრამატიკა, საქართველოს ისტორია (ამ ნაშრომებს წარმატებით ვიყენებდი ხოლმე უცხოელ სტუდენტებთან მუშაობისას) და უკანასკნელ ხანებში გამოცემული წიგნები, რომლებიც ქართული კულტურის სხვადასხვა მხარეს წარმოაჩენს.
Of no less significance, scholarly value and reliability are his “Grammar of the Georgian Language” and “History of Georgia”, written by him in German for the Western reader. I used these works successfully in teaching foreign students. Other books issued by him recently shed light on various sides of Georgian culture.
15844.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
განსახილველი ნაშრომი დაწერილია საქმის კარგად ცოდნის, მეცნიერული, ობიექტური მიდგომისა და საქართველოს გულწრფელი სიყვარულის საოცარი შეზავებით.
The work under discussion is written with good knowledge of the task, being an astonishing blend of scholarly, objective approach and genuine love of Georgia.
15845.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
ავტორი ოსტატურად ახერხებს მშრალი, ობიექტური აღწერილობის მოტანით, მაგალითად, საქართველოს გეოგრაფიისადმი მიძღვნილ თავში, პასუხი გასცეს ბევრ ისეთ კითხვას, რაც ჩვენ შემდგომ პოლიტიკურ პრობლემად შემოგვიბრუნდა.
Through dry, objective description, e.g. in the chapter devoted to Georgian geography, the author masterfully manages to answer many questions that subsequently turned against us as political problems.
15846.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
სადისკუსიო საკითხებში, იქნება ეს ჩვენი უძველესი თუ უახლესი ისტორიის მტკივნეული პრობლემები, ავტორი არ ცდილობს რომელიმე მხარე დაიჭიროს და თავისი ობიექტური თხრობით, თუ ასეთი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში საერთოდ შესაძლებელია, ჩემი აზრით, სავსებით სწორ აქცენტებს სვამს.
In debateble issues, irrespective of whether they touch on the painful problems of our ancient or recent history, the author, without taking sides, places absolutely correct accents by his objective narration.
15847.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
შესაბამისად, წიგნი უაღრესად საინტერესო უნდა იყოს არა მარტო დასავლელი, არამედ ქართველი მკითხველისთვისაც.
Accordingly, the book must be highly interesting not only for the Western reader but for Georgians as well.
15848.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
ნაშრომი მოიცავს საქართველოს – ტერიტორიის, ქვეყნის – ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე.
The work in question covers the history of Georgia – the territory and country – from ancient times to the present day.
15849.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
თუმცა აშკარაა, რომ ავტორი ქვეყნის ისტორიას, იმ მომენტიდან მაინც, როდიდანაც ეთნიკურობაზე ლაპარაკი შესაძლებელია, არ გამოჰყოფს ქართველი ერის ისტორიისაგან.
It is clear, however, that the author does not separate the country’s history from that of the Georgian nation – at least from the point when it is possible to speak of ethnicity.
15850.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
შესაბამისად, საქართველო სულ ცოტა სამი ათასწლეულის მანძილზე მაინც, ქართული ეთნო-კულტურული ელემენტის სამკვიდრებელია.
Accordingly, at least for three millennia, Georgia has been the place of habitation of the Georgian ethno-cultural element.
15851.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
ეს ეფექტი მიიღწევა ძირითადად პოლიტიკური და ეთნო-კულტურული ისტორიის ფაქტების წინ წამოწევით.
This effect is achieved by largely pushing into the foreground facts of the political and ethno-cultural history.
15852.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის მოვლენებს კი ბევრად ნაკლები ყურადღება ეთმობა.
The developments of social-economic history are given much less attention.
15853.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
ეს ჩანს პერიოდიზაციაშიც, რომელიც მისდევს არა რომელიმე ისტორიული ან პოლიტოლოგიური სკოლის მეთოდოლოგიას, არამედ იდეოლოგიურად ,,ნეიტრალურია” და საქართველოს ისტორიის ძირითად ტეხილებს ეფუძნება.
This is apparent in the periodization as well, which does not follow the methodology of any historical or political science school but is ideologically “neutral”, being largely based on crucial changes in Georgian history.
15854.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
აღნიშვნის ღირსია აგრეთვე პერიოდების აღწერილობებს შორის პროპორციის შეძლებისდაგვარად დაცვა.
Observation of proportions, as far as possible, between the descriptions of periods should be noted.
15855.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
ბუნებრივია, რომ ახალი და უახლესი ისტორიიდან ბევრად მეტი ფაქტი და სახელი ვიცით, ეს პრობლემატიკა ჩვენთვის უფრო ახლობელი და აქტუალურია, რაც იწვევს კიდეც პროპორციების დარღვევას.
Naturally enough, we know a greater number of facts and names from new and most recent history, whose problems are closer and more topical to us, upsetting the proportions.
15856.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
ავტორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან მოახერხა ამ ტიპის ისტორიული ნაშრომებისათვის დამახასიათებელი ხარვეზის თავიდან აცილება და ყველა პერიოდის შესახებ ინფორმაციის ერთნაირად ცოცხლად, საინტერესოდ და კომპაქტურად მოწოდება.
To the author’s credit, he has succeeded in avoiding this shortcoming, characteristic of historical works of this type, by rendering information about all periods in an equally vivid, interesting and compact manner.
15857.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
ძველი და შუა საუკუნეების ისტორიის შემთხვევაში ავტორი ხშირად წყაროებს მისდევს – ან პირდაპირ ციტატები მოაქვს, ან საკმაოდ ზუსტად გადმოსცემს წყაროს შინაარსს.
In the case of ancient and medieval history the author often follows the sources: either quoting directly or conveying the contents of the source with fair precision.
15858.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
მართალია, ყველა წყაროს და, მით უმეტეს, იქ დაცულ მითოლოგიურ ჩანართებს, ერთნაირი ნდობით ვერ მოვეკიდებით, მაგრამ ამბის გადმოცემის აღნიშნული მეთოდი წიგნს მკითხველისათვის უფრო ცოცხალს ხდის და მას ეპოქის სულს ბევრად უკეთ აგრძნობინებს, ვიდრე ამა თუ იმ საკითხის შესახებ არსებული ურთიერთგამომრიცხავი და რთული სამეცნიერო არგუმენტაციის მოტანა.
To be sure, we cannot place the same trust in all the sources, the more so, in the mythological interpolations found in them, but the above method of conveying the story makes the book livelier for the reader and helps him feel the spirit of the times better than presenting the mutually exclusive and involved argumentation found in the specialist literature around one or another issue.
15859.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
სადავო საკითხებთან დაკავშირებით ავტორი ძირითადად ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებულ, მეტ-ნაკლებად ფართოდ გაზიარებულ მოსაზრებებს ეყრდნობა.
In connection with moot questions the author leans largely on views more or less widely accepted in Georgian historiography.
15860.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
რიგ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შეხედულება ავტორისას ემთხვევა, მაინც უფრო გამართლებულად მიმაჩნია იმის აღნიშვნა, რომ საკითხი სადავოა.
In a number of cases, although my views coincide with those of the author, I still believe it justified to note that the question is debatable.