მოიძებნა 668068 ჩანაწერი
15861.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
ასე მაგალითად, ქართული დამწერლობის წარმოშობის ტრადიციული ვერსიის დასასაბუთებლად ავტორს მოაქვს როგორც ტრადიციული, ასევე ახალი არგუმენტები, მათ შორის, ნეკრესის წარწერების დათარიღება ძვ. წ. I ათასწლეულის მეორე ნახევრით, რაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ჰიპოთეზაა.
Thus, e.g. to argue the traditional version of the origin of Georgian writing the author quotes both the traditional as well as fresh arguments, including the dating of the Nekresi inscriptions to the second half of the 1<sup>th</sup> millennium BC, which so far is only a hypothesis.
15862.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
უძველეს ქართულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებზე საუბრისას ავტორი ახსენებს ასურეთის მეფის ტიგლატფილესარის ლაშქრობას (ძვ. წ. XII საუკუნის მიწურული) კოლხეთში.
In discussing the ancient Georgian state entities the author mentions the campaign of the Assyrian King Tiglathpileser (end of the 12<sup>th</sup> c. BC) to Colchis.
15863.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
ტექსტის ამგვარი ინტერპრეტაცია ჩემთვის მისაღებია, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ ხანებში იგი მთლად გაზიარებული არ არის.
This interpretation of the text is acceptable to me, but it should be noted that lately it is not shared by all.
15864.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
მკვლევართა დიდი ნაწილი ,,კილხის” ნაცვლად სხვა სახელს კითხულობს და არც ,,ზემო ზღვის” იდენტიფიკაცია შავ ზღვასთან ჩანს უდავო.
Many scholars read another name in place of “Kilhi”, nor does the identification of the “Upper Sea” with the Black Sea seem indisputable.
15865.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
კოლხეთის ჰიპოთეტურ მოხსენიებას, ტიგლატფილესარის ტექსტის გარდა, ვხვდებით აგრეთვე მიკენური კრეტიდან მომდინარე ხაზოვან ტექსტებშიც.
Apart from Tiglathpileser’s text, hypothetical reference to Colchis occurs also in Linear B texts coming from Mycenaean Crete.
15866.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
აქ ძვ. წ. XIV საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა კაცი, წარმოშობით ან სახელად ,,კოლხი”.
Early in the 14 c. BC a man flourished here who was a “Colchian” either by origin or name.
15867.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
თუ ამ ორივე ჰიპოთეტურ მოხსენიებას დავეყრდნობით და არქეოლოგიურ მასალასაც მოვიშველიებთ, კოლხეთის სახელმწიფოს წარმოშობა XV-XIV საუკუნეებში შეიძლება ვივარაუდოთ.
If we rest on these two hypothetical references, and cite archaeological material as well, we may presume the origin of Colchian state in the 15 c. BC.
15868.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
რაც შეეხება დაიაენ/დიაოხს (ტაოს), იგი ტექსტებში XII საუკუნიდან ჩანს და მისი XIII საუკუნით დათარიღება ხეთური ტექსტების აცი-ხაიასასთან იდენტიფიკაციის შემთხვევაში უფრო დამაჯერებლად გამოიყურება.
As to the Daiaeni/Diauhi (Tao), it appears in the texts from the 12 century and dating it to the 13 century in the case of the identification of Hittite texts with atsi-khayasa looks more convincing.
15869.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
ძალზე საინტერესოა ავტორის მოსაზრება, რომ დაიაენის მეფე ასია ასურეთში ეძებს ურარტუსა და კოლხეთის წინააღმდეგ მოკავშირეს.
Highly interesting is the author’s view that Asia, king of the Daieni, looked for an ally in Assyria against Urartu and Colchis.
15870.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
სალმანასარისა და ასიას მეგობრული შეხვედრა რომ ერთგვარად ურარტუს საწინააღმდეგო აქტია, თითქოს ეჭვს არ იწვევს.
That the friendly meeting of Salmaneser and Asia was in a way an anti-Urartu act does not seem to cause any doubt.
15871.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
მომდევნო მოვლენების გათვალისწინებით (დიაოხის მიწების თუ გავლენის სფეროების გადანაწილება ურარტუსა და კოლხას შორის VIII საუკუნის შუახანებში), ტაო-კოლხეთის მეტოქეობა IX საუკუნეში სავსებით რეალურად მეჩვენება.
Bearing the subsequent developments in mind (the division of the Diauhi lands or spheres of influence between Urartu and Colcha in the mid-8 century), the rivalry between Tao and Colchis in the 9 century seems to me quite real.
15872.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
გამიჭირდება დავეთანხმო ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დიაოხის დასუსტების შემდეგ წარმოიშვა სხვა ქართული ქვეყნები: ქათარზა, ზაბახა, იგანიეხი, ვიტერუხი და სხვ.
I find it difficult to concur with the author’s view according to which other Georgian countries arose following the decline of the Diauhi: Katarza, Zabaha, Iganiehi, Uiteruhi and others.
15873.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
ეს ტომობრივი თუ სახელმწიფოებრივი გაერთიანებები დიაოხის სინქრონულად არსებობდნენ და, ჩემი აზრით, ურარტუს დიაოხის ღია თუ ფარული მოკავშირეების როლში უპირისპირდებოდნენ.
These tribal or state confederations existed synchronously with the Diauhi and, in my view, they opposed Urartu in the role of open or secret allies of the Diauhi.
15874.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
თუ საქართველოს უძველესი ისტორიის რეკონსტრუქციაში ავტორი ძველაღმოსავლურ (ასურულ, ურარტულ) და ანტიკურ წყაროებს ეყრდნობა, შემდგომი ხანების ისტორიას, ფარნავაზიანთა პერიოდიდან მოყოლებული, იგი ძირითადად ,,ქართლის ცხოვრების” მიხედვით გადმოსცემს.
Whereas in reconstructing Georgia’s ancient history the author rests on Ancient Eastern (Assyrian, Urartian) and Classical sources, he conveys the history of the subsequent periods – beginning with the period of the Parnavazids – largely according to Kartlis Tskhovreba (“Life of Georgia”).
15875.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
ფარნავაზიანთა სია ნაშრომში, ძირითადად გ. მელიქიშვილისა და ვ. გოილაძის მიხედვითაა აღდგენილი.
The list of the Parnavazids is reconstructed basically according to G. Melikishvili and V. Goiladze.
15876.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
აქ ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ ზედწოდება ,,ქველი” ავტორმა ძვ.წ. I საუკუნის ფარსმანს მიაკუთვნა და არა იმას, II საუკუნეში რომში ქანდაკება რომ დაუდგეს.
Here I was surprised to find that the author assigned the nickname Kveli (“brave”) to Parsman of the 1st century BC rather than to the one whose statue was set up in Rome in the 2nd century BC.
15877.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა საქართველოს უახლესი ისტორიის დაწერა.
Writing the most recent history of Georgia must have been most difficult for the author.
15878.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
აქ ავტორი ვერ დაეყრდნობოდა ვერც სტრაბონსა და ვერც ლეონტი მროველს და მის წინაშე იდგა ამოცანა, აღეწერა და შეეფასებინა ჩვენი წინააღმდეგობებით აღსავსე დღევანდელობა სუბიექტური შეფასებების მოცემის გარეშე.
Here he could not lean on Strabo or Leonti Mroveli, and he was faced with the task of describing and assessing our present times without being subjective.
15879.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
ცხადია, ავტორის ვერსია ყველასათვის მოსაწონი შეიძლება არ იყოს, მაგრამ, ჩემი აზრით, ავტორმა კარგად გაართვა თავი ამ საჩოთირო საქმესაც.
The author’s version may not be to everyone’s liking but in my opinion, the author coped well with this tricky topic too.
15880.
ქართველოლოგი | ტომი 16, ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
ნაშრომის ძირითადი ნაკლი მხოლოდ მისი წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე.
I discovered the principal shortcoming of the book only after I read it.