მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160961.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
როცა სახლს მიუახლოვდნენ, ბავშვურად იმეორებდა გულში, “სინათლეები, სინათლეები, სინათლეები”.
He said to himself, childishly, as he walked up the drive, "Lights, lights, lights".
160962.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ის მოჯადოებულივით იმეორებდა, “სინათლეები, სინათლეები, სინათლეები”, და ასე შევიდნენ სახლში და პოლი გაოგნებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით.
He repeated in a dazed way, "Lights, lights, lights", as they came into the house staring about him with his face quite stiff.
160963.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მაგრამ, ღმერთო დიდებულო, უთხრა თავის თავს და ხელი ჰალსტუხზე შეივლო, თავი სულელურ მდგომარეობაში არ უნდა ჩავიგდო.
But, good heavens, he said to himself, putting his hand to his tie, I must not make a fool of myself.
160964.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 15
„დიახ“, თქვა ფრუმ, ჩაფიქრებულმა, დედას კითხვაზე პასუხი გასცა, „მე მგონი, ნენსიც მათთან ერთად წავიდა“.
"Yes," said Prue, in her considering way, answering her mother’s question, "I think Nancy did go with them".
160965.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
მაშ ასე, ნენსიც მათთან ერთად წასულა.
Well then, Nancy had gone with them.
160966.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
ჯაგრისი დადო, სავარცხელი აიღო, კარზე კაკუნი მოესმა და უპასუხა, მობრძანდითო (ჯასპერი და ჯონი შემოვიდნენ).
She put down a brush, took up a comb, and said "Come in" to a tap at the door (Jasper and Rose came in).
160967.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
შეუძლებელია, ყველანი დამხრჩვალიყვნენ.
They could not all be drowned.
160968.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
და ისევ იგრძნო სიმარტოვე ძველი მეტოქის, სიცოცხლის წინაშე.
And again she felt alone in the presence of her old antagonist.
160969.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
თანდათანობით უკმაყოფილება შეეპარა იმის გამო, რომ ასე დაიგვიანეს.
She was now beginning to feel annoyed with them for being so late.
160970.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
მილდრედის შედევრი ელოდათ.
They were having Mildred’s masterpiece.
160971.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
საქონლის ხორცი, დაფნა და ღვინო – ყველაფერს თავისი დრო და რიგი აქვს.
The beef, the bayleaf, and the wine — all must be done to a turn.
160972.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
ჯასპერმა ოპალის ყელსაბამი შესთავაზა, როუზმა ოქროს ყელსაბამი.
Jasper offered her an opal necklace, Rose a gold necklace.
160973.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
რომელი უკეთ გამოიყურება მისი შავი კაბის ფონზე?
Which looked best against her black dress?
160974.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
მართლაც, რომელი, დაბნეულად თქვა მისიზ რემზიმ და სარკეში თავის კისერსა და მხრებს შეავლო თვალი.
Which did indeed, said Mrs. Ramsay absent mindedly, looking at her neck and shoulders in the glass.
160975.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
და შემდეგ, ვიდრე ბავშვები მის ნივთებში იქექებოდნენ, ფანჯარაში გაიხედა, რომ დაენახა, რაც ყოველთვის ასე ახალისებდა.
And then, while the children rummaged among her things, she looked out of the window at a sight which always amused her.
160976.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
საეჭვო რეპუტაციის ბებერი ჩიტი იყო, რომელსაც ფრთებზე ნახევარი ბუმბული დასცვენოდა.
He was a disreputable old bird, with half his wing feathers missing.
160977.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
ის ერთ ჩამოძონძილ, ბებერ, ცილინდრიან ჯენტლმენს ჰგავდა, ბუკს რომ უკრავდა ერთხელ ლუდხანის წინ.
He was like some seedy old gentleman in a top hat playing the horn in front of a public house.
160978.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
„შეხედეთ!“, სიცილით შესძახა.
"Look!" she said, laughing.
160979.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
ისინი აშკარად ჩხუბობდნენ.
They were actually fighting.
160980.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
იოსები და მარიამი ჩხუბობდნენ.
Joseph and Mary were fighting.