მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160981.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
ამიტომ როუზს უთხრა, აბა, ერთი ამას შეხედეო, რადგან იმედი ჰქონდა, როუზი მასზე უკეთ დაინახავდა ყველაფერს.
Look at that, she said to Rose, hoping that Rose would see it more clearly than she could.
160982.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
მათ სამკაულების ყუთის ყველა განყოფილება გაეხსნათ.
They had all the trays of her jewel-case open.
160983.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
ოქროს ყელსაბამი, რომელიც იტალიური იყო თუ ოპალის ყელსაბამი, რომელიც ჯეიმსმა ინდოეთიდან ჩამოუტანა?
The gold necklace, which was Italian, or the opal necklace, which Uncle James had brought her from India?
160984.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
თუმცა არჩევანის გაკეთება მაინც ადროვა, განსაკუთრებით როუზს, აცალა, ამოეღო სამკაული, შავ კაბაზე მიედო, რადგან იცოდა, სამკაულების შერჩევის ეს პატარა ცერემონია, რომელსაც ყოველ საღამოს იმეორებდნენ ხოლმე, როუზს ყველაფერს ერჩივნა.
But she let them take their time to choose, Rose, particularly, take up and hold her jewels against the black dress, for this little ceremony of choosing jewels, which was gone through every night, Rose liked best, she knew.
160985.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
მას გაუმხელელი მიზეზი ჰქონდა, რის გამოც ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იმას, თუ რა სამკაული უნდა ჰკეთებოდა დედამისს.
She had some hidden reason for attaching great importance to this choosing what her mother was to wear.
160986.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
ის, რაც ადამიანს შეუძლია, სამაგიეროდ გაიღოს, სრულიად შეუსაბამოა და რასაც როუზი გრძნობდა, არაფერი ესაქმებოდა იმასთან, რაც სინამდვილეში იყო.
It was so inadequate, what one could give in return and what Rose felt was quite out of proportion to anything she actually was.
160987.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
როუზი გაიზრდება, როუზი დაიტანჯება ამ ღრმა გრძნობებით, ვარაუდობდა იგი.
Rose would grow up, Rose would suffer, she supposed with these deep feelings.
160988.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
ერთად ჩაუყვებოდნენ კიბეს პირველი სართულისკენ, ხოლო ჯასპერი, – რადგანაც ის ჯენტლმენია, – ხელკავს გაუყრის და როუზი, რაკი ის მანდილოსანია, მას ცხვირსახოცს წამოუღებს (უკვე მისცა კიდეც ცხვირსახოცი).
They would go down, and Jasper, because he was the gentleman, should give her his arm, and Rose, as she was the lady, should carry her handkerchief (she gave her the handkerchief).
160989.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
შეიძლება აცივდეს: შალი!
It might be cold: a shawl.
160990.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
რამე შალი შემირჩიეო, უთხრა როუზს, რადგან იცოდა, ასიამოვნებდა.
Choose me a shawl, she said, for that would please Rose.
160991.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
იოსები სხვა ხის კენწეროზე მოკალათდა.
Joseph had settled on another tree-top.
160992.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
რატომ უნდოდა საცოდავი იოსების და მარიამის მოკვლა?
Why did he want to shoot poor Joseph and Mary?
160993.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
„ერთი და იგივე ჩიტი ყოველ საღამოს ერთსა და იმავე ხის კენწეროზე ჯდება?“ იკითხა მან.
Did the same birds came to the same trees every night? he asked.
160994.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
ის ახლა ჰოლიდან მომავალ ხმაურს უგდებდა ყურს.
She was listening to a clatter in the hall.
160995.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
„დაბრუნდნენ!“ შესძახა და მაშინვე იგრძნო, რომ გულზე კი არ მოეშვა, უფრო გაღიზიანდა მათი საქციელით.
"They’ve come back!" she exclaimed, and at once she felt much more annoyed with them than relieved.
160996.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
ქვემოთ ჩავა და ყველაფერს უამბობენ – თუმცა არა.
She would go down and they would tell her — but no.
160997.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
ახლა, როცა ამდენი ხალხი ახვევიათ გარშემო, ვერაფერს ეტყვიან.
They could not tell her anything, with all these people around.
160998.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
ასე რომ, უნდა ჩავიდეს, ვახშამი დაიწყოს და დაელოდოს.
So she must go down and begin dinner and wait.
160999.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
და როგორც დედოფალი, რომელიც ხედავს, როგორ შეკრებილა მისი ხალხი ჰოლში, ზემოდან დასცქერის და ნელ-ნელა ეშვება მათკენ, მერე კი, მათ შორის აღმოჩენილი, უხმოდ იღებს მათი პატივისცემის, ერთგულებისა და თაყვანისცემის ნიშნებს (როცა პოლს ჩაუარა და პირდაპირ თვალებში ჩახედა, მას ნაკვთიც არ შერხევია სახეზე).
And, like some queen who, finding her people gathered in the hall, looks down upon them, and descends among them, and acknowledges their tributes silently, and accepts their devotion and their prostration before her (Paul did not move a muscle but looked straight before him as she passed).
161000.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 16
ჰოლი გადაკვეთა და ოდნავ დახარა თავი, თითქოს უჩუმრად იღებდა ყველასგან იმას, რასაც ვერ გამოთქვამდნენ: მისი სილამაზისადმი პატივიცემას.
She crossed the hall and bowed her head very slightly, as if she accepted what they could not say: their tribute to her beauty.