მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160901.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
შემდეგ კი მოულოდნელად ხელი ასწია და ისევ შეუშვა შიგ მზის სხივების ნიაღვარი.
Then took her hand away suddenly and let the sun stream down.
160902.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
განზე კი, ტალღებით აწეწილ ქვიშაზე, ძლევამოსილი და დიდებული, აბჯარასხმული, მორთულ-მოკაზმული, ზღაპრული ლევიათანი გამოჩნდა (ამასობაში ის კვლავ აფართოებდა გუბეს) და მთის ფერდობის უშველებელ ღრმულებში ჩასრიალდა.
Out on the pale criss-crossed sand, high-stepping, fringed, gauntleted, stalked some fantastic leviathan (she was still enlarging the pool), and slipped into the vast fissures of the mountain side.
160903.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მერე კი, თვალი უნებურად გააყოლა გუბის ზედაპირს და ზღვის მოლიცლიცე ზოლს და ცას ახედა, ხის ტოტებს, რომლებიც ორთქლმავლების კვამლში თრთოდნენ ზღვისა და ზეცის კიდეზე, და მთელმა ამ ზებუნებრივმა ძალამ, რომელიც ულმობლად ისრუტავდა ყველაფერს და მერე უცილობლად იხევდა უკან, მონუსხა ის.
And then, letting her eyes slide imperceptibly above the pool and rest on that wavering line of sea and sky, on the tree trunks which the smoke of steamers made waver on the horizon, she became with all that power sweeping savagely in and inevitably withdrawing, hypnotised, and
160904.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ორმა შეგრძნებამ, ერთმა – განუზომელი სიდიდისამ და მეორემ – სიმცირის აღქმამ (მისმა გუბემ ახლა უკვე დაპატარავება დაიწყო ისევ), რომელიც მასში იფურჩქნებოდა, აგრძნობინა, რომ ხელ-ფეხი დაება.
The two senses of that vastness and this tininess (the pool had diminished again) flowering within it made her feel that she was bound hand and foot
160905.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მას აღარ შეეძლო ადგილიდან დაძვრა მოზღვავებული გრძნობების სიმძაფრის გამო, რომელთაც მისი ტანი, მისი სიცოცხლე და დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანის სიცოცხლე, სამარადისოდ, არარაობამდე დაჰყავდა.
She was unable to move by the intensity of feelings which reduced her own body, her own life, and the lives of all the people in the world, for ever, to nothingness.
160906.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
და ასე გაიტაცა ფიქრებმა, როცა ტალღების დგაფუნს უსმენდა გუბესთან ჩაცუცქული.
So listening to the waves, crouching over the pool, she brooded.
160907.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ხოლო ენდრიუმ ამ დროს დაიყვირა, მოქცევა იწყებაო, და ისიც წამოხტა და მეჩხერ ტალღებში ტლაშუნით გაიქცა ნაპირისკენ, სანაპირო აირბინა და საკუთარმა შფოთვამ და სისწრაფისაკენ სწრაფვამ წამში მიიყვანა კლდის უკან.
And Andrew shouted that the sea was coming in, so she leapt splashing through the shallow waves on to the shore and ran up the beach and was carried by her own impetuosity and her desire for rapid movement right behind a rock.
160908.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
იქ – ჰოი, მაღალო ღმერთო, ჩახუტებულები პოლი და მინტა შესაძლოა, კოცნიდნენ კიდეც ერთმანეთს.
There — oh, heavens, in each other’s arms, were Paul and Minta kissing probably.
160909.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ის აღშფოთდა, განრისხდა.
She was outraged, indignant.
160910.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მან და ენდრიუმ სამარისებურ სიჩუმეში ჩაიცვეს წინდები და ფეხსაცმელები, ისე, რომ სიტყვაც არ უთქვამთ ამის შესახებ.
She and Andrew put on their shoes and stockings in dead silence without saying a thing about it.
160911.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
საერთოდ ხომ ძალიან ენამწარედ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.
Indeed they were rather sharp with each other.
160912.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ხომ შეგეძლო, ჩემთვის დაგეძახა, როცა ის კიბორჩხალა თუ რაც იყო, დაინახეო, ბუზღუნით უთხრა ენდრიუმ.
She might have called him when she saw the crayfish or whatever it was, Andrew grumbled.
160913.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
თუმცა ორივე გრძნობდა, რომ ეს მათი ბრალი არ იყო.
However, they both felt, it’s not our fault.
160914.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
არც ერთს არ უნდოდა, ეს საშინელი სისულელე შემთხვეოდათ.
They had not wanted this horrid nuisance to happen.
160915.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
და მაინც, ენდრიუს აღიზიანებდა, რატომ იყო ნენსი ქალი, ნენსის კი აბრაზებდა ის, რომ ენდრიუ მამაკაცი იყო.
All the same it irritated Andrew that Nancy should be a woman, and Nancy that Andrew should be a man.
160916.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მათ აკურატულად შეიბნიეს ზონრები ფეხსაცმელებზე და საგულდაგულოდ გამონასკვეს.
They tied their shoes very neatly and drew the bows rather tight.
160917.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მხოლოდ მაშინ, როცა ისევ ქარაფის თავზე აძვრნენ, მინტამ დაიყვირა, ბებიაჩემის ბროში დავკარგეო – ბებიამისის ბროში, ერთადერთი სამკაული, რაც გააჩნია – ძეწნა (ხომ გახსოვთო), მარგალიტებში ჩასმული.
It was not until they had climbed right up on to the top of the cliff again that Minta cried out that she had lost her grandmother’s brooch — her grandmother’s brooch, the sole ornament she possessed — a weeping willow, it was (they must remember it) set in pearls.
160918.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ალბათ გინახავთო, თქვა და ცრემლები ლოყებზე ჩამოეღვარა, ბროში, რომლითაც ბებიამისი სიცოცხლის ბოლო წუთამდე იმაგრებდა ქუდს.
They must have seen it, she said, with the tears running down her cheeks, the brooch which her grandmother had fastened her cap with till the last day of her life.
160919.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
უკან დაბრუნდება და კარგად მოძებნის.
She would go back and look for it.
160920.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ყველანი დაბრუნდნენ.
They all went back.