მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160941.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მან მიუგო, გაგონებაც არ მინდა, რომ დილაუთენია ადგებიო.
She said that she would not hear of his getting up at dawn.
160942.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
როცა ნაშუადღევს ბროშს იკეთებდა, გულმა უგრძნო, რომ ასე მოხდებოდა.
She had had a presentiment when she put it on that afternoon.
160943.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
და პოლმა თავისთვის გადაწყვიტა, რომ მინტას არაფერს ეტყოდა, გამოიპარებოდა დილით სახლიდან, როცა ყველას ეძინებოდა, და თუ ვერ იპოვიდა, მაშინ ედინბურგში გაემგზავრებოდა და ახალს უყიდდა, ზუსტად ისეთს, ოღონდ უფრო ლამაზს.
And secretly Paul resolved that he would not tell Minta, but he would slip out of the house at dawn when they were all asleep and if he could not find it he would go to Edinburgh and buy her another, just like it but more beautiful.
160944.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
დაუმტკიცებს, რისი გაკეთება შეუძლია.
He would prove what he could do.
160945.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
და როცა გორაკზე გავიდნენ და ქვემოთ გადაშლილი ქალაქის მოციმციმე სინათლეები დაინახეს, მოულოდნელად, თითქოს ერთიმეორის მიყოლებით რომ ინთებოდა, როგორც ის ამბები, რაც მას მოელოდა – მომავალი ქორწინება, შვილები, სახლი.
And as they came out on the hill and saw the lights of the town beneath them, the lights coming out suddenly one by one seemed like things that were going to happen to him — his marriage, his children, his house.
160946.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მან წარმოიდგინა, როცა მაღალი ბუჩქებით დაბინდულ შარაგზას დაადგნენ, როგორ განმარტოვდებოდნენ ორნი ერთად, და ივლიდნენ ასე, სულ წინ და წინ, ის ყოველთვის წინ გაუძღვებოდა მინტას, მინტა კი სულ ჩახუტებული ეყოლებოდა (როგორც ახლა).
Again he thought, as they came out on to the high road, which was shaded with high bushes, how they would retreat into solitude together, and walk on and on, he always leading her, and she pressing close to his side (as she did now).
160947.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
და როცა გზაჯვარედინთან შეუხვიეს, გაიფიქრა, ეს რა შიში გამოვიარე, აუცილებლად უნდა გავუზიარო ვინმესო – რა თქმა უნდა, მისიზ რემზის, იმიტომ, რომ სული ეხუთებოდა იმის გაფიქრებაზე, რა და როგორ მოხდა.
As they turned by the cross roads he thought what an appalling experience he had been through, and he must tell some one — Mrs. Ramsay of course, for it took his breath away to think what he had been and done.
160948.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი ის წამი იყო, როცა მინტას ცოლობა სთხოვა.
It had been far and away the worst moment of his life when he asked Minta to marry him.
160949.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
პირდაპირ მისიზ რემზისთან მივა, რადგან რატომღაც ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ სწორედ მისიზ რემზიმ აიძულა ამის გაკეთება.
He would go straight to Mrs. Ramsay, because he felt somehow that she was the person who had made him do it.
160950.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მან შთააგონა, რომ მას ყველაფერი შეუძლია.
She had made him think he could do anything.
160951.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
სხვა არავინ აღიქვამდა მას სერიოზულად.
Nobody else took him seriously.
160952.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მაგრამ მისიზ რემზიმ რაღაცნაირად დაარწმუნა, ყველაფრის მიღწევა შეგიძლიაო, რაც გინდა.
But Mrs. Ramsay made him believe that he could do whatever he wanted.
160953.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მთელი დღის განმავლობაში გრძნობდა, როგორ უყურებდა, როგორ ადევნებდა თვალს (იმისდა მიუხედავად, რომ სიტყვაც არ უთქვამს მისთვის), თითქოს ეუბნებოდა, "დიახ, შენ ეს შეგიძლია".
He had felt her eyes on him all day today, following him about (though she never said a word) as if she were saying, “Yes, you can do it".
160954.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მე მჯერა შენი.
I believe in you.
160955.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მე ამას მოველი შენგან.
I expect it of you.
160956.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
როგორც კი დაბრუნდებიან (ნავსაყუდელის თავზე სახლს და მისგან მომავალ სინათლეს გახედა), მივა და ეტყვის, “მე ეს გავაკეთე, მისიზ რემზი, თქვენი წყალობით”.
Directly when they got back (he looked for the lights of the house above the bay) he would go to her and say, “I’ve done it, Mrs. Ramsay, thanks to you.”
160957.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
და აი, როცა სახლისკენ მიმავალ ვიწრო ბილიკს შეუყვნენ, დაინახა, როგორ ციმციმებდა შუქი ზედა სართულის ფანჯრებში.
And so turning into the lane that led to the house he could see lights moving about in the upper windows.
160958.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
მაშასადამე, ძალიან დაიგვიანეს.
They must be awfully late then.
160959.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
ხალხი უკვე სავახშმოდ ემზადებოდა.
People were getting ready for dinner.
160960.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 14
სახლი მთლიანად იყო გაჩაღებული და სინათლემ წყვდიადის მერე თითქოს თვალი აუხილა.
The house was all lit up, and the lights after the darkness made his eyes feel full.