მოიძებნა 669201 ჩანაწერი
161801.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 14, დემენცია, დელირიუმი და სხვა ფსიქიკური აშლილობები
მეორადი, სიმპტომური ან ორგანული დაავადებები.
Secondary, symptomatic, or organic disorders.
161802.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 14, დემენცია, დელირიუმი და სხვა ფსიქიკური აშლილობები
ამ დაავადებების კლინიკური ნიშნები, ჩვეულებრივ, პირველადი ფსიქიკური აშლილობებისგან არ განსხვავდება.
The clinical features of these disorders are generally indistinguishable from primary psychiatric disorder.
161803.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
მაგრამ, ეს რა დავმართე ჩემს ცხოვრებას?
But what have I done with my life?
161804.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ფიქრობდა მისიზ რემზი, როცა სუფრის თავში, თავის ჩვეულ ადგილზე ჯდებოდა და თეფშების რიგი დაინახა, თეთრ წრეებს რომ წარმოქმნიდნენ.
Thought Mrs. Ramsay, taking her place at the head of the table, and looking at all the plates making white circles on it.
161805.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„უილიამ, ჩემ გვერდით დაბრძანდით“, თქვა მან.
"William, sit by me," she said.
161806.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
არ იცოდა, არც ენაღვლებოდა.
She did not know, she did not mind.
161807.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ახლა ისიც კი არ ესმოდა, როგორ შეეძლო, ამ კაცის მიმართ ოდესღაც სიყვარულის მსგავსი გრძნობა გასჩენოდა.
She could not understand how she had ever felt any emotion or affection for him.
161808.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ყველაფერი დამთავრდა, ფიქრობდა, ისინი კი, ყველანი, სათითაოდ მოდიოდნენ მასთან, ჩარლზ ტენსლი – „თუ შეიძლება, აი, აქ დაბრძანდით“, ეუბნებოდა ის, – ოგასტას კარმაიკლი – და ისინიც სხდებოდნენ.
It’s all come to an end, she thought, while they came in one after another, Charles Tansley — "Sit there, please," she said — Augustus Carmichael — and sat down.
161809.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
თვითონ კი, ამასობაში იცდიდა, ელოდა, რომ რომელიმე მათგანი მაინც, ან პასუხს გასცემდა, ან რამე მოხდებოდა.
And meanwhile she waited, passively, for some one to answer her, for something to happen.
161810.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ოთახი (მიმოიხედა) – გაქუცული, სილამაზის ნატამალი არსად ჩანდა.
The room (she looked round it) was very shabby, there was no beauty anywhere.
161811.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ყველა თავისთვის იჯდა.
They all sat separate.
161812.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ისევ იგრძნო, როგორც ფაქტი, ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე, მამრთა სიბერწე, რადგან თუ თავად არ იზამდა ამას, არავინ არაფერს იღონებდა, და ამგვარად, მისიზ რემზიმ ისევ გამოიფხიზლა თავი, გაჩერებულ საათს რომ შევანჯღრევთ ხოლმე, ისე, და გულმა ძველი ნაცნობი საათის წიკწიკივით დაიწყო ცემა – ერთი, ორი, სამი, ერთი, ორი, სამი.
Again she felt, as a fact without hostility, the sterility of men, for if she did not do it nobody would do it, and so, giving herself a little shake that one gives a watch that has stopped, the old familiar pulse began beating, as the watch begins ticking — one, two, three, one, two, three.
161813.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
და აი, დაასკვნა თავისთვის და მისკენ, მისტერ უილიამ ბენქსისკენ გადაიხარა უხმოდ – საწყალი კაცი!
And so then, she concluded, addressing herself by bending silently to William Bankes — poor man!
161814.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
„ნახეთ თქვენი წერილები? გავაფრთხილე, ჰოლში დაედოთ თქვენთვის გადმოსაცემად“, უთხრა უილიამ ბენქსს.
"Did you find your letters? I told them to put them in the hall for you," she said to William Bankes.
161815.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ლილი ბრისკო ხედავდა, როგორ გადავიდა ის იმ უცხო მიწაზე, სადაც შეუძლებელია, ადამიანს მიჰყვე, და მაინც, ასეთი წასვლა ისე თრგუნავს მაყურებელს, რომ ყოველთვის ცდილობს, როგორმე თვალით მაინც მისდიოს, როგორც გემს ვუმზერთ ხოლმე, ვიდრე თვალს არ მიეფარება ჰორიზონტს მიღმა.
Lily Briscoe watched her drifting into that strange no-man’s land where to follow people is impossible and yet their going inflicts such a chill on those who watch them that they always try at least to follow them with their eyes as one follows a fading ship until the sails have sunk beneath the horizon.
161816.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
რა დაბერებული ჩანს, რა ძალაგამოცლილი, ფიქრობდა ლილი მისიზ რემზიზე, და თანაც, რა შორეული.
How old she looks, how worn she looks, Lily thought, and how remote.
161817.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
შემდეგ კი, როცა უილიამ ბენქსს მიუბრუნდა გაღიმებული, ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს ის გემი შემოტრიალდა და მზემ მის იალქნებს კვლავ დაჰკრა სხივი, და მან გაიფიქრა, უკვე თავშესაქცევად, რადგან გულზე მოეშვა, ნეტავი რატომ ეცოდება ასეო.
Then when she turned to William Bankes, smiling, it was as if the ship had turned and the sun had struck its sails again, and Lily thought with some amusement because she was relieved, Why does she pity him?
161818.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
რადგან სწორედ ეს აფიქრებინა მისიზ რემზის იერმა, როცა მისტერ ბენქსს უთხრა, ჰოლში წერილებიაო.
For that was the impression she gave, when she told him that his letters were in the hall.
161819.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
საბრალო უილიამ ბენქსი, თითქოს ამას ამბობდა მისიზ რემზი ისე, რომ იფიქრებდით, მისი ასეთი დაღლილობა ნაწილობრივ სხვების სიბრალულითაა გამოწვეული.
Poor William Bankes, she seemed to be saying, as if her own weariness had been partly pitying people, and the life in her, her resolve to live again, had been stirred by pity.
161820.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 17
ლილის აზრით, არ იყო სწორი, ეს იყო მის მცდარ შეხედულებათაგან ერთ-ერთი, როგორც ჩანს, ინსტინქტური, ნაკარნახევი რომელიღაც მისი პირადი საჭიროებით და არა სხვების რეალური უბედურებით.
And it was not true, Lily thought, it was one of those misjudgments of hers that seemed to be instinctive and to arise from some need of her own rather than of other people’s.